ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:15

კონსულტაციებში ბიძინა ივანიშვილის ჩართვასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ გარკვეული კონსულტაცია ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთა, იყო ნაწილი კი ამას უარყოფს.

ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს.

„ამ თემის დრამატიზირება არ მგონია გონივრული და სწორი იყოს,"- აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელია მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება.

 თამაზ მეჭიაური კი ივანიშვილთან კონსუტლაციებს არ გამორიცხავს.

"ალბათ გარკვეული დოზით იქნებოდა, ეს უმნიშვნელო ფაქტი არ არის, რომ კონსულტაციები არ გაეარათ,"- განაცხადა მეჭიაურმა. 

ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის,- ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 14:54

"ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის". კოზირში ვგულისხმობ განსაკუთრებით ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებებია, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია. თუ ვინმეს არ მოწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ჩვენ ნამდვილად გვაზიანებს, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო", - განაცხად ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით.

სამშაბათს "რუსთავი 2-ის" შესახებ ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 15:09

საგურამოში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა, რუსთავი 2-ის შესახებ საუბარი არ ისურვა.მან განაცხადა, რომ რუსთავი2-ის შესახებ სამშაბათს ისაუბრებს. რა ფორმით აპირებს ივანიშვილი სამაუწყებლო კომპანიის შესახებ საუბარს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

 შეგახსენებთ,რომ საგურამოში ილიაობას აღნიშნავენ , სადაც მთავრობის წევრებიც არიან შეკრებილები. 

ივანიშვილი გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 10:34

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შემდეგ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურად გაზვიადებულია.

მისი თქმით, არაობიექტურია ინგა გრიგოლიას განცხადებები, რომელიც მან „რეაქციის“ დახურვის შემდეგ გააკეთა.

„ინგა გრიგოლიას სურს მომაწეროს, რომ მე მას ვებრძვი. ობიექტური ამაში არაფერია, გარდა იმისა, რომ ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა და ის გაღიზიანებულია. როდესაც გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდო ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ეს პარტიები ვამხილე... ვამხილე რამდენიმე პარტია, მათ შორის "ლეიბორისტული პარტია","ახალი მემარჯვენეები" და ქდმ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ატყუებდა საკუთარ საზოგადოებას. ისინი უფრო საშიშები იყვნენ, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა". სხვათაშორის სად არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დღეს? უი აღარ არის ცალკე პარტია? გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის ადგილი პარლამენტში და მისთვის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩემი მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მას ალბათ გაღიზიანება აქვს, რადგან ის იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი: „გოგი თოფაძე ასაკშია და აქვს წამოცდენები“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 17:15

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთნაირი იდეოლოგია და ხედვა აქვთ, მათ შორის გოგი თოფაძესაც.

"თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება,  ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განაცხადა ივანიშვილმა.

"მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა, პრინციპში ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს არა მარტო სტალინთან.  თუ გინდათ, პატარა თვისებების სტალინის მსგავსი რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ. არ შეიძლება,  ადამიანები იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას ან იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არც ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი იდეოლოგია. ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი და ვერც ერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ვერ დააბალანსებს იმას, როგორც ის მოექცა საზოგადოებას. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ნება და მისი უფლებაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"როგორ უნდა დაეხმაროს მარგველაშვილი ხალვაშს? შეხვედრას ვერანაირად ვერ ვაფასებ"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 17:06

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაუგებარია პრეზიდენტი როგორ შეიძლება დაეხმაროს ქიბარ ხალვაშს.

 „როგორ უნდა დაეხმაროს მარგველაშვილი ხალვაშს? შეხვედრას ვერანაირად ვერ ვაფასებ. მოუნდა შეხვედრა ხალვაშს და შეხვდა. ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა ხალვაშს არ ჰქონია. თუ მოითხოვს, შევხვდები, რატომაც არა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

"რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 16:55

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების კომენტირებისას, ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის.

"იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეT არჩევის საშუალებ.  ჩვენ ვცდილობთ, მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აზერბაიჯანულ გაზთან დაკავშირებით კი ყოფილი პრემიერი ამბობს:

"ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, "სოკარის", მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

“ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:10

ყოფილი პრემიერი,ახლანდელი პრემიერის მუშაობას დადებითად აფასებს .

მისი განცხადებით, ის დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება.

„ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს და დღითიდღე კარგ პოლიტიკოსად ყალიბდება. რაც შეეხება საუბრებს მის არაფორმალურობასთან დაკავშირებით,  ჯერ მე არ ვაკადრებ ჩემს თავს ზედმეტად რამე მივანიშნო ან მივუთითო. მისი ბოლო ემოციური გამოსვლა არც მე მომეწონა.

ემოციები ახლდა, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის არის მთავრობის მეთაური და მას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს რამდენჯერმე მითხოვნია კიდეც მისთვის, მაგრამ გაითვალისწინა? აი, არ გაითვალისწინა. ნუ, ახალგაზრდაა. მე არ ვფიქრობ, რომ ის არ არის თვითკმარი, პირიქით, საკმაოდ ჩამოყალიბებული ლიდერია. სააკაშვილისნაირი ლიდერისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს. ირაკლი არის ძალიან კარგი პრემიერი და მომავალში ის კიდევ უფრო ეფექტური იქნება. თანამდებობაზე სწავლა, ეს არ არის სირცხვილი, თანამდებობაზე დიდი ხანი ხარ და იზრდები და სწავლობ. გამზადებულ მინისტრებს და პრემიერებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მან ეს განცხადება ტელეკომპანია "იმედთან"საუბრისას გააკეთა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დაასახელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 15:51

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერად ოფიციალურად დასახელდა. პროცედურების მიხედვით, დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც გადაწყდება, გახდება თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი.

„პოლიტსაბჭომ განიხილა კანდიდატურა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის წინაშე კანდიდატურა წარადგინონ დასამტკიცებლად. შემდეგ შედგა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელმაც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი, რომ წარდგენილი ვიყო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა და პირველივე შეხვედრაზე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

სხდომას ასევე ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.

უჩა ნანუაშვილი პლაკატების გაკვრისთვის სამი პირის დაკავებას ეხმიანება

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 17 ოქტომბერი 2015 12:59

სახალხო დამცველი პოლიციელების მიერ თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სალომე ხვადაგიანის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი დაკავება გაუმართლებელია და ის ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

"გავრცელებულ კადრებში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ პლაკატების ღობეზე გაკვრა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ზემოხსენებულ სამ პირთან მიმართებაში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება, ანუ „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე–ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში პლაკატები გაიკრა სამშენებლო ღობეზე (და არა ღობეზე) და გარე განათების ბოძზე. სამშენებლო ღობე და გარე განათების ბოძი ამ ჩამონათვალში არ არის მითითებული. რაც შეეხება „ადგილებს, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნორმის აღნიშნული რედაქციის ფართო განმარტების პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაძლოა არასოდეს გამოყონ ასეთი ადგილები, გამოხატვის თავისუფლება ზედმეტად შეიზღუდება, რაც დაუშვებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია გარკვეული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამავდროულად, კანონი უნდა იყოს საკმარისად ცხადი და განჭვრეტადი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა შეძლონ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების წინასწარ განჭვრეტა. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურების სამშენებლო ღობესა და გარე განათების ბოძზე გაკვრა გამოხატვის თავისუფლებითაა დაცული, მისი შეზღუდვა კი მოცემულ შემთხვევაში გაუმართლებელია.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენამდე პოლიციელებმა ხსენებული სამი პირი დააკავეს. მიმაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელებს პროცედურულად არ ქონდათ დაკავების უფლებამოსილება. მოხმობილი ნორმა მიუთითებს იმ კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა არსებობისას შესაძლებელია, საქმის სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, დაკავების უფლებამოსილების განხორციელება. აღნიშნულ ჩამონათვალში თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება მითითებული არ არის. პოლიციას დაკავება არ უნდა გამოეყენებინა იმის გამოც, რომ შეფარდებული 150–ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 50–ლარიან ჯარიმას და არა ადმინისტრაციულ პატიმრობას, ამავდროულად, შესაძლებელი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ადგილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს შსს უფლებამოსილი პირების გარდა ადგენენ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი მოსამსახურეები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ დაკავების უფლებამოსილება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს დაკავების შეუსაბამო ხასიათს მოცემულ შემთხვევაში.

სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პირის დაკავება, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, წარმოადგენს უკიდურესად შემზღუდველ საშუალებას და ის მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, საამისოდ სერიოზული მიზეზების  არსებობისას უნდა იქნეს გამოყენებული",-აღნიშნულია განცხადებაში.

2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მდებარე სამშენებლო ღობეზე პლაკატების გაკვრის გამო, პოლიციელებმა ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, არხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი დააკავეს და მათ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინეს. პლაკატებზე ბიძინა ივანიშვილისა და „გაზპრომის“ კარიკატურები იყო გამოსახული. მიმაჩნია, რომ პოლიციელების აღნიშნული ქმედებები გაუმართლებლად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური