რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება ბიძინა ივანიშვილის წერილში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 14:00

 როგორია ბიძინა ივანიშვილის სამომავლო გეგმები. ყოფილი პრემიერი წერილს აქვეყნებს. ივანიშვილის განცხადებით, ის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება, ექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და სატელევიზო გამოსვლები, ჩავა რეგიონებში.   ივანიშვილი განვლილ ოთხ წელიწად ნახევარსაც აჯამებს. დაპირებები, მმართველი გუნდის საქმიანობა და   მიღწეული პროგრესი, ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სამომავლო გეგმები და მიზნები, საქართველოს საგარეო ევროპული  კურსი, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივა და მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა და ერებს შორის ურთიერთობა. ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს და ვრცლად განიხილავს. წერილში  გაკრიტიკებულია „ნაციონალური მოძრაობა“, NDI,  IRI და  მათ მიერ ჩატარებული კვლევები. ივანიშვილმა წერილში ასევე დააანონსა,  რომ  აღნიშნულ  თემებზე დამატებით კითხვებს 2 ივნისს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “ინტერვიუში” უპასუხებს.

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს გამოაქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 10:11

"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ,” - ეს განცხადება ყოფილმა პრმიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ გააკეთა.

ივანიშვილის განცხადებით, ღია  წერილში ”ქართული ოცნების”  4-წლიან საქმიანობას შეაჯამებს და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.

თბილისელები არ დაუშვებენ, რომ ისტორიული ტერიტორია მილიარდერის ფაზენდა გახდეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 მაისი 2016 12:07

"მინდა მივმართო უკანასკნელად უკლებლივ ყველა ამ მავნებლობაში ჩართულ პასუხიმგებელ პირს, დაწყებული დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსით, გაგრძელებული ბატონებით - ივანიშვილით და ნარმანიათი, შეწყვიტეთ დანაშაულებრივი აუქციონი, თბილისელები არ დაუშვებენ, რომ ისტორიული უბნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ნაწილი გახდეს ერთი კერძო მესაკუთრის საკუთრება, თბილისელები არ დაუშვებენ, რომ კულტურული და ისტორიული ტერიტორია გახდეს მილიარდერის კერძო ფაზენდა,"- განაცხადა ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწის გაყიდვის აუქციონთან დაკავშირებით, დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სპეციალურ ღონისძიებას გეგმავენ,  ოპოზიციის გეგმების შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა  ნიკა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

 

ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 აპრილი 2016 12:59

ბიძინა ივანიშვილმა, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ხელშეწყობით, დედაქალაქის ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა, -  ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე ავრცელებს.

"მერიას შეაცვლევინა და გადაიტანა კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლის გამოც უკვე მოჭრილი და გადარგულია 550-მდე ხე, დახარჯულია თითქმის 700 000 ლარი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. აღმოჩნდა, რომ ბუნება გაიჩეხა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას რეზიდენციის მშენებლობისთვის გათავისუფლებულიყო პოლიგონი. სხვათაშორის, ადგილზე თითქოს, სადაც გზის მშენებლობა გადაიტანეს, დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას და გადაირგოს.

"მოკლედ, ბიძინამ მიიტაცა და ნადგურდება 390 000 კვ.მ ლანდშაფტური დაცვის ზონა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, იჩეხება ათასობით ხე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ ახალი სახლი აიშენოს. ამ კაცს მხოლოდ საკუთარი, პირადი სიხარბე ამოძრავებს და ეს უკვე ძალიან მავნებლურ, საშიშ მასშტაბებშია გადაზრდილი," - ნათქვამია ირაკლი აბესაძის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. 

"მოისროლე ბიძინა," - აქციები საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 16:09

"მოისროლე ბიძინა," - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებსი იმართება.  აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ კულუარულ მმართველობას აპროტესტებენ.

სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა აქციას ქუთაისში აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის. "თავისუფალი ზონის" წევრები ადგილობრივ გამგეობას პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 12:23

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 14 მაისს დაგეგმილ პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს, - ამის შესახებ, ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი. 
”ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით”, - განაცხადა კალაძემ.


ბოკერია ფარულ ჩანაწერებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 15:52

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტებს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

„ამ პრობლემას, ამ სიბინძურეს, ამ ამაზრზენ ამბავს, ამ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მომავლისა ჰქვია სახელი და გვარი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ეს არის მისი საფირმო ნიშანი ამ კაცს ჰგონია, რომ ამ მეთოდებით შეინარჩუნებს ძალაუფლებას,“-აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, რის შემდეგაც ისინი განახორციელებენ რეფორმებს, რომლებიც სუს-ის გაუქმებასა და ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს გააქრობს. 

ივანიშვილი შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას სასამართლოში უჩივის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:58

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას Credit Suisse-ს სასამართლოში უჩივის. სარჩელი ივანიშვილის ადვოკატებმა ჟენევაში უკვე შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.ორგანიზაცია ივანიშვილის ფინანსურ პორტფელს განკარგავდა. ყოფილი პრემიერი კი კომპანიას მისი ფინანსების არასწორ მენეჯმენტსა და ფინანსური ზარალის მიყენებაში ადანაშაულებს.ადვოკატებმა სარჩელი ჟენევის სასამართლოში დეკემბერსა და იანვარში, მათ შორის თაღლითობის ბრალდებითაც შეიტანეს.ჟენევის სასამართლომ თავად Credit Suisse-ის საჩივრის საფუძველზე უკვე წაუყენა ბრალი კომპანიის ყოფილ მენეჯერს, რადგან არსებული ეჭვის საფუძველზე, ის რამდენიმე კლიენტის ფინანსურ დანაკარგს ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან ფარავდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარაში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 17:24

 ციხისძირში სანერგე მეურნეობის ტერიტორია სახელმწიფომ უსასყიდლოდ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, ბიძინა ივანიშვილს გადასცა,ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარაში გააკეთეს.  ვის ეკუთვნის ტერიტორია, ინფორმაცია არ აქვთ ქობულეთის გამგეობაში.

მიმდებარე ტერიტორიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია, თუმცა ადგილზე მომუშავე პირებმა რა იციან რომელი კომპანიის დაკვეთით ასრულებენ სამუშაოებს და ვის ეკუთვნის მიმდებარე ტერიტორია.

ნაციონალური მოძრაობის წევრის რეზო ხარაძის განცხადებით კი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და გზის მშენებლობა სწორედ მისი დაკვეთით მიმდინარეობს.

„მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლა გადმოვიდა ციხისძირში და დაისაკუთრა ეს უნიკალური ადგილები. ეს კაცი არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ როგორმე რეგიონს ავნოს,“ - განაცხადა რეზო ხარაძემ. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარაში გააკეთეს. 

ზაზა ხატიაშვილი ლევან მურუსიძეზე და ბიძინა ივანიშვილზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 18:12

პოლიტიკური პარტიები და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ლევან მურუსიძის დანიშნვის ფაქტის გაპროტესტებას ქუჩის აქციებით გეგმავენ.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ამბობს, აქციები უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის სახლთან უნდა გაიმართოს, რადგან მიაჩნია, რომ ლევან მურუსიძეს სწორედ ყოფილი პრემიერი მფარველობს.

"შუშის სასახლესთან აქციები უნდა დაიგეგმოს, რადგან შუშის სასახლის ბინადარი, ფეოდალი ივანიშვილი არის ყველანაირი უკანონობის საწყისი, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის საბჭოს წევრების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. ივანიშვილი არის მატყუარა, ივანიშვილმა მოგვაფურთხა სახეში მთელ სამოქალაქო საზოგადოებას. თავიდანვე რატომ არ თქვა, არჩევნების წინ, რომ ის გაუწევდა ლობირებას მურუსიძეს," - ამბობს ზაზა ხატიაშვილი. 

იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას ითხოვენ ახალი მემარჯვენეები.

მანანა ნაჭყებიას განმარტებით, საბჭო სახელისუფლებო ზეგავლენისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს და მასში პარლამენტის კვოტა უნდა გაუქმდეს.

„ახლებურად მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება. მასში ჩართული იყოს არა პარლამენტი, რომ თავიდან ავიცილოთ ხელისუფლების გავლენა, არამედ ჩართული იყოს ადვოკატთა ასოციაცია, ზოგადად მოსამართლეთა კონფერენცია. ოპოზიციის კვოტაც იქნას გათვალისწინებული. ასევე, სახალხო დამცველის კვოტა უნდა იქნას გათვალისიწინებული, რომ მას მივანიჭოთ დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური