„ბიძინა ივანიშვილის ამბიცია, რომ ადამიანებს მისი სჯეროდეთ, არის ძალიან ჯანსაღი“ - მამუკა მდინარაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 ივნისი 2016 22:54

„ბატონი ბიძინას წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა, იყო ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და ჩემი აზრით, ობიექტური შეფასება მიმდინარე მოვლენების, წარსულის, აწმყოსა და მომავლის. პირველ არხზე გასულ არც თუ ისე სახარბიელო ინტერვიუში რესპონდენტის აზრს ვერ გაიგებდი, იყო დებატების რეჟიმი. თუმცა უკვე მომდევნო იტნერვიუ უფრო მრავლისმომცველი იყო და შესაძლებელი იყო იმ ადამიანის პოზიციის გაგება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული და დამსახურებული მხარდამჭერი „ქართული ოცნების“, ასევე დამფუძნებელი ამ პარტიის. მე ვფიქრობ, რომ მას ყველანაირი უფლება აქვს იყოს ადამიანი, რომელიც რეგიონებშიც ჩავა, ოჯახშიც კარს შეაღებს და თავის აზრს იტყვის. მისი ამბიციაც, რომ ადამიანებს მისი სჯეროდეთ არის ძალიან ჯანსაღი იმიტომ, რომ მან თავისუფლება მოუტანა ჩვენს ქვეყანას...თავისუფლებაზე როდესაც ვსაუბრობ, აქ იგულისხმება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არამედ ბიზნესის, სასამართლოს.“ -  განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის შეკითხვებს“ მამუკა მდინარაძე პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზატორმა სამართალი თავზე დაგვახია , - ირაკლი ღლონტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 10:52

„არ ვაპირებ ამ ბინძური სასამართლო პროცესის სამართლებრივ ჭრილში შევიდე. ერთი მაქვს სათქმელი, მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, ინტერვიუს და კომენტარის პოლიტიკოსები ნუ ვიქნებით ხალხო. თავზე დაგვახია ბიძინა ივანიშვილის სამმა ურთმელიძე ინკვიზატორმა სამართალი, სამართლიანობა, კონსტიტუცია. ნუ დავრჩებით სახლში, 10 კაცი შეგვიძლია? 100 კაცი შეგვიძლია? დავიწყოთ კონსულტაციები. არსებობს ასეთი გამონათქვამი, სხვა გზა არ მაქვს, უნდა ვთქვა, როდესაც კანონი არ კანონობს, ხალხის ვალდებულებაა აჯანყდეს კიდეც," - ასე გამოეხმაურა პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი2-ის" საქმეზე. 

ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა ”20/30”-ის ახალგაზრდულ ფრთას ქმნის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 15:57

აქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა ”20/30”-ის ახალგაზრდულ ფრთას ქმნის. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის იდეა სტუდენტ გიორგი მამულაშვილს ეკუთვნის და ივანიშვილმა სწორედ მას ჩააბარა ორგანიზაციის მმართველობა.”გიორგი მამულაშვილმა შემომთავაზა საზოგადოებრივი მოძრაობა ”20/30”-ის შექმნა. გარწმუნებთ, რომ არავითარი მოლაპარაკება ჩემგან არ ყოფილა. მე ისიც ვაღიარე ჟურნალისტებთან, რომ ვერ მოვახერხე და ვერ შევძელი საზოგადეობა ”20/30”-ის გაფართოება იმ დონეზე, რისი სურვილიც გამაჩნდა. ვერ ჩამოვაყალიბე და ვერ მოვახერხე ისეთი რაოდენობის პიროვნებების გაერთიანება, რომელიც გახდებოდა რაღაცა მუხტი საზოგადოების და მიმმართველი, რაზეც ფართო საზოგადოებას შეეძლებოდა გაეკეთებინა ორიენტაცია. ახლა გიორგის ვაბარებ. რაც მე ვერ გავაკეთე, გიორგი გააკეთებს, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ჩვენმა შვილებმა უნდა გააკეთონ და იმედი მაქვს, გიორგი თავის ენერგიას და ნიჭს მოახმარს იმასაც, რომ საზოგადოება უფრო გაფართოვდეს, გაძლიერდეს და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამაში”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.თავის მხრივ, ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი მამულაშვილის განცხადებით, ახალგაზრდული ფრთა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.”ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ახალგაზრდების გააქტიურება. შეიქმნება თემატური ჯგუფები, ინოვაციებზე, სოფლის მეურნეობაზე და ეკონომიკაზე და გაკეთდება ჩვენი ხედვა და ანალიზი”, - განაცხადა მამულაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი ვიზალიბერალიზაციაზეც გააკეთა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 15:43

ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი ვიზალიბერალიზაციაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ერთი თვის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. ივანიშვილი მასზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 70%-იანი ალბათობით, საქართველო ვიზალიბერალიზაციას ახლა მიიღებს, თუმცა 100%-იანი ალბათობით, ეს წლის ბოლოს მოხდება.

„მე ვფიქრობ, არადამსახურებულად საქართველო მოექცა ბევრი იმ პრობლემის ცენტრში, რაც ევროპას ბოლო დროს გადახდა. თურქეთს და კოსოვოსაც უნდა ვიზალიბერალიზაცია. საქართველომ განუხრელად შეასრულა ყველა პუნქტი, რომ მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. აქაც უნდა მოვითმინოთ, ვერ მივიღებთ უახლოეს დროში, მივიღებთ სექტემბერში, მაგრამ მოლოდინი უნდა დაგვრჩეს და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, იქნებ როგორმე მოხერხდეს უახლოეს დროში ვიზალიბელარიზაციის მიღება. ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა ერთი თვის წინ. თუ გნებავთ მის სიტყვებასაც გეტყვით, 70%-იანი ალბათობით შეგვიძლია ახლა მივიღოთ, მაგრამ 100%-ი ალბათობით მივიღებთ წლის ბოლოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილმა ოკუპანტი ქვეყნის შესახებ დასმულ კითხვას პასუხი არ გასცა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 15:34

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება. ივანიშვილი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს, თუმცა ასევე ამბობს, რომ მომხდარი ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ქმედების შედეგია.ივანიშვილის თქმით, რუსთთან ურთიერთობისას აუცილებელია თანმიმდევრული პოლიტიკა და მოთმინება. კითხვას თუ როგორ წარმოუდგენია მოთმინების პოლიტიკა ოკუპანტ ქვეყანასთან, ივანიშვილმა არ უპასუხა.„კიდევ ახალი პროვოკაცია მივიღეთ, აღმაშფოთებელი. გასაგებია რუსეთის ქმედება და ის, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული. გავაგრძელებთ ჩვენ თანმიმდევრულად და აუცილებლად მოვახერხებთ და დავიბრუნებთ ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს და ამავდროულად დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ამას სჭირდება ის, რაც მე მრავალჯერ მითქვამს - დიდი მოთმინება, სტაბილური ქვეყანა, ეკონომიკური აყვავება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავება. ჩვენ კარგი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ხიბლი უნდა გაჩნდეს იმის, რომ დაინტერესდნენ ჩვენი ძმები ჩვენთან ერთად თანაცხოვრებით, ოსებიც და აფხაზებიც. ამას სჭირდება დრო, მოთმინება, თანმიმდევრული და სტაბილური სახელმწიფო,“ - განაცხადა ივანიშვილმა. 

კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 17:15

”კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო და  გუნდსაც და საზოგადოებასაც მოვუწოდებდი, რომ ეს აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა. ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით. ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ეს იყო სირცხვილი,” - კორცხელში მომხდარ შემთხვევაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დამატებით 55 000 სამუშაო ადგილი გაჩნდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 12:27

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა ტექნოპარკში მოეწყო. ყოფილმა პრემიერმა საუბრის დასასწყიში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც გადაწყვიტა 4 წლის წინ ხელისუფლებაში მოსვლა.

მან ისუაბრა წინა ხელისუფლების მიერ ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტების უზურპაციაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა ხელისუფლება შეეცვალა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მართალია, საქართველოში დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად ჩამორჩება ევროპული ქვეყნების მდგომარეობას, მაგრამ უახლოეს პერიოდში ბევრად შთამებჭდავ  ცვლილებებს ელოდება, კონკრეტულად 2030 წელს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოში მშენებლობის ტემპი ბევრად აღემატება წინა ხელისუფლების პერიოდში გახორციელებულ მშენებლობებს.

როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი მკვეთრად აწეულია და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დამატებით 55 000 სამუშაო ადგილი გაჩნდა.

გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 13:19

„გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა ადამიანობის, წესიერების, უანგარობის და იმის განწყობის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს.  მარტო გიორგი არ არის ასეთი, სხვებიც არიან, მაგრამ გიორგიზე შემიძლია გავაკეთო განსაკუთრებული აქცენტი, რომ საოცარი პიროვნებაა. ჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგიში, იმდენად დაბალანსებულია, იმდენად ადამიანურია, იმდენად კეთილშობილია და ამავდროულად არის ძალიან კარგი მენეჯერი, კარგი პროფესიონალი, მხოლოდ იმ განწყობით გახლავთ მთავრობის მეთაური, რომ ემსახუროს საკუთარ ქვეყანას," - ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სესახებ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. შეხვედრა ამ წუთებში ტექნოპარკში მიმდინარებს. 

ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 11:10

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. სეხვედრა 12:00 საათზეა ჩანიშნული და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება.
დღევანდელ  შეხვედრას 10 ტელეკომპანიის წარმომადგენელი დაესწრება.
რაც შეეხება ბეჭდური და ელექტრონულ მედიის, ასევე რადიოების ჟურნალისტებს, ბიძინა ივანიშვილი მათ 14 ივნისს შეხვდება. 

ლევან მურუსიძე ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 ივნისი 2016 12:10

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდოვანი, ლევან მურუსიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ლევან მურუსიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხისგან გათავისუფლდა. მისი განცხადებით- "თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. სასამართლო გათავისუფლდა ოპოზიციისგან".

 

მურუსიძის თქმით, სასამართლო დღესდღეობით არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის და არც ლევან მურუსიძესია.

„ზოგიერთს ჰგონია, რომ ცნობილი მულტფილმის მსგავსად, სოფელი სიმღერით აშენდება, მე მოვუწოდებ პოლიტიკოსებს და ყველას, როდესაც საუბრობენ სასამართლოზე, პატივისცემით მოექცნენ სასამართლო ხელისუფლებას. ხარვეზები გვაქვს, მაგრამ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. ამ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ სასამართლო არის ან ხელისუფლების, ან ოპოზიციის. სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მას სწორად მიაჩნია. მე პატივს ვცემ ყველა იმ მოსამართლეს, ვინც დღეს მართლმსაჯულებას ასრულებს. ეს მოსამართლეები ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოების წინაშე. ლანძღვა ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“, - განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ინფორმაციით, როდესაც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, საუბრის თემა სასამართლოში არსებული პრობლემები, მათ შორის, ხელფასების მომატების და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები იყო.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასამართლო ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა. მოსამართლეები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ყველას მოვუწოზდებ, თავი დაანებონ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ხომ ყველა თანხმდება, რომ ადრე სასამართლოზე ხელისუფლების გავლენები იყო. იმაზეც ხომ ვთანხმდებით, რომ სასამართლო დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე იყო. იმედი, მაქვს, მომავალში სასამართლო კიდევ უფრო უკეთესი გახდება. სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლებისგან, გათავისუფლდა ოპოზიციისგან. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ოპოზიციური ძალა, ე.ი. გათავისუფლდა ოპოზიციისგან. ეს ეხება ყველა ოპოზიციურ პატიას და ხელისუფლების ყველა შტოს“, - აღნიშა ლევან მურუსიძემ. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური