„წადი" „ივანიშვილი აფერისტი“,- აქცია ოზურგეთში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 12:34

 „ივანიშვილი აფერისტი“, „ივანიშვილი თაღლითი“, „წადი“,- ასეთი ტრანსფარანტებით ამ წუთებში ოზურგეთში, სახელმწიფო თეატრთან  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები   ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

 ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ხვდება. 

მხოლოდ პატრიარქს და ბიძინა ივანიშვილს დავეკითხები აზრს, - ვლადიმერ ბედუკაძე ანტისახელმწიფოებრივ რეკლამაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 10:33

პარტია "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი  ვლადიმერ ბედუკაძე მისი პოლიტიკური მოძრაობის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა: 

"ჩემი პარტიის შესახებ გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის დასაწყისი იქნება. თუ ისინი მოითხოვენ აკრძალვას, ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთხელ მოხდა, როდესაც აკრძალეს კომუნისტური პარტია, ისიც შეცდომა იყო, კომუნისტური პარტიის აკრძალვამ გამოიწვია კანონიერი ხელისუფლების დამხობა. არსებობს ორი ადამიანი, ერთი ადამიანი, პირველი უწმინდესი და უნეტარესი, ვის აზრსაც დავეკითხები და ვის რჩევას გავითვალისწინებ და მეორე არის დღევანდელი ქართული რეალობის შექმნილი, ეს არის ბატონი ბიძინა. თუ ბატონ ბიძინას ექნება ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით და გავითვალისწინებთ მის აზრს,“ - განაცხადა პარტია ცენტრისტების ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმერ ბედუკაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ ინტერვიუში.     

ბიძინა, რუსი მეწილეები და რკინიგზის „პრიხვატიზაცია“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 00:28

რუს მეწილეებზე, ბიძინასა და რკინიგზის გაკოტრება - „პრიხვატიზაციაზე“ ამერიკაში მცხოვრები გია ხუროშვილი წერს. „ვერსია გადაამოწმეთ მაინც, ეს არ იყო უბრალო ჭორი“ – ურჩევს ის ფბ. მეგობრებს.

გია ხუროშვილი: „ნიუ-იორკის მეტროთი ვმგზავრობ, საკმაოდ ნორმალური წყვილი გამომელაპარაკა და მეტროს გაჩერებასთან დაკავშირებით შეკითხვა დამისვეს. ....
აღმოჩნდა რომ ახლად ჩამოსული არიან მოსკოვიდან და არც აპირებენ უკან დაბრუნებას, რადგან გამოექცნენ პუტინის ბანდას( მისახვედრია, რომ უბრალო ადამიანები არ არიან)....
ჩვენი საუბრიდან 1 მნიშვნელოვანი ინფო- ინფორმირებული წყაროსაგან:
ბიძინა გააკოტრებს სქართველოს რკინიგზას, მოხდება "პრიხვატიზაცია" და გაიხსნება რუსეთთან სარინიგზო მიმოსვლა, საიდანაც მიღებული შემოსავალი ბიძინასა და მის რუს მეწილეებს შორის გადანაწილდება.
ვერსია გადაამოწმეთ მაინც!...ეს არ იყო უბრალო ჭორიკანა!“....

მარგველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი ვერ სცა, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 12:49

„მე პატივს ვცემ კვირიკაშვილის პოზიციას და ანგრიშს ვუწევ. თუმცა, რა თქმა უნდა, იგივე პოზიცია მაქვს ახლაც, რომ მარგველაშვილმა ვერ გაუწია სამსახური და პატივი ვერ  სცა  პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს კაცი გადაჭარბებით 10 მილიონს საზოგადოების ფულს ხარჯავს. თუმცა, ანგარიში გავუწიოთ კვირიკაშვილს და მის პოზიციას,“ - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც  პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხს ეხებოდა. 

 

 

ლარი ძალიან კარგად იქცევა, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 12:33

ამ წუთებში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერმა ლარის კურსთან დაკავშირებით, ისაუბრა. ივანიშვილის განცხადებით, ლარი  გამყარება  გიორგი ქადაგიძის წასვლას არ უნდა მიაწერონ. 
"ვფიქრობ, ლარი ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ომპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს გადაყიდვას დოლარის და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საკითხი სექტემბრამდე გადაწყდება, - ივანიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 12:17

"ვერავითარ სუბიექტურს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. იმედი ვიქონიოთ, რომ სექტემბრამდე გადაწყდება ეს საკითხი, თუ არადა გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება წლის ბოლოს გადაწყდაბა. საქართველო ამას იმსახურებს," -  ვიზალიბერალიზაციის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისასა ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 12:25

 ბიძინა ივანიშვილი მედიას ხვდება. პრესკონფერენცია ტექნოპარკი მიმდინარეობს.ყოფილი პრემიერი ამჯერად ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიის, ასევე საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდება.

ბიძინა ივანიშვილი დღეს ჟურნალისტებს შეხვედება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 10:00

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრებს განაგრძობს. ის დღეს 12:00 საათზე, ოქროყანაში, ”ტექნოპარკის” შენობაში  პრესკონფერენციას გამართავს.
ბიძინა ივანიშვილი ამჯერად ადგილობრივი, საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდება. 7 ივნისს ის  ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. 

 

„ივანიშვილს დახვდება იგივე ხალხი, მაგრამ მათი დამოკიდებულება იქნება სხვა“ - გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 ივნისი 2016 23:47

„ივანიშვილი აღიარებულია, როგორც „ქართული ოცნების“ ძალის ცენტრი და ფაქტობრივად, ერთადერთი შემკვრელი ლიდერი. როგორც პოლიტ-ტექნოლოგიურად, ასევე სტრატეგიის თვალსაზრისით სხვა ფიგურა, რომელიც იმ ეკლექტიკას თავს მოუყრის, რაც ქართულ ოცნებაშია, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება არჩევნების პროცესში იმისდა მიუხედავად, რამდენად ინტენსიურად იქნება ის ამ ყველაფერში ჩართული. აღიარება, როგორც ძალის ცენტრს, ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს, მაგრამ ის პოზიტივი, რაც იყო, გადანაწილდა ნეგატივზე. შესაბამისად, მას ან არ ესმის სად არის დღეს, ან ჯიუტად აგრძელებს იმ ხაზს, რაც ეჭირა მანამდე. ვფიქრობ, რომ მისი კამპანია პრობლემატური იქნება. ეს არ იქნება ისეთი კამპანია, როგორიც იყო 2012 წელს, როდესაც მას იმედის თვალით შეჰყურებდნენ და მისგან ელოდებოდნენ როგორც კეთილდღეობას, ასევე სამართლიანობას. დღეს როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით მის მიმართ ექნებათ კითხვები. მას დახვდება იგივე ხალხი, მაგრამ მათი დამოკიდებულება იქნება სხვა.“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის შეკითხვებს“ გია ხუხაშვილი პასუხობს.

„ივანიშვილი არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან“ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 11 ივნისი 2016 22:56

„მთავარი პრობლემა ამ ხელისუფლების და ალბათ, ივანიშვილისაც არის ის, რომ მათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რა არის ეკონომიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეკონომიკა არ წასულა რეცესიაში, ბოლო წლებში არ მომხდარა ეკონომიკის შემცირება. გვაქვს ზრდა, მაგრამ ეს ზრდა არის მინიმალური. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო არის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენ არ ვართ მაღალგანვითარებული ქვეყანა, რომელსაც შესაძლოა, აკმაყოფილებდეს 2-3%-იანი ზრდა, მაშინ ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. ეს ზუსტად აჩვენებს სად ვიქნებით 5, 10, 20, 50 წელიწადში. ამიტომ მთავარი არჩევანი, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ გასაკეთებელი, არის - რა გვინდა ჩვენ, რამდენ ხანში გვინდა მივაღწიოთ, იმას რომ ვიყოთ ნორმალური განვითარებული ქვეყანა. რაც არ ესმის „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ მათ გადადგეს უამრავი არასწორი ნაბიჯი ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით...რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მან ერთხელ თქვა უკვე რომ წავიდა და აღარ არის პრემიერ-მინისტრი, თუმცა რეალურად არც არასდროს წასულა და ის არის ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი. არც ახლა გააქტიურდება განსაკუთრებულად, უბრალოდ ახლა საჯაროდ გამოჩნდება.“ - განაცხადა „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის შეკითხვებს“ ზურაბ ჯაფარიძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური