"ახლა პინგ-პონგის თამაშის დრო არა მაქვს" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 13:24

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს.
„ჩემი აზრით, მე „რესპუბლიკური პარტიის“ ამომწურავი შეფასება გავაკეთე და ახლა პინგ პონგის თამაშის დრო არა მაქვს, რომ მაგათ ყველა განცხადებაზე პასუხი გავცე. მე ამომწურავად შევაფასე „რესპუბლიკური პარტია“ და საკმარისია. მათთან უამრავი, უფრო სერიოზული კითხვებია. პინგ-პონგის თამაში უნდათ და მე მაგისთვის არ მცალია. მაგათ მეტი საქმე არ აქვთ, როგორც ჩანს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და „ქართულ ოცნებას“ ახლა აქვს, „გაჭრილი ვაშლივით“ ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.

"ფავორიტი არა, მაგრამ ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 13:14

ფავორიტი არა, მაგრამ ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს -  ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კახეთში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა მაგალითისთვის, დიმიტრი ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო და კახა კალაძე მოიყვანა. ასევე აღნიშნა, რომ ჩამოუთვლელი დარჩება ძალიან ბევრი მინისტრი და ისინი ნაწყენები დარჩებიან. 

”რამდენიც გნებავთ იმდენი არიან, რომლებიც პირველ რიგში იცავენ სტანდარტებს. მინისტრებს შორის გრადაცია შეიძლება გააკეთო მენეჯმენტით და პროფესიონალიზმით, მაგრამ სტანდარტებს ყველა იცავს. რამდენსაც გინდა, იმდენს დავასახელებ”, - განაცხადა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, საქართველოში უამრავი გაჭირვებულია და ამიტომ ნაკლებად ჩანს მინისტრების ეფექტურობა. 

”ეკონომიკა 4-5ჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს და ამას ხალხი ამჩნევს. ვიზალიბერალიზაცია არ მიგვიღია, მაგრამ დღეს საშუალო ქართველიც თავისუფლად მოგზაურობს ევროპაში. ხედავენ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები და რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან, მაგრამ, ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დადანაშაულება, ეს ჩვენი ერთ-ერთი თვისებაა და ამბობენ სხვაზე - არა, აი ისაა მამაძაღლი და იმის ბრალია. ყველაზე იოლია დააბრალო მთავრობას, კვირიკაშვილს. ასე მარტივად ნუ გავზომავთ. ჩვენზე უარესად ბევრი ცხოვრობს. ნახეთ რეგიონში რა ამბებია, რამდენი კონფლიქტია. როგორ ოსტატურად ავერიდეთ ჩვენ ამდენ უბედურებებს, რაც ტრიალებს რეგიონში და მის გარეთ. 
ის, რომ 4 წელიწადში ვერ მოხერხდებოდა მოსახლეობის უმრავლესობის პირობების გაუმჯობესება, ეს თავშივე გასაგები იყო. ამაზე უჭირს მოსახლეობას ანალიზის გაკეთება და ვინაა დამნაშავე? რა თქმა უნდა, მთავრობა და მთავრობის დედა, მაგრამ, არ ვარგა ასე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო მემორანდუმზე საუბრობს და "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 12:16

ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საარჩევნო მემორანდუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დოკუმენტს პარტიებმა ხელი უნდა მოაწერონ, მაგრამ მისი საჭიროება არ უნდა დამდგარიყო. ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური პროვოკაციების მოწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა

„კარგი იქნებოდა თუ ხელს მოაწერენ, მაგრამ ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო, თვითონ ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მოთხოვნილება ხდება, არის ცუდი. წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, მათი აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად დაპირისპირება, ერთი პარტია ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მახსოვს, როცა პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით, ძალიან აქტიურობდნენ ზონდერები, ხშირად მუშტიკრივში გადადიოდა,“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 10:40

ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა -ეს განცხადება, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ივანიშვილი სტუდენტები თვითმმართველობისთვის თემაზე მიმდინარე კონფერენციას ესწრება. მან ჟურნალისტებთან ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  კონფერენციას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციამოქალაქის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ექსპერტები.„მე პირადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ პროექტს. ისევე როგორც სკოლის მოსწავლეების პროექტს გახდი მოქალაქე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. ორი წელია ეს პროექტი მიდის და გაგრძელდება, რამეთუ ძალიან ეფექტური გამოდგა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის ეფექტურ მართვას სჭირდება კარგი გამოცდილება, კარგი ცოდნა. ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა დროა, რაც ვმართავთ ჩვენს ქვეყანას და ვსაჭიროებთ სკოლის მერხიდან დავიწყოთ კადრების აღზრდა იმისითვის, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად მოიმართოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კონფერენციის მიზანია კონკურსში გამარჯვებულმა გუნდებმა მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საკითხების მოგვარების გეგმები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ამ სფეროს ექსპერტებს გააცნონ. 

"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

"ოლიგარქი უკანა კარიდან გაიპარა" - ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისი ხმაურის ფონზე დატოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 17:12

ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისი ხმაურის ფონზე დატოვა. საპარლამენტო დედაქალაქში ყოფილმა პრემიერმა რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. პრესკონფერენცია მესხიშვილის სახელობის თეატრში იმართებოდა.შენობის გარეთ კი ოპოზიციის წარმომადგენლები, იპოთეკით დაზარალებულები და სხვამოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.რამდენიმე აქტივისტი შენობაშიც იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილს ელოდა. ისინი ოთახში ჩაკეტეს და შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს. ქუჩაში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კი გზა სხვა ავტომანქანას გადაუკეტეს, ყოფილმა პრემიერმა კი ამ დროს თეატრის შენობა დატოვა."ოლიგარქი უკანა კარიდან გაიპარა" - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი , - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 13:36

”მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს”, - აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში რეგიონული მედიის წარმომადგენლებტან  შეხვედრისას გააკეთა.


ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე, - უსუფაშვილი ივანიშვილის განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:42

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი აღმატებულ ხარისხში მხოლოდ ერთ პარტიაზე  საუბრობს და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე მაქვს და ასევე სხვა პარტიებს აქვთ. რაცშეეხება სახელმწიფოებრივ მიდგომებს თუ პრიორიტეტებს, ეს არის საკითხები რაზე მსჯელობაშიც  ბიძინა ივანიშვილთან საათები მქვს გატარებული. შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს. მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი და დღეს ქართულ საზოგადოებას ეუბნება იმას, რომ თურმე მე ან რომელიმე „რესპუბლიკელს“ ილია ჭავჭავაძე ცუდ კაცად მიგვაჩნია. ეს არ არის სახელმწიფოზე ლაპარაკი, ეს არის ჭორების აყოლა, მე არ ვაპირებ ამაში გავყვე,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

შეგახსენებთ,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პოლიტიკურ პარტიებზე ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „რესპუბლიკურ  პარტიას“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და გამოკითხვებით, 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს. 

"რესპუბლიკურ პარტიას“ 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 16:32

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პოლიტიკურ პარტიებზე ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, „რესპუბლიკურ  პარტიას“ ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და გამოკითხვებით, 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს. 

”ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს ”რესპუბლიკურ პარტიას”.1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ - ”რესპუბლიკურ პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”.   კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო, ასეთი გამონათქვამები  ხშირად გვესმის მათგან. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას,”  - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში აქციის მონაწილეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 15:01

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე  მყოფ აქციის მონაწილეებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გაესაუბრა. 

ივანიშვილი აქციის მონაწილეებთან მას შემდეგ მივიდა, რა ყოფილი პრემიერის მისამართით,  ,,მშიშარა, გაიქცა! " - ამგვარ შეძახილებს სკანდირებდნენ. 

აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრემიერს   პენსიებთან დაკავშირებული დაპირებები სესახსენეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ ივანისვილს  შეახსენა, რომ მოსახლეობა პენსიის 250 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა. 
ივანიშვილი აქციის მონაწილეების განცხადებებს არ დაეთანხმა და მიმართა, მიაწოდონ კადრები, რომლებიც მსგავსი ტიპის დანაპირების გაცემას ასახავს.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური