ბიძინა ივანიშვილმა დაკუთარი არჩევანი დააფიქსირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 11:57

რამდენიმე წუთის წინ  საკუთარი არჩევანი საქართველოს  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა. ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე მისცა. ის არჩევნებზე მეუღლესტან და შვილთან ერთად მივიდა.

"ნაციონალები ვეღარ „იბლატავებენ,“ - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 13:41

”ნაციონალურ მოძრაობას” 5-10 თუ 15 დეპუტატი ეყოლება, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს ბობოქრობა და ანტაგონიზმი მორჩება. არ ვიცი ნაძარცვი რამდენი დარჩათ, მაგრამ ახალს ვეღარ იპარავენ და როდემდე ეყოფათ  არ ვიცი. ვპირდები საზოგადოებას, რომ საჩუქარს ახლა მიიღებენ, რასაც ვპირდებოდი. მე რომ ეს 4 წლის წინ მეთქვა, რომ ამას 4 წელი დასჭირდებოდა, ვერ გამიგებდნენ. საჩუქარი ის არის, რომ რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ისინი ვეღარ „იბლატავებენ,“ თავისი ადგილი ექნებათ,” - აღნიშნული განცხადება  საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

 

ამაზრზენია, როგორი გონორით ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 12:54

”ამაზრზენია ეს ყველაფერი, როგორი გონორით ესაუბრება ქალაქის სასამართლოს თავმჯდომარეს. მე მხოლოდ ამაზე გავაკეთებ აქცენტს, ბურჭულაძესთან საუბარი გაიხსენეთ,”- ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ,  ნიკა გვარამია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობენ.

"არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ივანიშვილი საქართველოს დატოვებს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 14:40

“რამდენიმე დღის წინ ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას ივანიშვილს არაფორმალური მმართველობა და უთხრა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ და გუშინწინ,”- ეს განცხადება "ნაციონალურ მოძრაობაში" საგანგებო ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვეს.

არ ვარ თანახმა, რომ ცალ კარში არტყას პენალტები, - უსუფაშვილის პასუხი ივანიშვილს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 11:20

"როდესაც ივანიშვილი ბრძანებს, რომ პინგ-პონგი არ უნდა, მე ვამბობ,  ცალ კარში თამაშზე არ ვარ თანახმა, რომ ცალ კარში არტყას პენალტები, ისე თითქოს არავინ და არაფერი არსებობს ამ ქვეყენაში და რომ კითხვაზე პასუხი არავინ გასცეს,"- ასე უპასუხა დავით უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ "რესპუბლიკელებს“ პინგ-პონგის თამაში უნდათ

უსუფაშვილის წერილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 11:08

დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 11 მარტს გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს, სადაც  საუბარია „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე:

”ბატონო ბიძინა, ბატონო გიორგი, 
ალბათ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ჩემი პრობლემური წერილებით, მაგრამ მაინც გწერთ და დარწმუნებული ვარ, რომ არ ვაჭარბებ პრობლემის დასმაში...
ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი და კომპლექსური კონსულტაციების შემდეგ, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტ-აპრილში შევთანხმდით, რომ კოალიცია საარჩევნო რელსებზე უნდა გადაგვეყვანა 2015 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რათა წელგამართული შევხვედროდით არჩევნებს. კოალიციის საყრდენად კი მოაზრებული იყო რეფორმირებული პარტია „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“, ცხადია, კოალიციაში სხვა სუბიექტების არსებობითაც. 
მრავალი მიზეზის გამო, პროცესი გაჭიანურდა და ნოემბერში დაისვა პრემიერის შეცვლის საკითხიც. ბუნებრივია, საარჩევნოდ გადაწყობის პროცესი უნდა დალოდებოდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას. გაჩნდა იმის შანსიც, რომ სწორედ ახალი პრემიერის პოლიტიკურ სცენაზე შემოსვლას დამთხვეოდა კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც. 
განვლილ ორთვენახევარში პრემიერის თითქმის მთელი დრო და ენერგია წაიღო უაღრესად საშურმა სამთავრობო საქმეებმა. პარალელურად კოალიციის დამფუძნებელმა გადაწყვიტა კოალიციურ-პოლიტიკურ-საარჩევნო საქმეებიდან მაქსიმალური დისტანცირება. შედეგად მივიღეთ გარკვეული ვაკუუმი კოალიციის პოლიტიკურ მენეჯმენტში და მიმდინარე პოლიტიკური პროცესიც და კოალიციის საარჩევნოდ გადაწყობის პროცესიც წარიმართა ძირითადად თვითდინებით, სხვადასხვა მხრიდან წამოსული თვითდამაზიანებელი ინდივიდუალური ინიციატივებით და კონტრ-ინიციატივებით. ეს მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სწორედ კონსოლიდაცია, დისციპლინა და მონოლითურ გუნდად წარმოჩენაა გადამწყვეტი მნიშვნელობის ამოცანა. 
დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი შეფასებით, ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან და ყოველდღე შეიძლება მივიღოთ ახალ-ახალი უკიდურესად დამაზარალებელი სიურპრიზები სხვადასხვა მხრიდან. გარკვეული გაგებით, დღეს მე ვეღარც მართალს ვხედავ ვინმეს და ვეღარც მტყუანს. ეს ის ვითარებაა, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს, იმიტომ, რომ ერთიანი გუნდის განცდა მინიმუმის ნიშნულზეა და „ყველა თავისას ცდილობს, რას ერჩი“... (სხვათა შორის, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი უნებურად სწორი ტაქტიკა გამოვიდეს - არჩევნებამდე დარჩენილი დროის ცაიტნოტის და „ფუტკრის აშლილი სკის“ სინდრომის ერთობლიობამ შესაძლოა სწრაფ და ეფექტურ დალაგებამდე მიგვიყვანოს...) 
ასეა თუ ისეა, 6-7 თვის დაგვიანებით, სასწრაფოდაა გადასაწყვეტი კოალიციის საარჩევნოდ დალაგების საკითხი და, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის ნომერი პირველი კოალიციური, სახელისუფლებო და სახელმწიფო ამოცანა. ცხადია, ამ საკითხში კოალიციის დამფუძნებელს და კოალიციის დღევანდელ ლიდერს ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვაც, ინიციატივაც და პასუხისმგებლობაც. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და შეწყვიტოთ კოლექტიური კოალიციური თვითდაზიანების პროცესი. საკითხს მრავალი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ასპექტი აქვს („ქართული ოცნების“ შიდა პარტიული რეფორმა, კოალიციის დღევანდელ თუ მომავალ პარტნიორებთან მიმართება, საარჩევნო შტაბი, კანდიდატები და ა.შ), მაგრამ ამ ეტაპზე მე მათზე ერთნაირი დოზით ვერ მექნება ვერც მოსაზრებები და ვერც ინიციატივები. მაგრამ ერთ კონკრეტულ ასპექტზე - „რესპუბლიკელებთან“ ურთიერთობაზე - ვალდებული ვარ დაუყოვნებლივ მოგმართოთ: 
• თუ ძალაშია შარშან აპრილში კოალიციის დამფუძნებელთან მიღწეული ზოგადი შეთანხმება, რომელიც დადასტურებული იქნა კოალიციის ლიდერის მიერ ერთი კვირის წინ, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და საჯარო აჟიოტაჟის გარეშე დავაკონკრეტოთ რას და როგორ ვგეგმავთ. 

• თუ რაიმე მიზეზის გამო ეს ზოგადი შეთანხმება აღარ არის ძალაში, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ისე გავიყაროთ, რომ ქვეყნის ინტერესებს რაც შეიძლება ნაკლები ვავნოთ. 
მე პირადად ეჭვი არ მეპარება თქვენს გულწრფელ სურვილში, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა, მაგრამ დღეს სხვა ინტერესების მქონე მოთამაშეები უფრო ქმნიან ამინდს. მაგალითად, ერთი კვირის წინ პრემიერთან შეხვედრისას შეჯერებული გეგმა და მესიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შემდეგ დღეებში სხვების აქტიურობით პრაქტიკულად გაშარჟდა...
ვხედავ, რომ ყოველი დაყოვნებული დღე უფრო და უფრო ართულებს შესაძლო შეთანხმებასაც და შესაძლო ცივილურ გაყრასაც. არც „ოცნება“ და არც „რესპები“ არ ვართ დაკომპლექტებული არც ანგელოზებით და არც ბისმარკებით. რაც ვიყავით ამ ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში, ისევ ის ვართ. მაგრამ ახლა ვითარება იმდენად დაძაბული და გაურკვეველია, რომ ყველა საჭიროდ მიიჩნევს თადარიგის დაჭერას უარესი სცენარისთვის. სხვადასხვა მხრიდან ამგვარი თადარიგების დაჭერებით კი მივექანებით სწორედ რომ ყველაზე უარესი სცენარისკენ - არჩევნებამდე არაცივილური გაყრისკენ. 
მე პირადად, არაცივილურ გაყრაზე და ქვეყნისთვის მის შედეგებზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, ერთმანეთს აცდენილმა და ერთმანეთისთვის დროზე ვერ ახსნილმა კეთილი განზრახვების ერთობლიობამ სწორედ აქ მიგვიყვანოს... მინდა გულწრფელად გითხრათ და მინდა იცოდეთ, რომ შექმნილ ვითარებაში მე პრაქტიკულად ამომეწურა დამბალანსებელ-მომრიგებელ-შემრიგებელ-გადამგორებლის რესურსი. 
ორივეს უმორჩილესად გთხოვთ, იმოქმედოთ დაუყოვნებლივ... თუ საჭირო გავხდი, შაბათს და კვირას თქვენს განკარგულებაში ვარ,” - აღნიშნულია დავით უსუფაშვილის წერილში, რომელიც მან  ”იმედის” ეთერში წაიკითხა

"ლეიბორისტებმა" ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრის პარალელურად აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 17:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრის პარალელურად, კახეთში  "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილი დანაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.

„ივანიშვილის განცხადება დაუსაბუთებელი, არაეთიკური და არაარგუმენტირებულია“ - ნინო ლომჯარია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 14:50

”სამართლიანი არჩევნების” წევრი, ნინო ლომჯარია არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექს-პრემიერის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან.


ნინო ლომჯარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას უწოდებს. 

”ძალიან რთულია ისეთი განცხადების შეფასება, რაც შეიცავს არაეთიკურ, დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ კრიტიკას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, როგორც ჩანს, ”ქართული ოცნება”, მათი მხარდამჭერები და რეალური ლიდერები ირჩევენ ასეთი ტიპის რიტორიკას განსხვავებული აზრის მიმართ. ამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაუსაბუთებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ეკა გიგაურის დაკავშირებაზე 26 მაისის აქციის დარბევასთან მაშინ, როდესაც უკვე 4 წლის წამოსული იყო სახელმწიფო სამსახურიდან, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში ყოფნა, თუნდაც ”პაგონების” მიღება, როდესაც შენ ემსახურები შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის განვითარებას, არამგონია იყოს დამაკნინებელი ან შეურაცხმყოფელი. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ ეს არის პატივი. თუკი ვინმეს მიმართ არსებობს კითხვის ნიშნები, თუნდაც მათი წარსული საქმიანობის მიმართ, მათი წარსული პოზიციების მიმართ, უმჯობესი იქნება ვისაუბროთ ფაქტებით, ვისაუბროთ არგუმენტებით და არა დაუსაბუთებელი ჭორებით და ინფორმაციებით. ჩვენ, არასამთავრობო სექტორი მზად ვართ, გვქონდეს ნერბისმიერ თემაზე დისკუსია მათთან და ვისაუბროთ არგუმენტირებულად, ვისაუბროთ ფაქტებით და არა ასეთი არაეთიკური გამონათქვამებითა და შეფასებებით”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

„ეს არის უღირს უზრდელობაზე პასუხი“ - თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 14:46

რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებს” პინგ-პონგის თამაში სურთ. ხიდაშელის თქმით, ამას არა ”პინგ-პონგი”, არამედ უღირს უზრდელობზე პასუხი ჰქვია.


”ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ“, - მიმართავს თინა ხიდაშელი ექს-პრემიერს.

„ახლა არსობრივად - ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს „ნაცმოძრაობა“ რომ არსებობს ეს აღიზიანებსო - ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ - პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს, ამისათვის კი, რაც საჭირო იყო, ჩემს 2012-2013 წლის email-ებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ”, - წერს თინა ხიდაშელი.

"მესამე სექტორი დაბინძურებულია" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 13:28

მესამე სექტორი დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის იქ, - ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის კრიტიკას წინასაარჩევნოდ კადრების გავრცელების თაობაზე.

  „რომელი მესამე სექტორი?! ის მესამე სექტორიც ხომ დასვრილი და დაბინძურებულია. სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და გარყვნეს, ისეთ ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად. ალბათ, „პაგონებიანმა“ გიგაურმა თქვა. იქ ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო „პაგონები“ მაგ დროს - მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური