"ხომ მოიყვანეთ მილიარდერი, გეშველათ?“ - რატომ არ დააპატიმრეს ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 ივლისი 2017 23:18

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2012 წელს მას ჰქონდა რესურსი, რომ ყოფილი პრეზიდენტი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქვეყნიდან გაესახლებინა, რადგან მას რუსეთი აფინანსებდა.

„ჩვენ გვქონდა რესურსი, რომ ივანიშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, გაგვესახლებინა ქვეყნიდან, რა გზასაც მან მიმართა ჩემ მიმართ. ან დაგვეპატიმრებინა, მასთან მიმართებაში 100-ჯერ მეტი საფუძველი არსებობდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მან ხალხის არჩევანს პატივი სცა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უმრავლესობაში და ხელისუფლებაში მყოფი პირები ღიად გააკრიტიკა და თქვა, რომ "საქართველოში არის ერთი რუსი ოლიგარქი რომელსაც პასუხისმგებლობა არა აქვს".

 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ყველა ცვლილება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული.

"ხომ მოიყვანეთ მილიარდერი, გეშველათ? მილიარდერი იმიტომაა მილიარდერი, რომ ყოველთვის თავისთვის უნდა დიდი ფული"- თქვა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანში" და ივანიშვილი მისი ბიზნესის გაფართოებით დაკავებაში დაადანაშაულა.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ომის თავიდან აცილების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

 

,,2008 წელს რაც ვერ აისრულა რუსეთმა, ის აისრულა 2012 წელს"-აცხადებს სააკაშვილი.

რას ამბობს ივანიშვილი მის ჯანმრთელობაზე ატეხილ მითქმა-მოთქმაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 23:56

"რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი"

"განგებ არ ჩნდება, დედას გეფიცებით! უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან ხალისობს!"


რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და თითქოს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
მიუხედავად იმისა, რომ მისმა ვაჟმა ბერა ივანიშვილმა ამის შესახებ განცხადება გაავრცელა და ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. აცხადებს ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობარი, ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე: 

- ჭორი როგორ არ გამიგია, შეიძლება ათასი რამ ითქვას, 

 

მაგრამ ამისთვის მცირე საფუძველი მაინც ხომ უნდა არსებობდეს! ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ყველამ იცის როგორი ცხოვრების წესიც აქვს და საიდან მოიგონეს ბიძინას ავადმყოფობა, მართლა ვერ ვხვდები... დღეს პირადად ვესაუბრე და ძალიან ბევრიც ვიცინეთ! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო…. ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

ყველაფერს აქვს საზღვარი! ჩვენც ვიყავით ოპოზიციონერები, გაბრაზებულები, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არ ვკადრულობდით! ჩვენ თავს არ ვაკადრებდით, რომელიმე მათგანი თუნდაც ცუდადაც რომ გამხდარიყო, ამაზე გვექილიკა! თავი აქვთ დაკარგული და აღარ იციან რა მოიმოქმედონ! ნამდვილად არ გამიხარდებოდა მიხეილ სააკაშვილს ინსულტი რომ დამართნოდა და ამაზე არ ვიქილიკებდი... ჩვენ ბევრად უფრო თავმოყვარე ოპოზიცია ვიყავით! 

- ერთ-ერთი სასულიერო პირი წერდა, რომ გასული დღეების განმავლობაში ჭორვილაში ნახა ბიძინა ივანიშვილი... 
- დიახ, სწორი იქნება, რადგან ბიძინა ჭორვილაში ძალიან ხშირად ჩადის! იქ მოხუცი დედა ჰყავს, რომელიც უკვე 96 წლისაა და გასულ წელს თავს ცუდად გრძნობდა. ეს ისეთი ოჯახია, სადაც ერთმანეთს ძალიან უფრთხილდებიან! 

ეს ამბავი რომ გავრცელდა, მეგობრები ისტერიულად მირეკავდნენ, შეშინებულები მეკითხებოდნენ და ვაწყნარებდი, რადგან იცოდნენ ყველაზე სანდო წყარო მე ვიყავი... 

- იმასაც ამბობენ თუ კი კარგად არის, რატომ თვითონ არ ჩანს არსადო...

განგებ არ ჩნდება, დედას გეფიცებით! უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან ხალისობს! აუცილებლად გამოჩნდება, როცა საჭიროდ ჩათვლის! ადამიანს თითიც არ წამოტკივებია და მეტი რაღა უნდა გითხრათ!

წყარო; კვირის პალიტრა 

,,შვილისშვილის ავადმყოფობა მოიგონე... და ივანიშვილის სახელით, კალაძის შანტაჟს და ფულის ახევას აპირებდი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 13:29

,,ველოდი,მაგრამ მეგონა არ იკადრებდი! „- ,,ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილს შანტაჟსა და ფულის გამოძალვის მცდელობაში ამხელს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

,,მესმის ბოღმა გახრჩობს, ორი წელია სარფიანი სამსახური დაკარგე. ახლა დათოს პატიმრობის მომენტში გადაწყვიტე ანგარიშსწორება.

თავის დროზე იმიტომაც არ გამოვფინე შენი ბინძური თეთრეული, დედა ხარ და შვილი დავინდე.

მეუბნებოდა ნუგზარ ფოფხაძე არ მიიღო სამსახურში, თავბედს გაწყევლინებსო და არ დავუჯერე.

ეს ის შემთხვევაა, როცა ღორის წინ მარგალიტი არ უნდა დაყარო:

ორი წინადადებით გიპასუხებ:

1.შენ ხარ ადამიანი რომელმაც შვილისშვილის ავადმყოფობა მოიგონე, რომ ჩემთვის ფული გამოგეძალა (არ მიბრუნებ დღემდე)

2.შენ ხარ ადამიანი რომელიც"ქრონიკა+"-ის და რატომღაც ბიძინა ივანიშვილის სახელით კახი კალაძის შანტაჟს და ფულის ახევას აპირებდი.

პროკურატურა როცა დამიძახებს,მივიტან ყველა მასალას !!!!

პოლემიკას არ ვაპირებ,შენ ამ თამაშში პაიკი ხარ-ჩემი ს ამიზნე სოსო გოგაშვილია !!!

p.s. ჩემი შვილის ფარისევლურ მოკითხვებს შეეშვი-ტეხავს ორმაგი სტანდარტი !

ნანას სახლში მაგიტომ ეპატიჟებოდი რომ მერე ის დაგეწერა მეხვეწებიან რამესო ?!

ორი წლის მერე გაგახსენდა მასალები ?! გუშინწინ არ მეუბნებოდი მამაცას ვუთხარი სტრიქონს არ მიცვლიდა ელისოო ?!

სადამდეც შენმა სინდისმა გაგიშვას,იქამდე გაიწიე-შენი არჩევანია !!!!

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პალმის ხე ტრანსპორტირებისას გადმოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 10:49

პალმის ხე, რომელიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, აგარაკზე დასარგავად გადაჰქონდათ ტრანსპორტირებისას გადმოვარდა. შემთხვევა ფოთში, ნაბადას უბანში გვიან ღამით მოხდა. ფაქტმა ავტოსაგზაო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ხე, შეფუთულ მდგომარეობაში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელზე იყო დამაგრებული. სავარაუდოდ მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც მისაბმელი ამოტრიალდა.

პალმის ხე ბიძინა ივანიშვილმა არგენტინაში შეიძინა და ის ფოთის პორტში შემოიტანეს, საიდანაც შეკვეთილში უნდა გადაეტანათ.

დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 13:37

ამ წუთებში კანცელარიიდან ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

ისინი გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, შენობაში შემავალი კონტრაქტორი კომპანიების, ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხისმგებლობაც იკვეთება.

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია. 

ივანიშვილის ხის გამო სარკინიგზო მიმოსვლა 1 საათით შეჩერდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 14:07
ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადარგვის პროცესი გრძელდება.100 წლოვანი ჭადრის გადატანის გამო ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა 1 საათით შეჩერდება. ხე ბუკნარიდან ჩაქვამდე სატვირთო ავტომობილებით გუშინ გვიან ღამით მიიტანეს.

„პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:47

„პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი. მას არც დაუმალავს, რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მის ნაცვლად პოლიტიკურ ველზე ორი ღიად პრორუსული პარტიის გაჩენა იყო. ახლა მათ ეს შეასრულეს. შეიყვანეს ( პარლამენტში - შენიშვნა „სასაზღვრო ზონა“) ერთერთი ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.ყველამ იცის, რომ მთავრობა დაეხმარა პრორუსულ „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლაში.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:22

"დაკნინებულად ვაფასებდი ნაციონალურ მოძრაობას,“- ეს განცხადება ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" იტყობინება.

ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ ქართველი ხალხის აზრი.

„ჩვენ ვატარებდით კვლევებს და ვიცოდით ხალხის აზრი, ნახეთ როგორი სიზუსტით მართლაც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, თითქმის, ძალიან დიდი სიზუსტით გავაკეთე სტატისტიკა, რამეთუ კვლევებს ვატარებდი სტაბილურად. ერთი შეიძლება გადაჭარბებულად, ამაღლებულად, დაკნინებულად ვაფასებდი "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა აქაც, დაახლეობით, ვიცოდით, რომ მეორე ადგილი უნდა აეღო "ნაციონალურ მოძრაობას",“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ყოფილი პრემიერის თქმით, მან საქართველოს სწორ მომავალს მისცა ხმა.

"კარგი არჩევანი გავაკეთე" - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:21

საქართველოს ექს-პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების მეორე ტურზე ოჯახთან ერთად მივიდა. ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა. 

”კარგი არჩევანი გავაკეთე. არ შეიძლება მემგონი გვარის თქმა. რა თქმა უნდა,
ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს. ამ მხრივ გავაკეთე არჩევანი, - განაცხადა ივანიშვილმა. 

უდიდესი ნაწილი აზრიან არჩევანს გააკეთებს, - ბიძინა ივანიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 12:58

„ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს," - აღნიშნული განცხადება ხმის მიცემის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის განცხადებით, მან ხმა თავისუფლების, სწრაფი განვითარებასა და კეთილდღეობას  მისცა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური