საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს დახურვას გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 დეკემბერი 2017 09:34

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (1 არხი) ევროპის ბიუროს ხურავს, ამ ინფორმაციას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს, რომელიც მრავალი წელია არხზე ევროპის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოვლენას აშუქებს.

,,სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს, ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“ - წერს ქეთევან ქარდავა.

ქეთი შენგელია: საქართველოს უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი უნდა განვითარდეს

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 26 თებერვალი 2017 10:45

პროგრამა „შემოქმედებითი საქართველოს“ ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში ქეთი შენგელია ორგანიზაციის წინაშე მდგარი მთავარი ამოცანებისა და ასევე იმის შესახებ საუბრობს, თუ რა არის საჭირო გრანტის მისაღებად განაცხადის სწორად წარსადგენად და რა სიძნელეებს აწყდება მუშაობისას ბიურო დღეს.  

პოტენციალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ

პროგრამის ერთ-ერთი მიზანი  — ეს კულტურის, კრეატიული და აუდიოვიზუალური სექტორების განვითარების მხარდაჭერაა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პროგრამის წევრობა, რათა ჩვენს კულტურულ და შემოქმედებით სფეროებსა და მათ წარმომადგენლებს ევროპულ ორგანიზაციებთან მუშაობის შანსი ჰქონდეთ — მათთან ერთად განვითარებისა, მათგან სწავლისა, გამოცდილების გაზიარებისა და რაიმე ახლის ერთობლივად შექმნისა.

ვფიქრობ, სწორედ ესაა პროგრამის მიზანი — დაგვანახოს, რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ქვეყანას კულტურის განვითარებისთვის.  

საქართველოს შემოქმედებით და კულტურულ სფეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს არის როგორც კრეატიული ინდუსტრია, ისე ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება თუ სხვა მიმართულებები. პოტენციალი არსებობს ყველა დარგში და საჭიროა მათი განვითარება.

მაგრამ ამ პროცესს ართულებს ის, რომ ყველას არ ესმის კულტურის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ადამიანების უმრავლესობას არ აქვს ინტერნაციონალურ დონეზე მუშაობის გამოცდილება. ვიღაცას ეშინია პასუხისმგებლობის აღება, ხოლო ვიღაცას არ სურს ცვლილებები.  მაგრამ იმავდროულად არსებობს დიდი ინტერესიცა და ორგანიზაციები თუ შემოქმედებითი მოღვაწეებიც, რომლებსაც კარგი პროექტების რეალიზაცია სურთ.

ის რომ საქართველო „შემოქმედებითი ევროპის“ ნაწილი გახდა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ქართულ ორგანიზაციებს კულტურის სფეროში ევროპელ კოლეგებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა გაუჩნდათ. ისინი უკვე განაცხადების მომზადების პროცესში თანამშრომლობენ და ფიქრობენ, როგორ განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა.

აქტიურობის დონე საქართველოში

როდესაც საქართველო პროგრამაში ჩაერთო, დიდი ბუმი დაიწყო. მაგრამ როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეიტყეს, რომ დაფინანსების მისაღებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აუცილებელი, რომ საჭირო იყო განვითარება და პოტენციალის გაძლიერება, ინტერესი შესუსტდა.

თუმცა განაცხადების რაოდენობა გამუდმებით იზრდება. 2015 წელს შვიდი პროექტი გვქონდა, ხოლო 2016 წელს ორჯერ მეტი განაცხადი შემოგვივიდა. ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე, მაგალითად, სლოვენიისა, რომელიც დღეისათვის პროგრამის ერთ-ერთი ლიდერია. რაღაც შედეგებამდე რომ მისულიყვნენ, მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ. ჩვენ კი უკვე შვიდი პროექტი გვაქვს, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს.

დღეისათვის რამდენიმე ორგანიზაცია ამზადებს პროექტებს, რათა 2017 წელს წარადგინოს ისინი. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ვისურვებდით, რომ მონაწილეებიცა და პროექტებიც კიდევ მეტი იყოს.

პირველი ნაბიჯები

მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ პროექტის შემუშავებისა და მის დასაფინანსებლად განაცხადის წარდგენისას — ეს ისაა, რომ უნდა შეისწავლოთ პროგრამის მიმდინარე პრიორიტეტები. თუ დაინტერესებულ ორგანიზაციას არ შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მას ყოველთვის შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბიუროს, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ინდივიდუალური კონსულტაციებიც არის.

პირველი ნაბიჯი — გაიაზრეთ, გაქვთ თუ არა კარგი იდეა, გაქვთ თუ არა პროექტის საინტერესო და კარგად მომზადებული, გონივრული კონცეფცია. ამის შემდეგ, მიუხედავად საკუთარი ძალების რწმენისა, მაინც უნდა გაიაროთ კონსულტაცია „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროს წარმომადგენელთან.

ჩვენ ვსწავლობთ სხვადასხვა ორგანიზაციების წინადადებებს და ვურჩევთ მათ,  ღირს თუ არა ამა თუ იმ პროექტის განსახილველად წარდგენა. თუ პროექტი პროგრამის პრიორიტეტებს შეესაბამება, ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ პარტნიორების მოძებნაში, რათა პროექტი განხორციელდეს.

ერთობლივი მუშაობა გრანტის მისაღებად

ქვეპროგრამა „კულტურა“ დაფინანსების ოთხ სქემას ითვალისწინებს: ლიტერატურული თარგმანები, თანამშრომლობის პროექტები, ევროპული პლატფორმები და ევროპული ქსელები.

ლიტერატურული თარგმანები — ეს დაფინანსების ერთადერთი სქემაა, რა დროსაც ორგანიზაციებს არ სჭირდებათ პარტნიორები სხვა ქვეყნებში, მათ თავად შეუძლიათ განაცხადის წარდგენა. ყველა სხვა შემთხვევაში პროექტს, სულ ცოტა, სამი პარტნიორი უნდა ჰყავდეს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროგრამის მონაწილე ქვეყნებში არსებობს „შემოქმედებითი ევროპის“ ბიუროები, გვაქვს საკუთარი სოციალური ქსელი და ვცვლით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ორგანიზაციებს სად, რომელ ქვეყანაში სურთ ამა თუ იმ პროექტის რეალიზაცია.

მაგალითად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციას საქართველოდან პროექტის რეალიზება და განაცხადის წარდგენა სურს. ისინი ამ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნების  კულტურის სფეროში ავრცელებენ, რის შემდეგაც  თავად კულტურის წარმომადგენლები უკავშირდებიან ერთმანეთს და პროექტის ერთობლივად შემუშავებას იწყებენ. 

იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მათ აქვთ პროექტი და ეძებენ ორგანიზაციას საქართველოდან კლასიკური მუსიკის სფეროში. ამ დროს მე შემიძლია პირდაპირ დავაკავშირო ისინი კონსერვატორიასთან ან კლასიკური მუსიკით დაკავებულ სხვა ორგანიზაციებთან. ესეც ბიუროს ერთ-ერთი ფუნქციაა.

ფინანსირების პირობები

პროგრამა განსახილველად იღებს განაცხადებს ორგანიზაციებისგან და არა ფიზიკური პირებისგან. ამიტომ მხატვარს, მწერალსა თუ შემოქმედებითი იდეის ავტორს არ შეუძლია საკუთარი სახელით წარმოადგინოს პროექტი. მას შეუძლია, თავად და ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად, შექმნას საამისოდ ორგანიზაცია.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: ან ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება,  ან დაინტერესებულ პირს შეუძლია გახდეს პროექტის მენეჯერი უკვე არსებულ ორგანიზაციაში. იდეის რეალიზებისთვის უნდა მოსინჯოთ ერთად მუშაობა და თანაც, შესაძლოა რამდენიმე ორგანიზაციასთანაც კი.

უნდა გახსოვდეთ, რომ „შემოქმედებითი ევროპა“ არ გამოყოფს 100%-იან დაფინანსებას. პროგრამის ყველა სქემა ნაწილობრივ თვითდაფინანსებაზეა დაფუძნებული.

მაგალითად, თანამშრომლობის თემაზე პროექტების ფარგლებში პროგრამა თანხის 60%-ს გამოყოფს, ხოლო დანარჩენი 40 პროცენტი თავად ორგანიზაციამ უნდა დაფაროს ან სხვა სპონსორისგან მიიღოს. სწორედ ეს — დამატებითი დაფინანსების  მოძიების მომენტია ამ ეტაპზე საქართველოში რული, და არა მარტო საქართველოში.

ენობრივი ბარიერი

საქართველოში დღემდე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება ინგლისური ენა. სამწუხაროდ, ინგლისური ენის ცოდნის დონე აქ დაბალია.

შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელთა უმრავლესობას შორის ინგლისურის არცოდნა სირთულეებს ქმნის.  თუ ადამიანი სხვადასხვა შეხვედრებში, პრაქტიკულ სემინარებსა და ვორქშოფებში მონაწილეობას ღებულობს, ინგლისური ენა უნდა იცოდეს.

სირთულეები იქმნება ინგლისურ ენაზე დოკუმენტაციის შედგენისას და ასევე სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ-კურსების გავლისას.  

შემოქმედებითი ჰაბების როლი

საქართველოში დღეს მხოლოდ იქმნება შემოქმედებითი ჰაბები — Creative hubs. ეს ისეთი ადგილებია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარ-ურთიერთობა, იდეების გაზიარება, ერთობლივად რაღაც ახლის შექმნა. 

დღეს შემოქმედებით ჰაბებში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობს, უფროსი ასაკის ადამიანები მიჩვეულები არ არიან ამას, მათ არ იციან, რა არის ჰაბი და არ ესმით მისი მიზნები. თუმცა ვფიქრობ, რომ, როგორც კი ასეთი გაერთიანების პოტენციალს დაინახავენ, ისინიც შეუერთდებიან მას.

შემოქმედებითი ჰაბების მუშაობაში ჩასართავად ყველა უნდა მივიზიდოთ, რათა საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ნაწილი დაინტერესდეს ამით.

პროგრამა „შემოქმედებითი ევროპისთვის“ აუდიტორიის ზრდა-განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალ აუდიტორიაზე გასვლას, არამედ   უკვე არსებულთან თანამშრომლობის განვითარებას, ახალი ერთობლივი პროდუქტების შექმნას, შემოქმედებით პროცესში ჩართულობის ამაღლებას.

საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანების პროგრამით დაინტერესება და მათი ჩვენს ღონისძიებებზე მიზიდვა. ამ სფეროში აქტიურად მომუშავე ადამიანებმა ამის შესახებ იციან. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ახალი სახეები მოვიზიდოთ.

ქართული მედიასაშუალებები აქტიურად რომ აშუქებდნენ, რა ხდება კულტურის სფეროში, მეტ ინფორმაციას იძლეოდნენ არა მარტო „კრეატიული ევროპის“, არამედ საქართველოში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების კუთხით სხვა პროექტების შესახებაც, ძალიან კარგი იქნებოდა. 

აღვნიშნავ, რომ კულტურის სამინისტრო ძალიან დაინტერესებულია შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის განვითარებით საქართველოში და აქტიურად უწყობს ხელს საზოგადოებამდე აუცილებელი ინფორმაციის მიტანას.

„შემოქმედებითი ევროპა“  იმაზეც მუშაობს, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რა შეუძლია გააკეთოს შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიას ქვეყნის განვითარებისთვის და ეხმარება ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ სფეროში, კიდევ უფრო წარმატებულები გახდნენ, გავიდნენ საერთაშორისო დონეზე.

ვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისში „შემოქმედებით ევროპაზე“ ბევრად მეტი იციან, ვიდრე ქვეყნის რეგიონებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა ბევრადგართულებულია და ისე აქტიურად არ სარგებლობენ ინტერნეტით.

2017 წელს საინფორმაციო ტურნეს ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით, ვაპირებთ საზოგადოებასთან შეხვედრების გამართვას და მათთან პროგრამის შესახებ — მის შესაძლებლობებსა და პრიორიტეტებზე საუბარს.

ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთი ასეთი შეხვედრა ბათუმში და ძალიან გახარებულები დავრჩით იმით, რომ აუდიტორია უფრო აქტიური გამოდგა, ვიდრე თბილისში და დიდი ინტერესი გამოავლინა  პროგრამის მიმართ.

აუდიტორიას დრო სჭირდება იმის გასააზრებლად, რას უნდა ელოდოს პროგრამისგან და როგორ უნდა ჩაერთოს მასში. სწორედ ამ პროცესის გასააქტიურებლად ვაწყობთ კონფერენციებს, დისკუსიებს, ვორქშოფებს და შემოქმედებით სემინარებს.  ასეთი ღონისძიებები — განსაკუთრებით, თუ მათში ექსპერტები და სხვა ქვეყნების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ — საქართველოს წარმომადგენლებს აძლევს მაგალითს, რა გზას უნდა გაყვნენ. 

ქეთი შენგელია 

აღსრულების ეროვნული ბიურომ 2016 წელს 200 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გასცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 17:31

აღსრულების ეროვნული ბიურო საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახურმა 200 ათასამდე სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
• შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 150 528 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
• პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 46 172 მოქალაქეს; 
• პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტის მიღებულ 818 კითხვას.
სამივე მონაცემი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით უფრო მაღალია.
2016 წლის პირველ კვარტალში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ, ასევე განხორციელდა შემდეგი სახის აქტივობები: 
• მიღებული იქნა 74 072 ერთეული კორესპონდენცია;
• განცხადებაზე საპასუხო წერილების რაოდენობამ შეადგინა 1 780 ერთეული;
• ტერიტორიული ბიუროებიდან გადმოგზავნილი იქნა 5 355 საქმე; 
მოვალეთა რეესტრიდან გაიცა 83 ცნობა;
• გაიცა 73 საჯარო ინფორმაცია;
• საიტზე გამოქვეყნდა 45 784 ერთეული საჯარო შეტყობინება და საჯარო ინფორმაცია;
დაარქივდა 47 090 საქმე;
• არქივიდან გაიცა 2 884 ასლი და საქმე.
ჯამში, 2016 განმავლობაში საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის მიერ განხორციელდა 459 247 აქტივობა.
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ბიუროს ოფისს, ასევე დარეკოს ცხელ ხაზზე (032) 2 749 649 ან მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე JLIB_HTML_CLOAKING . აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიტიკა, დავების მორიგებით დასრულებაა.

ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 18:11
პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ბიუროს სხდომის დანიშვნა ერთმა კონკრეტულმა საკითხმა განაპირობა, რომელსაც კანონით დადგენილ ვადებში განხილვა სჭირდება. მისივე თქმით, უცნაურია, რომ ბიუროს სხდომას არ ესწრება ორგანიზებულად არა მხოლოდ უმცირესობა, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის ვითარებაშია, არამედ უმრავლესობაც, გარდა რამდენიმე დეპუტატისა. „როგორც გავარკვიე საორგანიზაციო დეპარტამენტში, რაიმე შეტყობინება იმის თაობაზე, ვინ რატომ არ გვესწრება არ შემოსულა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ წინა კვირას გვქონდა შეხვედრა ბატონ გია ვოლსკისთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, რომელთან ერთადაც გავიარეთ ის საკითხი, რაზეც დღეს უნდა შევკრებილიყავით და შევჯერდით, რომ სწორედ დღეს, ბიუროს სხდომა მოგვეწვია. ასე, რომ საქმის კურსში იყო ყველა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ბიუროს სხდომას ვერ ჩავატარებთ, იმიტომ, რომ კვორუმთან ახლოსაც კი არ ვართ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, 15:00 საათზე ბიუროს სხდომის დანიშვნის შესახებ.

ბიუროს სხდომა საკრებულოში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 22 ივლისი 2016 17:40

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართასადაც დეპუტატებმასაკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კომისიების სხდომებზე შეთანხმებულისხვადასხვა საკითხები განიხილეს
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა
წარმოდგენილი საკითხები საკრებულოს წევრებმა  ბიუროს სხდომამდე ურბანულიდაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობისგანათლებისა და კულტურისჯანმრთელობისდაცვისა და სოციალურ საკითხთაგარემოს დაცვისიურიდიულ საკითხთასახელდებისა დასიმბოლიკისასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე განიხილეს.

საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 16:10

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და კომისიების სხდომებზე შეთანხმებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებზე განხორციელდა.

პარლამენტის ბიუროს სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 17:54

მომავალი სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს წევრებმა დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.

პლენარულ სხდომებზე განსახილველად დღის წესრიგით ორმოცდაათამდე საკითხია გათვალისწინებული. 
გარდა ამისა, დღის წესრიგს დაემატა ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც ბიუროს გადაწყვეტილებით, შეაბამის კომიტეტებს გადაეცათ განსახილველად და სხდომისთის მოსამზადებლად.

ბიუროს წევრთა მხარდაჭერით გადაწყდა მთავრობის ინიციატივით შემოსული „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. წარმოდგენილი კანონპროექტით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის ზოგადი წესი განისაზღვრება.

ინიციატორთა განმარტებით, დაჩქარებული განხილვის საჭიროება საკითხისადმი ოპერატიული ღონისძიებების დროულად გატარების აუცილებლობამ წარმოშვა.

საკანონმდებლო ინიციატივებს შორისაა ასევე კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან დათხოვნილი პირების კომპენსაციის გაანგარიშების წესს განსაზღვრავს.

ბიურომ რამდენიმე კანონპროექტის ვადის გადაწევასაც დაუჭირა მხარი.

ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. ბიურომ დღესვე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარული სხდომა, 17 თებერვალს, 13 საათზე გაიმართება.

ბიუროს სხდომაზე ფარულ პატრულირებაზე და 100 ქულიან სისტემაზე იმსჯელებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 11:12

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ დეპუტატები დღეს ბიუროს სხდომაზე.

დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დაწყება ინსპექტორსაც შეეძლება. ეს იქნება ახალი თანამდებობა, რომლის შემოღებასაც კანონპროექტი ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, უქმდება უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებიც და იზრდება მოსამართლეთა რაოდენობა.

დეპუტატები, ასევე იმსჯელებენ შს სამინისტროს ინიციატივაზე, რომელიც სამთო პატრულის შემოღებას გულისხმობს. რაც შეეხება ფარულ პატულირებას და 100 ქულიან სისტემას, დეპუტატები ამ საკითხების განხილვისთვის დამატებით დროს მოითხოვენ. 

პარლამენტის ბიუროს სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 13:58

ბიუროს სხდომაზე დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. დღის წესრიგიდან უმცირესობის წინადადების საფუძველზე ამოიღეს საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი სამართლისა და სიძულვილის ენის შეწყვეტის, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისადმი სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული პირებისათვის აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის თაობაზე“.

უმცირესობის წარმომადგენლის, სერგო რატიანის თქმით, ეს საკითხი აღარ არის აქტუალური. „დაკავებული პირები აღარ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. ჩვენ სწორედ ამას მოვითხოვდით. ამიტომ შეგვიძლია, ჩვენი მოთხოვნით, დღის წესრიგიდან მოვხსნათ ეს საკითხი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხთა დიდი ნაწილი გასული წლის საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარულ სხდომებზე უნდა განხილულიყო, თუმცა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების გამო, მათი განხილვა ვერ მოხერხდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელი პლენარული სხდომა განცხადებებით დაიწყება, რომელიც ტრადიციულად ოთხშაბათს ტარდება, მაგრამ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამო პარასკევისთვის გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განმარტებით, განცხადებების ნაწილი ნახევარსაათიან რეჟიმში წარიმართება.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 14:34

საგაზაფხულო სესია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიხსნა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს პარლამენტი იწყებს მუშაობას საგაზაფხულო სესიის რეჟიმში.“

ბიუროს წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულისაკითხები განიხილეს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, 3 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. „რეგლამენტი აზუსტებს ამ საკითხის გამართვის პროცედურებს, მათ შორის იმას, რომ საკითხი იხილება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, როგორც წესი. წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ეს არ იყო ხოლმე დაცული. ამჯერად კი მოხერხდა პარლამენტის, პრეზიდენტის, საქმეში ჩართული სხვა პირებისა და ორგანოების მონდომებით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლების ფორმატზე. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრებით, ფორმატი პოლიტიკური დებატების ფორმატით უნდა გაგრძელდეს. გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ იმ დეპუტატებსაც უნდა მიეცეთ გამოსვლის საშუალება, რომლებიც გაერთიანებული არ არიან რომელიმე ფრაქციაში.

უმრავლესობის წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის ფორმატით უნდა გაგრძელდეს. „შარშან და შარშანწინ ფრაქციების გამოსვლის რეჟიმში მოვუსმინეთ ჩვენ პრეზიდენტის მოხსენებას. გთავაზობთ, ისევ იმავე რეჟიმში მოვუსმინოთ პრეზიდენტს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს გამოსვლების ფორმატის თაობაზე უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ დასმულ ორი წინადადებას. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო განხილვა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე გადაწყდა, რომ თითოეული ფრაქციის გამოსვლის ხანგრძლივობა იქნება 15 წუთი. 
პარლამენტის სხდომა ხვალ, 3 თებერვალს, 14 სთ-ზე დაიწყება. „გთხოვთ, მივიღოთ ზომები იმისათვის, რომ პარლამენტი იყოს შეკრებილი ამ დროისთვის და სათანადოდ დავხვდეთ პრეზიდენტს და სხვა სტუმრებს, ვინც მობრძანებას გადაწყვეტს“, - მიმართა დეპუტატებს დავით უსუფაშვილმა.

დღესვე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს ოთხშაბათის ტრადიციული განცხადებების ნაწილის გამართვის თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი 1 თვის განმავლობაში არ შეკრებილა და განცხადებების გასაკეთებლად საკითხები დაგროვდა, დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს შესთავაზა, ნაცვლად ოთხშაბათისა, განცხადებების ნაწილი პარასკევს, 5 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ნახევარსაათიან რეჟიმში გაიმართოს.

ბიუროს სხომაზე იმსჯელეს, აგრეთვე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონპროექტებზე. დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი დეკემბრის ბოლოდან პლენარულ სხდომებზე არ შეკრებილა, რის გამოც პლენარულ სხდომაზე განსახილველი ბევრი საკითხი დაგროვდა. მისი განცხადებით, მიმდინარე კვირაში კენჭს უყრიან იმ საკითხებსაც, რომელთა კენჭისყრა დეკემბრის თვეში ვერ მოესწრო.

დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ერთი ბიუროს სხდომა საპარლამენტო დელეგაციების ანგარიშებისა და გეგმების მოსასმენად შეიკრიბოს. „საპარლამენტო ასამბლეებში ჩვენი დელეგაციების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობა არ არის, რადგან შუქდება ეს ყველაფერი, მაგრამ ამ თემას, იქნებ, ბიუროს ერთი სხდომა დავუთმოთ და მოვისმინოთ არა მხოლოდ ანგარიშები, არამედ გეგმები. მოვისმინოთ, პარლამენტის ამ მოწვევის დარჩენილ ვადაში რა პრიორიტეტები გვაქვს ამა თუ იმ დელეგაციებს სხვადასხვა მიმართულებით. მოვიფიქროთ ფორმატი“, - მიმართა ბიუროს წევრებს დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 3 თებერვალს პარლამენტი მუშაობას პლენარული სხდომით დაიწყებს, ხუთშაბათს, 4 თებერვალს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, ხოლო პარასკევს 5 თებერვალს, დილით ჩატარდება ბიურო, რომელზეც დაზუსტდება პარასკევის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური