PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 14:32

დღეიდან, 26 ნოემბრიდან PSP-ს გრანდიოზული გათამაშების ბილეთების გაცემა დაიწყო.  გათმაშებაში კვლავ უპრეცედენტო პრიზი  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან”, გარემონტებული ბინა თბილისში, საბურთალოზე და 25000 ლარია. გათამაშებაში ჩართვის პირობა კვლავ ძალიან მარტივია: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარბელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს.

საქართველოს გათამაშებების ისტორიაში უპრეცედენტო პრიზის  „10 წელი 1000ლარიანი ხელფასი PSP-სგან” პირველი იღბლიანი მფლობელი PSP-ს  4 ნოემბრის გათამაშებაში უკვე გამოვლინდა.

10 წელია პსპ-ს გათამაშება ასეულობით ადამიანის სიხარულის ისტორიად იქცა. შეუერთდით პეესპეს გამარჯვებულებს! შექმენით თქვენი სიახარულის ისტორია!

„PSP მუდმივად იკვლევს მომხმარებლის ინტერესს, როგორც სააფთიაქო პროდუქციასთან, ასევე პრიზებთან დაკავშირებით, რისი დასტურიც საქართველოს გათამაშების ისტორიაში უპრეცედენტი პრიზი - 10 წელი 1000 ლარიანი ხელფასია. ამიტომ ახალი გათამშების პრიზებში კვლავაც 10 წლის მანძილზე 1000 ლარინაი ხელფასი, გარემონტებული ბინა და 25000ლარიანი პრიზებია. ჩვენ კვლავ ვაგრძლებთ მომხმარებლის ინტერესების შესწავლას და კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ მოამავალში“- აცხადებენ PSP -ში.

PSP -ს გათამაშება უკვე 10 წელია გამარჯვების და სიხარულის ისტორიებს ქმნის: გამოვლინდა 48 ახალთ-ახალი ავტომობილის, მთელი წელი 2000 ლარიანი ხელფასის - 10 და ბინის - 11 იღბლიანი მფლობელი, 149 ოჯახს კი PSP -სგან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 11:02

ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეტის ფასი  40 ლარიდან 300 ლარამდეა. tkt.ge -ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 40 ლარი ღირს ზონა B, 100 ლარი - ოქროს ზონა, 200 ლარი - VIP (B), 300 ლარი - VIP (A). 
ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტი 7 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საოცრებათა მოედანზე, Check In Georgia -ს ფარგლებში გაიმართება. 

Maroon 5-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 25 აპრილიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 08 აპრილი 2016 11:43
„საქართველო! 7 ივნისს ჩვენ ჩამოვდივართ ბათუმში. ბილეთები 25 აპრილიდან გაიყიდება,“ - აღნიშნული ინფორმაცია Maroon 5-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 
 აღნიშნულის თანახმად, ჯგუფ Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა  25 აპრილიდან გაიყიდება. 
ბილეთების შეძენა  www.TKT.GE - ზე იქნება შესაძლებელი.

 

საქართველო - ყაზახეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 მარტიდან დაიწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 25 მარტი 2016 17:38

საქართველო - ყაზახეთის საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ბილეთების გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში 28 მარტიდან დაიწყება. ბილეთის ფასი - 5 ლარია. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. შშმ პირებს მატჩზე დასწრება უფასოდ შეეძლებათ. მათ ტურნიკეტებთან შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინონ.

აქვე შეგახენებთ, რომ საქართველო - ყაზახეთის დაპირსპირება „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ვიდეოინსტრუქცია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 12:10

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან "მიხეილ მესხის" სტადიონის ახლადაშენებულ სალაროებში დაიწყება.

ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ფასი: 18, 35 და 75 ლარი. სულ გაყიდვაშია 22 ათასი ბილეთი.

უეფას სუპერთასის მატჩი ესპანურ კლუბებს - "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და 22:45 წუთზე დაიწყება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური