ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 11:53

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IChO-48) მზადება აქტიურ ფაზაშია. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პირველად საქართველოში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება ქიმიაში. „ოლიმპიადა 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად, 2016 წლის 23 ივლისიდან 1 აგვისტომდე, საქართველოში 80 – მდე ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ჩამოვა.

ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და ტურიზმის დეპარტამენტთან.

მხარდაჭერისა და დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, ბიზნეს სექტორს და იმ კომპანიებს შეხვდა, ვისაც შეხება აქვს ქიმიურ მრეწველობასთან და ზოგადად ქიმიასთან. ასევე მათ, ვისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა პრიორიტეტულია.

მინისტრის განცხადებით, ქიმიის ოლიმპიადას ბიზნეს სექტორიდანაც ძალზე მასშტაბური მხარდაჭერა ექნება და მიღებული დამატებითი რესურსები მოსწავლეებში ქიმიის პოპულარიზაციას მოხმარდება.

ნოდარ ხადური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 01 მარტი 2016 17:33

ნოდარ ხადური დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ესტონური მოდელით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ცვლილებები და მოგების გადასახადთან დაკავშირებული საკითხები იყო. 

ბიზნესმენების კითხვები ძირითადად პროექტის ამოქმედების ვადებს და მოგების ყოველთვიური დათვლის საკითხს შეეხო. 

ნაწილი მიიჩნევს, რომ  პროექტით გათვალისწინებული მოგების ყოველთვიური დათვლა დამატებით რესურსებს და ხარჯებს მოითხოვს. განსხვავებული შეხედულება აქვთ ბიზნესმენებს აგრეთვე მოგების შუა წლიდან დათვლის ინიციატივაზეც. 

ირაკლი ღარიბაშვილი OECD-ის დირექტორს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2015 15:14

საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) თანამშრომლობას აფართოებს, - ორგანიზაციის დირექტორს გლობალურ ურთიერთობებში მარკოს ბონტურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

OECD საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი ყველა იმ პრინციპს მოიცავს, რომლებიც მოხსენიებულია ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ხელისუფლების მიერ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„პრემიერ-მინისტრთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. OECD და საქართველო, მრავალი წელია, თანამშრომლობენ. ჩვენ გავეცანით მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს და ვიმსჯელეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე - საჯარო მმართველობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ახსენა სხვა სფეროებიც, რომლებიც პრიორიტეტულია და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაფართოოთ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა - განათლება, ჯანდაცვა და გადასახადები", - განაცხადა OECD-ის დირექტორმა გლობალურ ურთიერთობებში, მარკოს ბონტურმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება. OECD-ის ექსპერტები მუშაობენ მთავრობებთან, სწავლობენ მსოფლიოში წარმოების, ვაჭრობისა და ინვესტიციის ნაკადებს, ანალიზს უკეთებენ მონაცემებს, რათა განსაზღვრონ სამომავლი ტენდენციები, ასევე, ადგენენ საერთაშორისო ნორმებს სხვადასხვა სფეროში. ფაქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია მთავრობებს, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ხელმძღვანელი ანტონიო სომა, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის პროექტების მენეჯერი დანიელ ქუადბექი, ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის ეკონომისტი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ფრანჩესკო ალფონსო; ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მერიის პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის 400 წარმომადგენელი გადამზადდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 17:25
თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ მერიის ხელშეწყობით გადამზადებულ მეწარმეებს სერტიფიკატები გადასცა. სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და სამ სასწავლო მოდულს მოიცავს: საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები და ფინანსების მართვა, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობა და სახელმწიფო შესყიდვები. ამ დროისათვის ტრენინგში მონაწილეობა 70-მდე მეწარმემ მიიღო. "თბილისის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეწარმეო განათლების მიმართულებით გარკვეული აქტივობების განხორციელება. ეს არის წარმატებული პროექტი. მონაწილეებს საშუალება აქვთ გაიარონ პროფესიული გადამზადება ისეთ წამყვან მიმართულებებში, როგორიც არის საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო შესყიდვები და საგადასახდო კანონმდებლობა. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამის გავლა აამაღლებს მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და გაუადვილებთ საქმიანობას იმ ბიზნესგარემოში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. კურსის მიმდინარეობისას ეტაპობრივად 400 მეწარმის გადამზადება იგეგმება. ტრენინგში მონაწილეობა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მონაწილეებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე სასწავლო მოდულს. სასწავლო კურსი უფასოა. მონაწილეები ტრენინგის სალექციო მასალასაც უსასყიდლოდ იღებენ. თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ ტარდება შემაჯამებელი ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

ზაზა ხატიაშვილი, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ადვოკატებთან ერთად, დიპ. მისიების წარმომადგენლებს შეხვდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 13:50

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ბიზნესმენ არჩილ ვეკუას ადვოკატებთან ერთად, ხვალ დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრაზე ბიზნესმენ არჩილ ვეკუას საქმის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება, რომელშიც ასახულია, თუ როგორ გაუქმდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებების ზეგავლენით ბიზნესმენ არჩილ ვეკუას გამამართლებელი განაჩენი და როგორ მიესაჯა დევნილ ბიზნესმენს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; ასევე წარმოდგენილი იქნება აღნიშნულ საქმეში შვეიცარიის ყოფილი ელჩის გიუნტერ ბეხლერის პირადი დაინტერესების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.

"საქმე ეხება ბიზნესმენების ალი რიზა კიზილდაგსა და არჩილ ვეკუას შორის მიმდინარე გახმაურებულ სასამართლო დავას, სადაც ქართველი ბიზნესმენის მიმართ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი დადგა, ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნული საქმით შვეიცარიის ყოფილი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი დაინტერესდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი სამივე ეპიზოდში გააუქმა და არჩილ ვეკუას დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბიზნესმენის ადვოკატების მტკიცებით, სასამართლოზე ზეგავლენა შვეიცარიის ყოფილი ელჩის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებმა მოახდინეს, ხოლო შვეიცარიის ელჩის დაინტერესება კი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ არჩილ ვეკუას ყოფილ ბიზნესპარტნიორს ალი რიზა კიზილდაგს ელჩთან პირადი მეგობრობა აკავშირებს. თურქმა ბიზნესმენმა, რომელიც შვეიცარიის რეზიდენტია, სწორედ შვეიცარიის საელჩოს დახმარებით მოიპოვა ექვსასი ათასი აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტი ზუგდიდში თხილის საწარმოს ასაშენებლად. ალი რიზა კიზილდაგის კუთვნილი საწარმო "ანკა ფეა თრეიდი" 2014 წლის ოქტომბერში შვეიცარიის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა და პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივად გახსნეს", - ნათქვამია ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 11:11

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნეს სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრმა 29 სექტემბერს სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გასვლითი შეხვედრა გამართა.
როგორც „ნიუსდეის“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. ფინანსთა სამინისტრომ მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა გაითვალისწინა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.
საწარმოს წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს და მედიას ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა აჩვენეს და პროდუქციის მარკირების პროცესი გააცნეს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.

ახალი პროექტები და 1000 დასაქმებული ადამიანი,დიმიტრი ქუმსიაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 12:47

დიმიტრი ქუმსიშვილი ქართული ბიზნეს სექტორის წარმოდმადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ინდუსტრიული რისუტ ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია მოხდა.

წარმოდგენილი იყო 15 საწარმოს შექმნის პროექტი, რომელთა სრული საინვესტიო ღირებულება 80 მილიონ დოლარს შეადგენდა.როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს პროექტიოს სრულად განხორციელების შემთხვევაში 1000 ადამიანი დასაქმდება . 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური