“GM PHARMA” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ჯილდოს მფლობელი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2020 10:55

ფარმაცევტული კორპორაცია “GM PHARMA” (ჯი-ემ-პი) „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ ერთობლივი ჯილდოს - „წლის ლიდერი 2019“ (“Leader Of The Year”) მფლობელი გახდა.

საქართველოში ფარმაცევტული სექტორის კომპანიებს შორის „წლის ლიდერი“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა: ბრუნვა, მოგება-ზარალი, დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება, დანახარჯები დასაქმებულებზე, სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები.

2019 წლის მონაცემებით “GM PHARMA”-ს საუკეთესო ფარმაცევტულ კომპანიად აღიარება სიმბოლურიც იყო, რადგან 2019 წელს კომპანიის პროდუქციის ექსპორტმა პირველად გადააჭარბა რეალიზებულ მაჩვენებლებს, რითაც კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების კუთხით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. 

“GM PHARMA”-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული ქარხანაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტამდე. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებით: “BOSCH”, “FETTE”, “UHLMANN” და სხვ. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010, აშშ საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი პაციენტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოსა და საზღვარგარეთ.

რაც შეეხება „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირს“, ორგანიზაცია ოპერირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და ყაზახეთში. აღნიშნული კავშირი 2004 წელს დაარსდა, საქართველოში საქმიანობას კი 2015 წლიდან ეწევა. 2017 წლიდან „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციასთან“ (“Swiss Rating Association“) პარტნიორობით ,,ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა” საქართველოში მოღვაწე წარმატებული კომპანიებისთვის საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მინიჭების უფლება მოიპოვა. არსებობის მანძილზე კავშირს ჩატარებული აქვს 50 დაჯილდოების ცერემონია და 40 ბიზნესფორუმი, მათ შორის 8 ღონისძიება საქართველოში გაიმართა და GM PHARMA უკვე მეორედ გახდა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი. (R)

„საირმე მინერალ ვოთერი“ ოქროს რეიტინგის ტოპ-ხუთეულშია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 18:18

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ, კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსს“ გადაეცა სერტიფიკატი „წლის ექსპორტიორი”, რომელიც საწარმოებს ენიჭება განსაკუთრებული ეკონომიკური მიღწევებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე ეფექტური საქმიანობისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტებისა და ნოვატორობისაკენ სწრაფვისთვის.

„მიუხედავად მაკროეკონომიკური ფაქტორებისა, კომპანიამ ბაზრის დივერსიფიკაციისა და სწორი საექსპორტო პოლიტიკის  ხარჯზე მოახერხა, გაყიდვების გაზრდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ექსპორტი ოთხ ახალ ქვეყანაში განვახორციელეთ: საუდის არაბეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ისრაელი. ჩვენი კომპანია 2015 წლის საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, ოქროს რეიტინგის ტოპ-ხუთეულშია, კრიტერიუმით ექსპორტ-იმპორტის მოცულობა“- აცხადებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნინო გვანცელაძე.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერს“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილ წყლის მწარმოებელ საწარმოს. კომპანია აწარმოებს ცნობილი ქართული წყლის ბრენდს „საირმე“ და წყაროს წყალს „ნაკადული, რომლთა გაყიდვების მოცულობა დღითიდღე იზრდება როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. დღეს „საირმე მინერალ ვოთერს“-ს თავისი პროდუქცია მსოფლიოს 17-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე, რითაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ დატკბნენ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური