PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 აპრილი 2019 12:36

23 აპრილს, წიგნის ჩუქების დღეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში კომპანია PSP და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაჯილდოვდა 3 გამარჯვებული, რომელთაც PSP-ს მიერ 14 აპრილს გამოცხადებულ კონკურსში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა. ქართული ენის დღეს PSP-ს მიერ გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ყველა მსურველს მარტივად შეეძლო. საკმარისი იყო მხოლოდ ქართული ანბანის ლამაზი კალიგრაფიით დაწერა და JLIB_HTML_CLOAKING ზე გამოგზავნა. კომპეტენტურმა ჟურიმ, რომელშიც PSP-სა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად ხელნაწერთა წეროვნული ცენტრის და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლები შედიოდნენ, სამი გამარჯვებული გამოავლინა ორშაბათს, 22 აპრილს.

გამარჯვებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან: „საუკეთესო კალიგრაფიის“ სერტიფიკატის მფლობელი წალენჯიხელი ნონა მიქავა და „ყველაზე შემოქმედებითი“ ნამუშევრის ავტორი ქუთაისელი მაკა ბარდაველიძე პედაგოგები არიან, „ყველაზე ორიგინალური“ ნამუშევრის ავტორი ზუგდიდელი ჯესიკა ჩხაპელიაა. გამარჯვებულებს სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად გადაეცემათ პალიტრა L-სგან წიგნი „33 ემოცია“, ეროვნული ბიბლიოთეკისგან სასაჩუქრე ალბომი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისგან ალბომები “ქართული კალიგრაფია“ და „ქართული ხელნაწერი“, პოსტერი „ქართული ანბანი“ და კოსმეტიკური პროდუქციის ნაკრები კომპანია PSP-სგან.

PSP-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმი მრავალმხრივ ურთიერთობას ითვლისწინებს. ეროვნული ბიბლიოთეკის კამპანია „აჩუქე წიგნები“-ს ფარგლებში PSP-ს თანამშრომლების მიერ მუდმივად მოხდება სასწავლო წიგნების და მხატვრული ლიტერატურის შეგროვება, რომელსაც ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ დიასპორებსა და მიზნობრივ ჯგუფებს გადასცემს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით PSP-ს აფთიაქებში მოსახლეობის მიერ ნაჩუქარი წიგნების შეგროვება- გადაცემის ორგანიზებას ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, ასევე რეგიონებში ბიბლიოთეკებისთვის ტექნიკურ მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ბევრი სასიკეთო და ეროვნული საქმის გაკეთების საფუძველი გახდება და PSP წიგნიერებისა და განათლების გავრცელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“ - აცხადებენ PSP-ში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა წიგნიერების და განათლების ხელშემწყობ პროგრამებში, განსაკუთრებით ისეთი სერიოზული და ლიდერი კომპანია როგორიც PSP-ეა. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის“ - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019 13:00

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტისეოტვოშლორანდი სსახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნის ცერემონია. ღონისძიება ეძღვენობდა დედაენის დღესა და 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავს.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა ლასლო ბორჰიმ, ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გაბორ შონკოიმ და ქართული ენის კურსის ხელმძღვანელმა ბენედეკ ჟიგმონდმა. გამოსვლელებმა ისაუბრეს ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე, ქართული დამწერლობის უნიკალურობასა და უნგრელი ქართველოლოგის მ.იშტვანოვიჩის წვლილზე ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარების კონტექსტში.
 
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა დედაენის დღის ისტორიულ როლს, რამაც კიდევ უფრო გააღვივა საქართველოში ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა და ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის, მან ასევე ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებზე და მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილს ესტერ იშტვანოვიჩს გადასცა მადლობის სიგელი.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო-აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები და ქართველი სტუდენტები.
 
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და მრავალფეროვანი ქართული კერძები.

PSP-მ ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი სასკოლო წიგნები გადასცა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 01 აპრილი 2019 19:05

1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას PSP-მ სასკოლო წიგნების და სასწავლო რვეულების ნაკრებები გადასცა. სახელმძღვანელოები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. სახელმძღვანელოები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლეებს გადაეცემათ.

„სასწავლო სახელმძღვანელოების შესახებ ქართულენოვან მოსახლეობას საზღვარგარეთიდან არაერთხელ მოუმართავს. განსაკუთრებული მოთხოვნაა თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გარეთ მცხოვრები მოსწავლეების მშობლებისგან. მათ ხელი არ მიუწვდებათ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოებზე, თუმცა სურვილი და ინტერესი დიდი აქვთ. ამ მოსახლეობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე ძალიან სასიამოვნო და საჭირო საჩუქარი იქნება“, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„PSP ქართული კომპანიაა. უკვე 25 წელია ქართულ საქმეს ვაკეთებთ და მოხარული ვართ, რომ ქართულენოვან მოსახლეობას ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობას გავაფართოვებთ,“- აცხადებენ პსპ-ში.

პსპ-სა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ეს თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იდეას, უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდეს. 

ლიბერთიმ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ახალი სოციალური პროექტი დაიწყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018 16:57

1 ნოემბრიდან, ლიბერთიმ ახალი სოციალური პროექტი დაიწყო, რომლის თანახმად 60 წელს გადაცილებული პენსიონერები კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის ერთთვიან კურსს გაივლიან.

აღნიშნული პროგრამა უფროს თაობას საშუალებას აძლევს შეისწავლოს კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენება და იყოს უფრო მეტად ინტეგრირებული თანამედროვე ცხოვრებაში.

კურსის მონაწილეები კომპიუტერის ზოგად შესაძლებლობებს, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენებას სრულიად უფასოდ შეისწავლიან.

პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა სულ 338 პენსიონერი. სწავლება მოხდება რამდენიმე ჯგუფად და წლის ბოლომდე გაგრძელდება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში.

,,ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის - ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია’’ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

,,ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უფროს თაობას და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას თანამედროვე სამყაროსთან და მის განუყოფელ - ციფრულ ტექნოლოგიებთან. ჩვენ მთელი წლის მანძილზე არაერთი სოციალური პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამ კონკრეტული სეგმენტის საგანმანათლებლო პროექტი ერთგვარი ექსპერიმენტია, რომელიც ვიმედოვნებთ გაამართლებს და მსგავს პროექტებს მეტი მასშტაბურობით განვახორციელებთ“, - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შშმ პირების მიერ დამზადებული სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 17:13

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირების მიერ დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. „სპექტრის“ ბენეფიციარების მიერ შექმნილი სათამაშოები ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელებმა მოხატეს. ეს იქნება ერთგვარი კამპანია, რომელშიც სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელები ჩაერთვებიან, რომლებიც ხატავენ და ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება შშმ პირების რეაბილიტაციას. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი კო

"ლურჯი ოკეანე" - წარმატების ბიბლიოთეკა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 10:35

პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრში „სილიკონ ველი თბილისი“,  ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა თემაზე „მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს წამყვანმა ტრენერებმა და ბიზნეს კონსულტანტებმა მასტერკლასები ჩაატარეს.

ვორკშოპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.  ღონისძიებას საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტის ლექტორები და ყველაზე რეიტინგული სტუდენტები ესწრებოდნენ.

პროექტის შესახებ:

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ეს არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“  დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - „მარკეტინგული ომები“ და სხვა.

6 ოქტომბერს "ცოცხალი ბიბლიოთეკა" ეროვნულ ბიბლიოთეკაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 11:08

ახალგარზდული ასოციაცია დრონი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გეპატიჟებათ ცოცხალ ბიბლიოთეკაზე 2016 წლის 6 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

"ცოცხალი ბიბლიოთეკა" იქნება ღონისძიება, სადაც შეხვდებით ცნობილ თუ უცნობ, უცნაურსა და საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი წიგნების სახით იქნებიან წარმოდგენილი;

 ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ გააკეთოთ ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათი, რომელსაც 15 წუთში უსასყიდლოდ დაგიმზადებენ.

ღონისძიებაზე გელოდებათ მხიარული ატმოსფერო, მუსიკა და პოზიტიური განწყობა. 

ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 19:01

დღეს, 20 ოქტომბერს, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო მიღებით აღინიშნა.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, პარლამენტარები, ქართული სპორტის ვეტერანები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
„ვულოცავ ქართული სპორტის მუზეუმს ამ დიდ იუბილეს! ეს მუზეუმი ჩვენი სპორტის სახლია და მიხარია, რომ ასეთ ლამაზ თარიღს ამგვარად აღვნიშნავთ. მუზეუმის მესვეურებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაში და მისასალმებელია, რომ მათ ინიციატივას ახალგაზრდა თაობა ენთუზიაზმით ხვდება. მსურს ეს იუბილე ასევე მივულოცო ჩვენს ვეტერან სპორტსმენებს, ქართული სპორტის ვარსკვლავებს და გულშემატკივრებს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„დღეს ჩვენი მუზეუმის 50 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული მუზეუმის გამორჩეულ თარიღს! მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისთვის! საქართველოს ისტორიაში სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს და ჩვენ, მუზეუმის მესვეურები, ვამაყობთ, რომ ქართული სპორტის წარსული სხვადასხვა ექსპონატის სახით მაქსიმალურად კარგადაა წარმოდგენილი. ჩვენი მუზეუმი ვიზიტორთა მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია საქართველოში - ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი გვსტუმრობს. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის - ჩვენი მუზეუმის კარი ქართული სპორტის ლეგენდებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ღიაა!" - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ნანა მიქაძემ სპეციალური დიპლომით დააჯილდოვეს ლილი ლომსაძე, მთავარი მცველი - ის მუზეუმში დაარსების დღიდან, 1965 წლიდან მოღვაწეობს. ქალბატონმა ლილიმ განაცხადა: „დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარია - აქ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და მიხარია, რომ მუზეუმის დაარსების, განვითარების და დახვეწის თვითმხილველი გახლავართ. ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თანადგომისთვის".

„ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მუზეუმში ჩემი არაერთი ჯილდოა გამოფენილი და ამით მხოლოდ ვამაყობ. მსურს მთელი სულით და გულით მივულოცო მუზეუმის მესვეურებს 50 წლის იუბილე, წარმატება, ზრდა და ულევი დამთვალიერებელი ვუსურვო", - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.
იუბილეს ფარგლებში მუზეუმის მესვეურებმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს სხვადასხვა საშუალო სკოლის მასწავლებლები, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს მუზეუმის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინეს.
50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მუზეუმს ავტოგრაფებით დამშვენებული ეროვნული გუნდის მაისური უსახსოვრა, ჭიდაობის ფედერაციისგან კი მუზეუმმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აივენგო რიკაძისა და ნიკოლოზ კახელაშვილის ოქროს მედლები და ქამრები მიიღო. ასევე მუზეუმში გამოიფინება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი და ქამარი. ამას გარდა, მუზეუმმა სხვადასხვა თასები და მედლები მიიღო შაიბიანი ჰოკეის ფედერაციისგან და მოჭადრაკეებისგან.
ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს გადაეცა სპორტის რაინდის წოდების დამადასტურებელი მედალი და დიპლომი, რომელიც მსოფლიო ველომოგზაურს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
დღევანდელი იუბილეს ფარგლებში შედგა ქართული სპორტის მუზეუმის შესახებ გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია - „ქართული სპორტის მუზეუმი - 50", რომელიც სტუმრებს სამახსოვროდ დაურიგდათ.
ქართული სპორტის მუზეუმი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან დაფუძნდა. განვლილი წლების განმავლობაში მუზეუმმა არაერთი მისამართი შეიცვალა, 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.
მუზეუმის დაფუძნებასა და ექსპონატების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ.გიორგაძემ, გ.მღებრიშვილმა, ვ.სამსონაძემ, გ.მერკვილაძემ, ლ.გოლოვნიამ, ი.კიზირიამ, ვ.ვერულეიშვილმა, რ.ნიკოლაძემ, ა.ციბაძემ, ნ.შიშნიაშვილმა, ნ.დუმბაძემ, ნ.პაშიკოვმა, გ.სიხარულიძემ ა.მოგელაძემ, ნ.კეცხოველმა, გ.ფანჯიკიძემ, შ.ქველიაშვილმა, გ.შიოშვილმა, ვ.შუბლაძემ, რ.გოგლიძემ, ი.მეძმარიაშვილმა, ნ.რურუამ, ტ.ხეჩიკაშვილმა, ლ.ყიფიანმა...
ქართული სპორტის მუზეუმში არაერთი საინტერესო და ძვირფასი ექსპონატია დაცული. მაგალითად, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის ოქროს მედალი; ქართული ფეხბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფის დამადასტურებელი, თბილისის დინამოელების მიერ 1973 წელს ესპანეთში მოგებული „კოლუმბის კარაველა"; 1677 წელს გამოცემული ფასდაუდებელი ნაშრომი ფარიკაობაზე; ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის ნინო დუმბაძის ბადრო; ქართული სპორტის გამორჩეული ნოვატორისა და მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები; სპორტსმენთა არქივები, სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები.

პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 მაისი 2015 17:39

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით პარიზში, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი, ასოციაციია ქართულ კერასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდა და გარემონტდა.წიგნები, რომლებიც  განთავსებული იყო  შატოს სხვადასხვა სათავსოებში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში  გარემონტებულ ბიბლიოთეკაში განთავსდება.

ლევილის შატოს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  ლევილის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოებისთვის 26 000 ევრო გამოიყო.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური