პრემიერი ბელორუსში ბიზენს ფორუმს დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 09:59

 დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ბელორუსში ვიზიტის ფარგლებში ბიზენს ფორუმს დაესწრება. ფორუმზე ერთობლივად განსახორციელებელ  წინადადებებსა და პროექტებზე გამახვილდება ყურადღება.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში, თბილისში გაიმართება.

საქართველოსა და ბელარუსის პრემიერმინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებას.

როგორც შეხვედრებზე ითქვა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში საქართველოში ბელორუსის საელჩოს გახსნა.

უკრაინა, ბელორუსი და ყაზახეთი საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის რეკლამას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 17:09

საქათველოს ზამთრის ტურისტული სეზონის შესახებ უკრაინაში, ბელორუსსა და ყაზახეთში მასშტაბური სარეკლამო კამპანია გრძელდება. სამივე ქვეყნის ყველაზე პოპულარულმა ტელეკომპანიებმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ქართულ კულინარიასა და ფოლკლორზე სიუჟეტები მოამზადეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს 3 ქვეყნიდან გადამღები ჯგუფების ეწვია. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა 2 კვირის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, გუდაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის კახეთისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს.

მოსკოველი ქალები საქმროებად უცხოელებს ირჩევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 16:07

მოსკოველი ქალების უმრავლესობა საქმროებად უცხოელებს ირჩევს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 10 თვეში დაქორწინებულთა უმრავლესობა უცხოელებზე მოდის. ამის შესახებ TRT-ქართული წერს.
მოსკოვის სამოქალაქო რეესტრისა და მმაჩის განყოფილების ბიუროს ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში მოსკოველი ქალბატონების 16 % საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებზე გათხოვდა.
მათივე ინფორმაციით, უცხოელებზე დაქორწინებულთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ და პირველ ხუთ ადგილზე უკრაინელი, თურქი, მოლდაველი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი მამაკაცები არიან, ხოლო თვით ონმოსკოველი მამაკაცები კი უცხოელ სარძლოებს შორის ევროპელ ქალებს აძლევენ უპირატესობას.

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 15:24

ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ბელორუსის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი ლიდერი ხვალ უნდა აირჩიოს.

სიაში ოფიციალურად 4 დარეგისტრირებული კანდიდატია, მათ შორის, ბელარუსის მოქმედი ლიდერი.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვერც ერთი კონკურენტი სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და, სავარაუდოდ, ის პრეზიდენტის პოსტს კიდევ 5 წლის ვადით ჩაიბარებს.

ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის კრიტიკით ლუკაშენკო დასავლეთში საკუთარი იმიჯის გამოსწორებას ცდილობს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა, ხვალინდელი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად სცნოს.

გრიბოედოვის თეატრის გასტროლები ბელორუსში

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 17:14

13 და 15 სექტემბერს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ ბელორუსის ორ ქალაქში წარსდგება.

13 სექტემბერს სპექტაკლი ნაჩვენები იქნება ქ.ბრესტში  XX საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ბელაია ვეჟა“.

15 სექტამბერს - ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მ.გორკის სახ. ეროვნული აკადემიური დრამის თეატრის დიდ სცენაზე. 

„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს გახლავთ ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი - მირიან შველიძე. გრიბოედოვის თეატრი ამ სპექტაკლს გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს  უძღვნის. 

2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა, ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია, ნინო ნინიძე და სოფიო ლომჯარია.  

გრიბოედოვის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ბელორუსის დედაქალაქში 12  სექტემბერს მიემგზავრება.

ეს გასტროლები გახდება კიდევ ერთი პუნქტი გრიბოედოვის თეატრის საიუბილეო მარათონში, რომელმაც უკვე მოიცვა მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ჩერკასი, სტამბული, მახაჩკალა, ერევანი, ბაქო, სარანსკი და ასტანა. 2015 წლის ოქტომბერში გრიბოედოვის თეატრი 170 წლის გახდება.

ჩინეთის სახლხო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი ბელორუსში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 მაისი 2015 17:12

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ბელორუსის რესპუბლიკის სახალხო ყრილობის საბჭოს თავჯდომარეს, მიხეილ მასნიკოვიჩსა და ბელორუსის სახალხო ყრილობის პალატის წარმომადგენლების თავმჯდომარესთან, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს შეხვდა, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

სი ძინპინმა შეხვედრის დროს, ჩინეთსა და ბელორუსიას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.

პრეზიდენტმა ასევე ფაშიზმისა და მილიტარიზმის  წინააღმდეგ ჩინეთისა და ბელორუსის გაწეულ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

ბელორუსის წარმომადგენლემა, მასნიკოვიჩმა და ანდრეიჩკომ თავის მხრივ აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ჩინეთია სახალხო რესპუბლიკასა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის. მათ ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სტრატეგიულ პარტნიურობაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური