​პანკისელი პედაგოგები ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 15:52

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბელგიაში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში 6 თებერვალს გაიმართა მასწავლებლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ვიზიტის მეორე დღეს, პედაგოგები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების რეგიონულ კოორდინატორს, დესპინა აფენტოულის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოსს შეხვდნენ. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის საკითხები შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პროექტი შერიგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა მიერ ხორციელდება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

​სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 14:28

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შეხვდა.
სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ - საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში პირველ სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
დაგეგმილია შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.

გიორგი მარგველაშვილი ბელგიის სამეფოს ეროვნულ დღსასწაულს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 17:34

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელგიის სამეფოს მეფეს, მის აღმატებულება მეფე ფილიპს და ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრს შარლ მიშელს ბელგიის ეროვნულ დღსასწაულს ულოცავს.

 „თქვენო უდიდებულესობავ,

მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ბელგიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

 ამ ღირშესანიშნავ დღეს, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო დიდად აფასებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობის გაძლიერებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებული კავშირები და ახლო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები ბელგიის სამეფოს მეგობარი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ მის ბელგიის სამეფოს მეფისადმი გაგზავნილ წერილში.

პრეზიდენტის მიერ პრემიერმინისტრისათვის მიწერილ წერილში კი აღნიშნულია - „მოხარული ვარ, რომ ვარშავაში NATO-ს სამიტზე ჩვენმა გულწრფელმა და მეგობრულმა საუბარმა, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჩვენს ურთიერთგაგებასა და ურთიერთნდობას.

ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობ და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების, მტკიცე მხადაჭერისათვის,”- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

თბილისის ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 მაისი 2016 18:56

თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების მეორე ნაკადს მიიღებს. 7 სამხრეთ ამერიკული კოატი, 2 ინდური მაჩვზღარბა და 10 ზოლებიანი მანგუსტი დუისბურგის ზოოპარკიდან (გერმანია), ხოლო 3 ლურჯი გნუ პლანკენდეილის ზოოპარკიდან (ბელგია) ჩამოვა. ცხოველები 30 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ზოოპარკის ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა.
თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ინიციატივას, სტიქიით დაზარალებული თბილისის ზოოპარკის კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. კოლექციის შევსების გეგმა EAZA-ს მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.
„წყალდიდობის შემდეგ ევროპის ზოოპარკებმა აქტიური კამპანია დაიწყეს თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველებისა და მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩვენი მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ ბ-ნი მარიო ჰოდემეკერი და ქ-ნი იოზი კოკი ფონდ „ალერტისიდან“. უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგების დახმარებისთვის. როგორც იცით, რიგის ზოოპარკმა უკვე გამოგვიგზავნა საჩუქრად 7 ცხოველი. ახლა 22 ახალი ბინადარი შემოგვემატება. მათ დასაბინავებლად ყველაფერი მზადაა. გარდა ამისა, ვასრულებთ ვოლიერების მშენებლობას იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუებს, ემუებს, ფაფრიან ცხვრებსა და ხალებიან ირმებს ელოდება ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან.
თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები ახალი ცხოველების მონახულებას 30 მაისიდან შეძლებენ.

გიორგი ალიბეგაშვილმა ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:00

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარემ ბელგიაში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
გიორგი ალიბეგაშვილმა უდანაშაულო ადამიანებზე  განხორციელებული ტერორისტული აქტი თანამედროვე ცივილიზაციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა და   მომხდართან   დაკავშირებით ბელგიელ ხალხს და მთავრობას  სამძიმარი გამოუცხადა.
,,მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას. 
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ყოველთვის იბრძოლებს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ’’,-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. 

ბელგიის ერთ-ერთი რკინიგზის სადგურიდან ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 11:49

ბელგიის ქალაქ მონსში რკინიგზის სადგურის ევაკუაცია განხორციელდა. საფრთხის გამო, მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა, თუმცა პოლიციამ რამდენიმე წუთში გაფრთხილება გააუქმა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების საქმეზე, ბელგიის პოლიცია ტერორისტების კიდევ ერთ თანამზრახველს ეძებს. ძიება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მიმდინარეობს. ვიდეოში ეჭვმიტანილს დიდი ტომარა მიაქვს. მისი ვინაობა ზუსტდება.ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება. 

ქართველი დეპუტატები ბელგიიდან საქართველოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 09:55

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიისა და ჰოლანდიის გავლით თბილისში დაბრუნდნენ. დეპუტატები ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მსოფლიომ ტერორიზმის წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობა უნდა გააძლიეროს.

ქართველი კანონმდებლები ბრიუსელში ევრონესტის სესიას ესწრებოდნენ, რომელიც ტერაქტებიდან რამდენიმე საათში გაიმართა.

შეკრებილებმა რამდენიმე პოლიტიკური რეზოლუცია მიიღეს, მათ შორის ტერორიზმისა და ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.

ევაკუაცია საფრანგეთის ქალაქის ტულუზის აეროპორტში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 14:04

 უსაფრთხოების მიზნით, მგზავრებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა ,საფრანგეთის ქალაქ ტულუზის აეროპორტიდან.

   აეროპორტი ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დაიხურა, ხოლო 08:30 საათზე გაიხსნა. 

ადგილზე პოლიცია და სამხედროები მუშაობდნენ. მგზავრები მათი მუშაობის დასრულებას აეროპორტის გარეთ ელოდებოდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, განგაშის მიზეზი აეროპორტის ტერიტორიაზე შენიშნული საეჭვო ნივთი გახდა. მომხდართან დაკავშირებით, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ევროკომისიას ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ აეროპორტების შესასვლელებში კონტროლის დაწესება სურს.

რა ვითარებაა ამ წუთებში ბელგიაში"ნიუსდეი"დეტალებს ადგილიდან გაგაცნობთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 12:59

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები მუშაობას განაგრძობენ . ბელგიელები  მთელ ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ . ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.ბრიუსელში კვლავ მოქმედებს განგაშის მეოთხე დონე და ამ დრომდე დაკეტილია ზავენტემის აეროპორტი და გაუქმებულია ყველა საერთაშორისო რეისი.ბრიუსელში, ამ დრომდე სამართალდამცველებთან ერთად, სამხედროებიც პატრულირებენ. ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი ბოლო მონაცემებით 250-ს აჭარბებს. . "ნიუსდეი" ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა. ნინო შაკაია ჩვენთან საუბარში აცხადებს ,რომ უსაფრთხოების ზომები მთელს ქალაქში გაძლიერებულია , გვიან ღამით გაანახლა მუშაობა ბელგიის რკინიგზამ, დღეს დილიდან კი, ბრიუსელში მეტროს მხოლოდ 2 ხაზი ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ბელგიაში საქართველოს საელჩოს მიმართონ. საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.

იტალიის პრემირ-მინისტრი ევროპას ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 12:30

"დღეს მათ შეტევა მიიტანეს ბელგიაზე, მაგრამ ამავე დროს შეტევა მიიტანეს ევროკავშირის დედაქალაქზე. თვეები, შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ჩვენ მათ დავამარცხებთ", - განცხადებას იტალიის პრემიერი მატეო რანცი აკეთებს, პრემიერი ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის ინიციატივითაც გამოდის. euronews-ის ცნობით ამის შესახებ რენციმ ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე კომენტირებისას განაცხადა.


მისივე განმარტებით, თავდაცვის ინტეგრაციის საკითხი 1954 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა არასოდეს რეალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე არ მისულა.

"ამჯერად ევროპა ბოლომდე უნდა მივიდეს, ჩვენ გვჭირდება ევროპული პაქტი, პაქტი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ინვესტირება ერთიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურაში", აღნიშნა პრემიერმა, რომლის განმარტებითაც, უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური