აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა-აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020 11:52

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია,  რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან იქნა აღკვეთილი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ესროლა კლასტერული რაკეტა“, თუმცა თავდასხმის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა. მისი თქმით, „მცირე კასეტური ბომბები (რისგანაც რაკეტა შედგება) ნავთობსადენისგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა“. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/10/07/somxet-ma-bak-o-t-bilisi-jeihanis-navt-obsadenze-saraketo-t-avdasxma-ganaxorc-iela-1504119

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში მოეწყო შეხვედრა ქ. ბაქოს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 17 თებერვალი 2020 12:40

სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის როლზე საქართველოს განვითარებისა და ქვეყნის პოზიტიური იერ-სახის წარმოჩენის საკითხში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებას.

ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნო ის მნიშვნელოვანი სამთავრობო პროექტები, რაც მიმდინარეობს დიასპორასთან დაკავშირებით. კერძოდ, საკვირაო სკოლებისთვის სახელმძღვანელოების, დიასპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის - ერთიანი ვებ-პორტალის (GDA.GE), დიასპორული ფორუმისა და სხვა ინიციატივების შესახებ.
პატარაძემ დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რათა სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა უშუალოდ აისახოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოეწყო დიასპორული ვებ-პორტალის GDA.GE პრეზენტაცია. აღინიშნა, რომ ვებ-სივრცე შექმნილია ერთი ფანჯრის პრინციპზე და წარმოადგენს ერთადერთ დიასპორულ პლატფორმას ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.

თბილისში სისხლიანი იანვრის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 იანვარი 2020 15:36

2020 წლის 20 იანვარს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ქალაქ თბილისში, ისტორიულ  დარბაზში  სადაც 1918 წელს გამოცხადებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სისხლიანი იანვრის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.   ღონისძიების დაწყებამდე  დამსწრე საზოგადოება 20 იანვრის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ღონისძიებაზე  მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენელი  პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის ელჩები და  სხვა უწყებების წარმომადგენლები . აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა დურსუნ ჰასანოვმა თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა 20 იანვრის ტრაგედიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა,  რომ  ტრაგედიის მთავარ მიზეზს   იმ დროს ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში არ ყოფნა იყო. ჰეიდარ ალიევი, 1990 წელს მაშინ როდესაც არ გააჩნდა არანაირი უფლებამოსილება, მივიდა   აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში, მოსკოვში, სადაც დაგმო გორბოჩოვისა და სსრკ-ს იმ დროინდელი ხელისუფლება  და შეაფასა როგორც ასობით მსხვერპლის საბაბად.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვრის ტრაგედიის ჭეშმარიტი განზრახვა იყო აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფის გაწყვეტა,   მას საპირისპირო შედეგი მოჰყვა: აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობის ქრონიკაში პირველი გვერდი გახსნა. გარდა ამისმა ელჩმა  აზერბაიჯანის ისტორიასა და მოძმე საქართველოს ბედთან  მჭიდრო კავშირზე ისაუბრა, რაც გამოიხატება ორივე ხალხის ანალოგიურ ტრაგედიებში. მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის თბილისის  მოვლენების შემდეგ, 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედია ბაქოში, რომლის  დროსაც  ორივე ქვეყანა  საგარეო აგრესიის მსხვერპლი გახდა და შედეგად მოხდა მათი მიწების 20% ოკუპირება, მილიონზე მეტი ლტოლვილები  და იძულებით გადაადგილებული პირები ამის აშკარა მაგალითია. მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, ორი ქვეყნის სოლიდარობის გამოხატვა გახდა მთავარი ფაქტორი ჩვენი რეგიონის განვითარებაში. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე პერიოდში ჰეიდარ ალიევი არის ამ სტრატეგიული პარტნიორობის და ძმური ურთიერთობების ფუძემდებელი და  აზერბაიჯანი ყოველთვის  მხარს უჭერს  და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის  ილჰამ ალიევის მიერ საქართველოსადმი დამოკიდებულება, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დიდი ყურადღებას უთმობს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და რეგიონში  განხორციელებული - ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი, ბაქო - თბილისი - ყარსის, სამხრეთ გაზის დერეფანისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ამის ნათელი მაგალითია,  ელჩმა ჰასანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებიც იზიარებენ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას, ყოველთვის იქნებიან ერთმანეთის გვერდით, ამიტომაც  ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა  აზერბაიჯანი-საქართველოს შორის არსებული  ურყევი მავთულებით მოიხსენიება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და ორივე ქვეყნის ერი  საბჭოთა რეპრესიულ პოლიტიკის მსხვერპლი იყო.  მინისტრის მოადგილის სიტყვებით საქართველო, რომელმაც გამოიარა 9 აპრილის ტრაგედია  იზიარებს აზერბაიჯანელი ერის 20 იანვრის მწუხარებას და დღეს, ორი ქვეყანა, რომელმაც 30 წლის წინათ დაღვრილი გმირების სისხლის შედეგად  მოიპოვეს დამოუკიდებლობა ერთმანეთს მხარს უჭერენ და აზერბაიჯანთან პარტნიორობა ამის შემდეგაც წარმატებულად გაგრძელდება, მეგობრობა კი  სამუდამო იქნება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფოტოგამოფენა და ტრაგედიის შესახებ ვიდეო რგოლი.

 

30 წელი ბაქოს ტრაგედიიდან საქართველოშიც გაიხსენეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 იანვარი 2020 20:20

20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

30 წლის წინანდელი ბაქოში განვითარებული მოვლენები დღეს მარნეულშიც გაიხსენეს. ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაზე 20 იანვარის ტრაგედიის ამსახველი ვიდეოკოლაჟი უჩვენეს, მოგვიანებით კი ყვავილებით შეამკეს ბაქოს 20 იანვრისა და თბილისის 9 აპრილის მოვლენების მონაწილეს, ვაფადარ ემინოვის საფლავი, რომელიც მარნეულის რაიონში გარდაიცვალა. 

30 წლის წინანდელი ტრაგედია დღეს ბაქოში გაიხსენეს.

1990 წლის 20 იანვარს ბაქოში საბჭოთა არმიიამ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბია , რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს. აზერბაიჯანში "შავ იანვარს" აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.

 

წყარო: https://report.ge/society/30-tseli-bakos-tragediidan-sakartveloshits-gaikhsenes/?fbclid=IwAR2PsuXnMBXP6g1DV_hL3s305AHvMdBT081KfqR9VOFXvukCGsvqgNY-H5g

 

20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 იანვარი 2020 20:11

თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დღეს გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელიც ბაქოში  „შავი იანვრის“ მსხვერპლთა ხსენების დღეს მიეძღვნა. საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დურსუნ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარის ოპერაციიდან 30 წელი გავიდა. აზერბაიჯანი არასოდეს დაივიწყებს ამ თარიღს და ყოველთვის პატივს მიაგებს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას“, - აღნიშნა დ. ჰასანოვმა.

20 იანვარს 30 წელი შესრულდა ბაქოს ტრაგედიიდან, რომელიც "შავი იანვრის" სახელით არის ცნობილი. 

ღონისძიება, რომელსაც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოს აზერბაიჯანელთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 20 იანვარს, საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანის ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოპერაციას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1990 წლის იანვრის დასაწყისიდან, აზერბაიჯანელებმა მიტინგები გამართეს და მარტში უზენაესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას გეგმავდნენ.

20 იანვრის ღამეს, როდესაც ბაქოში სიმშვიდე იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან აზერბაიჯანში რეგულარული არმიის ნაწილები და სპეცდანიშნულების რაზმები გადაისროლეს. არმიის ნაწილების გადაადგილებას ახლდა ქალაქის მოსახლეობისა და ავტომობილების მიმართულებით სროლა. საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ბაქოს მცხოვრებლებს ქუჩებში ესროდნენ, დაწვეს და გაანადგურეს 200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ბინა, ასევე 100-მდე ავტომობილი.

1990 წლის 22 იანვარს, აზერბაიჯანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბაქოში გამართულ ცერემონიაზე ორ მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი წევრი, ჰეიდარ ალიევი, რომელიც მიხაილ გორბაჩოვის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო, მოსკოვში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლობაში ოჯახთან ერთად მივიდა, სადაც მოსკოვში მცხოვრები ათასობით აზერბაიჯანელი იყო შეკრებილი. აქ ალიევმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა და აზერბაიჯანში საბჭოთა ჯარების შესვლას არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური უწოდა. ჰეიდარ ალიევმა მიხაილ გორბაჩოვი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი ერის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. რამდენიმე თვეში ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა და დეპუტატად აირჩიეს. 1993 წლის ოქტომბერში, ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდა.

ავთანდილ ოთინაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 11:12

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
საპრეზიდენტო რეზიდენციაში ,,გიანჯლიკი" გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

,,თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია;
ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.
დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.
მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული  ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა - „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“.
ჩვენთვის - ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა.
ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.
ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.
საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში - გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად,  ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება.
ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ - თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა.
კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.
ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს,  რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.
მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.
ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.
ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).
ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი - ნიკო ნიკოლაძე  უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები - თქვენთან, როტჩილდები კი - ჩვენთან.
არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.
არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.
ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, - მაგალითად, გარემოს დაცვაზე,  რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.
ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები. 
ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ  დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე - ისევე,  როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს.
მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.
ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარე საკითხების განიხილვა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:59

აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი უძღვებოდნენ. საბჭოს სხდომაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვნად გაზრდის აღნიშნული მიმართულების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პროექტებს შორისაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ტრანზიტის ხანგრძლივობა ევროპასა და ჩინეთს შორის.

სხდომაზე მხარეებმა განიხილეს მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მოისმინეს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ და შეთანხმდნენ იმ ქმედებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დიმიტრი ქუმსიშვილის პირისპირ შეხვედრა ზია მამედოვთან, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

 

 

 

 

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტი ბაქოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:26

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილისამუშაო ვიზიტით აზერბიჯანში  იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში მარაბდა - კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 

 
სხდომაზე განხილული იქნება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. 

ოთარ დანელია ბაქოში გამართულ აგროფორუმზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 მაისი 2016 12:10

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მინისტრი აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ ფარგლებში გამართულ  აგროფორუმს დაესწრო. ფორუმში 30-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი და აგროსექტორის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს  ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰეიდარ ასადოვმა    ფორუმის მონაწილეებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც სოფლის მეურნეობაში  ანალიზის და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გულისხმობს. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძესთან ერთად, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირთან.    

ბაქო-სუფსის პროექტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 14:42

ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტს დღეს უკვე თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი, რომლითაც დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასიზადეს, "ბრითიშ პეტროლიუმის" წარმომადგენლებს და მეგობარი ქვეყნების ელჩებს საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ბაქო-სუფსის მილსადენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ოცი წლის შემდეგ, ჩვენ მოწმე ვართ ყველა იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებისა, რომლის მიზანიც იყო „სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის" ამოქმედება. ეს ყველაფერი კი ბაქო-სუფსის მილსადენის პროექტით დაიწყო, რასაც მოჰყვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ათვისება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და მისი საიმედო და მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყნის იმიჯის შექმნა. ამ პროექტის წყალობით საქართველო საბოლოოდ დამკვიდრდა და დაბრუნდა მსოფლიო რუკაზე მთავარ, ისტორიულ სატრანზიტო ქვეყნად, რომელიც საუკეთესო სატრანზიტო მარშრუტს ქმნის აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 20 წლის წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს - ბაქო-სუფსის პროექტით დაიწყო ახალი ერა და შეიქმნა მეტი სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„20 წლის წინ აზერბაიჯანული ნავთობით პირველი ტანკერი შეივსო და გაემართა დასავლეთით - ევროპისკენ და დღეს, 20 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს მოჰყვა არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. საქართველო არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ევროკავშირის ბაზარზე კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ტრანსპორტირების სფეროში. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ და აზერბაიჯანმა თურქეთთან ერთად ჩამოაყალიბეს სტრატეგიული პარტნიორობა და განავითარეს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. შედეგად, ისეთი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა „სამხრეთ-კავკასიური გაზის მილსადენი", „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა" და, რა თქმა უნდა, „ბაქო-თბილისი-სუფსის" ნავთობსადენების პროექტები ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმატებული მაგალითებია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, აცნობიერებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობას და სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს არსებულ და მომავალ ენერგეტიკული პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიკაციას ევროპისა და სხვა ჩართული ქვეყნების მიმართულებით.

ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. არტურ რასიზადეს განცხადებით, ბაქო-სუფსის, ბაქო- თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სტრატეგიული და ამავდროულად საერთაშორისო პროექტებია, რომლებიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის.

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური