თეთრ სახლში ობამას და ტრამპის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 10:45

თეთრ სახლში  ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრა, რომელიც 15 წუთი უნდა ყოფილიყო  საათნახევარი გაგრძელდა. 
შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამამ და ტრამპმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 

"როცა ბატონ ტრამპს ვესაუბრე დავინახე, რომ ჩვენ ვართ ერთნი" ბარაკ ობამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 21:26

ამერკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა. ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს მიმართა. 

"მე და პრეზიდენტ ბუშსაც სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ ბუშის გუნდმა სერიოზულად კარგად იმუშავა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად და ძალიან სწრაფად. მე მივყვები იმ მაგალითს, რაც 8 წლის წინ პრეზიდენტი ბუშის გუნდმა დაამკვიდრა, რომ ხელისუფლების გადაბარება მოხდეს კომფორტულად და რბილად. მშვიდობიანად ხელისუფლების გადაცემა ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია.

მქონდა საშუალება, ყოფილ სახელმწიფო მდივანთან მესაუბრა. მე ვამაყობ მისით. მას ბრწყინვალე კარიერა გააჩნია საჯარო სამსახურში. 

ჩვენ ვართ ყველა ამერიკელი, მე როცა ბატონ ტრამპს ვესაუბრე დავინახე, რომ ჩვენ ვართ ერთნი, პატივისცემა ჩვენი სახელმწიფოებისადმი, კანონის უზენაესობა და ერთმანეთის პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელი ძალაა.

ახალ პრეზიდენტს უფრო ძლიერ სახელმწიფოს ვუტოვებთ ვიდრე მანამდე. ყველა ჩემი გუნდის წევრი ამაყობს იმ სამუშაოთი რაც მათ გასწიეს. დღეს ბევრი აღტკინებულია, ზოგი არა.  ახალგაზრდების ვინც პოლიტიკაში პირველად მოდიან შეიძლება შედეგებმა იმედი გაუცრუა, მე ვფიქრობ, რომ პირიქით გამხნევდით. იცოდეთ რომ თქვენ შეგიძლიათ ქვეყნის განვითარება.

ჩვენ პოლიტიკოსები ყველაფერს ვაკეთებთ რომ დავარწმუნოთ ადამიანები რომ ჩვენ მართლები ვართ და მერე ხმას გვაძლევენ, თუ ვმარცხდებით ვაანალიზებთ შეცდომებს, ჭრილობებს ვიშუშებთ და საბრძოლად ვემზადებით,"- განაცხადა ბარაქ ობამამ

ობამა: თურქეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 15:13

ეს ფაქტია, რომ თურქეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.

 ობამას თქმით, თურქეთი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

″უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობებში ცვლილება არ არის. ფაქტია, რომ თურქეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიწისძვრა მოხდა. თურქეთი ნატო-ს ძლიერ წევრობას აგრძელებს.″-განაცხადა მან.

ობამას განცხადებით, თურქეთში თავიდან რესტრუქტურიზაცია და დალაგება უნდა მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ამას როგორ გააკეთებენ.

ბარაკ ობამას შვილის საზაფხულო სამუშაო - საშა რესტორანში მოლარედ და მაგიდების დამლაგებლად მუშაობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 13:03

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას 15 წლის ქალიშვილმა საშამ საზაფხულო სამუშაოდ რესტორანი არჩია, სადაც მოლარედ და მაგიდების დამლაგებლად დაიწყო მუშაობა.

 

 საშა, ობამების საყვარელ რესტორანში Nancy’s ზღვისპროდუქტების რესტორნში მუშაობს.

საშას საზაფხულო სამსახურთან დაკავშრბით თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ბარაკ და მიშელ ობამები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათი ქალიშვილები სხვა გოგონების მსგავსად საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

ჩვენ არ შევშინდებით, - ბარაქ ობამა ორლანდოში მომხდარ თავდასხმაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 12:35

„ეს არის განსაკუთრებით გულსატკენი დღე ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, ყველა ამერიკელისთვის, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი თუ ტრანსგენდერი პირისთვის. ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით, პირიქით, დავდგებით ერთად და დავიცავთ მთელ ერს,“- ასე გამოეხმაურა ქალაქ ორლანდოში მომხდარ მასობრივ მკვლელობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაქ ობამა. მან თავდასხმას ტერორისა და სიძულვილის აქტი უწოდა:

„მკვლელის სამიზნე გახდა ადგილი, სადაც ხალხი სიყვარულით იკრიბება, საცეკვაოდ, სასიმღეროდ და დროს სატარებლად. ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, არის მეტი, ვიდრე ღამის კლუბი. ეს სოლიდარობის, მეგობრობის და მხარდაჭერის სივრცეა. მომხდარი გვახსენებს, რომ თავდასხმა ნებისმიერ ამერიკელზე, განსხვავებით რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, არის თავდასხმა მთელ ქვეყანაზე, სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ღირებულებებსა და ერთიანობაზე,“-განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იარაღის შეძენა-შენახვის კანონმდებლობის სიმარტივეზე და საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება მოითხოვა.

 

ბარაკ ობამა ისლამურ სახელმწიფოს ემუქრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 10:19

კალიფორნიის შტატში მომხდარ თავდასხმას ბარაკ ობამამ ტერორისტული აქტი უწოდა და მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო. ამის შესახებ მან რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაგრძელდება ისლამური სახლემწიფოს წინააღმდგე ავია იერიშები, სირიისა და ერაყის ტეროტორიაზე.

ბარაკ ობამამ პრეზიდენტმა ტერორისტული იდეოლოგიის ინტერნეტით გავრცელების პრობლემაზეც ისაუბრა. მან ამერიკელებს მოუწოდა, არ მოხდეს მუსლიმი საზოგადოების დისკრიმინაცია.

"ტერორისტები რთული ფორმის ძალადობის აქტებზე გადავიდნენ, როგორიცაა მასობრივი თავდასხმები და სროლები, რაც ასე ხშირია ჩვენ საზოგადოებაში. სწორედ ამის მომსწრე გავხდით ახლა, სან ბერნანდინოშიც. ტერორიზმის საფრთხე რეალურია, თუმცა ჩვენ მას მოვერევით. ჩვენ გავანადგურებთ ისლამურ სახელმწიფოს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საჭირო იქნება. ასევე, განვაგრძობთ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ტრეინინგს და აღჭურვას, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან," - აღნიშნა ბარაკ ობამამ. 

ობამამ და იაპონურმა რობოტმა "ასიმომ" ფეხბურთი ითამაშეს

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 11:22

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ იაპონიის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, რობოტი "ასიმო" მოინახულა. რობოტმა პრეზიდენტი და სხვა მაყურებლები თავისი მოქნილობითა და ენამახვილობით გააკვირვა. ბარაქ ობამამ და "ასიმომ" ფეხბურთიც ითამაშეს.

ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 09:58

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს.საუბარი ანტალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში შედგა,  როგორც "რია ნოვოსტი" წერს, გასაუბრება დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. 

ორი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტის შესვენების დროს სავარძლებში, პირისპირ მოკალათდნენ და გარკვეული თემები განინხილეს. მათ საუბარს მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. 

თურქეთში დიდი ოცეულის სამიტის გახსნაზე ბარაკ ობამაც ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 15 ნოემბერი 2015 13:10

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთში ჩავიდა, სადაც დღეს დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნება. სამიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე ჩატარდება და ძირითადი მსჯელობა , სავარაუდოდ, პარიზის ტერაქტების ირგვლივ წარიმართება. უცხოური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მსოფლიო თანამეგობრობას ექსტრემიზმის წინააღმდეგ ერთობისკენ და სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. 
აღსანიშნავია, რომ შაბათს ვენის მოლაპარაკებების მონაწილეებმა სირიის გარდამავალი მთავრობის ფორიმრების გრაფიკი შეათანხმეს.
გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში შესაძლოა, გაიმართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან.

თეთრი სახლის უარი რუსული დელეგაციის მიღებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 14:28

თეთრი სახლი რუსული დელეგაციის ოფიციალურ მიღებაზე უარს აცხადებს და მის მიზეზებს განმარტავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის  ბარაქ ობამას ადმინისტრაციის პრესსპიკერის ჯოშ ერნესტის განცხადებით, „მოსკოვი არ ცდილობს კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია რუსეთში აკრძალულია.“

ოფიციალურმა კრემლმა აღნიშნულ განცხადებას სამწუხარო უწოდა. ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად იყო აშშ-ში დელეგაცია გაეგზავნა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური