ლიბერთი ბანკი შეუერთდა უვიზო მიმოსვლის საინფორმაციო კამპანიას - „ევროპა სახლია“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 მარტი 2018 11:17

2017 წლის 9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით დაიწყო უვიზო მიმოსვლის რეგიონული საინფორმაციო კამპანია „ევროპა სახლია“.

კამპანიის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, „ღია საზოგადოების ფონდები“, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და  ლიბერთი ბანკი.

თანამშრომლობის ფარგლებში, ბანკი ხელს შეუწყობს „სიდას“ მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალების გავრცელებას საქართველოს მასშტაბით თავის სერვის ცენტრებში.  მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის თაობაზე   მნიშვნელოვან ინფორმაციას  მიიღებენ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი 2018“ იწყება

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 26 მარტი 2018 11:22

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი მესამე წელია ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას.

გასულ წლებში ოლიმპიადა  ,,გახდი ოლიმპიელი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდებოდა და 200 სკოლის 1700 მოსწავლე მონაწილეობდა.

წელს, ,,გახდი ოლიმპიელი - 2018“  ორ ქალაქში ტარდება.  თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

წელს ოლიმპიადის მაშტაბი გაიზარდა და თბილისის გარდა ბათუმშიც ტარდება „გახდი ოლიმპიელი 2018“.  გვინდა მადლობაგადავუხადოთ ჩვენს სპონსორებსმათი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდალიბერთი ბანკი უკვე მეორე წელიამხარში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში”- განაცხადა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთაკავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა.“ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარებენ სემინარს რეგიონში ბიზნეს ეთიკის საკითხებზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 10:36

მცირე და საშუალო ბიზნესის ექსპერტებისთვის გამართულ ორდღიან სემინარზე განისაზღვრება ძირითადი სტიმულები ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად

თბილისი – 13 მარტი, 2018 წელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 13-14 მარტს  თბილისში ჩაატარებენ სემინარს „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და  კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“.   

სემინარის მიზანია მთავრობის, ბიზნეს-ასოციაციებისა და კომპანიების ცნობიერების ამაღლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის  მნიშვნელობაზე  მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. სემინარში მონაწილეობას მიიღებენ 7 ქვეყნის - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და თურქეთი - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და განიხილავენ იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომელთა განხორციელება შეიძლება მათ ქვეყანაში კორპორატიული ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის, საქართველოსა და ესტონეთის მთავრობის, ევროპის ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა ინსტიტუტების საერთაშორისო მომხსენებლები მიმოიხილავენ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს  და ისაუბრებენ ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რისკების შეფასების, ეფექტური შესაბამისობის პროგრამების შემუშავებისა და ბიზნეს ეთიკის რისკების დაძლევის შესახებ.

"კერძო სექტორი წარმოადგენს კარგად მომუშავე ეკონომიკის ხერხემალს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სემინარი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს ეთიკის  და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გაძლიერებას რეგიონში.  ყველა დაინტერესებული პირის  მხარდაჭერა, როგორიცაა მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და კომპანიები, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და მდგრადი შედეგების მისაღწევად ბიზნესის ხელშეწყობისა  და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით", განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში.

***

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაარსდა 1991 წელს ევროპის ისტორიის განსაკუთრებული მოვლენის, მის აღმოსავლეთ ნაწილში კომუნიზმის დაშლასთან დაკავშირებული გამოწვევის საპასუხოდ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ყველაზე დიდი ინვესტორია თავის რეგიონში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, აქვს  30-მილიარდიანი  კაპიტალი და AAA რეიტინგი სამი  ძირითადი სარეიტინგო სააგენტოდან (S&P, Moody’s and Fitch),  ბანკის ინვესტიციები ასევე იზიდავს  მსხვილ უცხოურ ინვესტიციებს იმ ქვეყნებში, სადაც ის ახორციელებს საქმიანობას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძირითადად კერძო საწარმოებში ახორციელებს ინვესტირებას, როგორც წესი, კომერციულ პარტნიორებთან ერთად. იგი აფინანსებს პროექტებს ფინანსურ და ეკონომიკის სექტორში, ახორციელებს ინვესტიციებს როგორც  ახალ, ასევე არსებულ კომპანიებში. იგი ასევე მუშაობს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებებთან  პრივატიზაციის მხარდაჭერის,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების რესტრუქტურიზაციისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქციონერია 68 ქვეყანა ხუთ კონტინენტზე, მათ შორის ჩინეთი და ორი სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია (ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკი). ის აწარმოებს მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს მთავრობებთან, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა ხელი შეუწყოს თავისი მიზნების განხორციელებას. ბანკი ასევე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს  37 ქვეყანაში- ცენტრალური აზიიდან სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთამდე და აქვს 40 ადგილობრივი ოფისი.

ძლიერი კორპორატიული მართვის პრაქტიკა უშუალოდ უკავშირდება "ჯანსაღ საბანკო პრინციპებს", რომელსაც  ბანკი იცავს მის საინვესტიციო ოპერაციებში. http://www.ebrd.com/home

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და მისი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის  ანტიკორუფციული ქსელის შესახებ 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია არის ფორუმი, რომელშიც მთავრობები ადარებენ და უზიარებენ ერთმანეთს პოლიტიკურ გამოცდილებას, ავლენენ საუკეთესო პრაქტიკას გამოწვევების ფონზე და ხელს უწყობენ ისეთი გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღებას, რომელიც  კეთილდღეობის საწინდარია.   ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობა, რომელიც გააუმჯობესებს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას მთელ მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.oecd.org.

1998 წელს დაფუძნებული აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი დახმარებას უწევს მის წევრ ქვეყნებს კორუფციის აღკვეთაში და მასთან ბრძოლაში. იგი უზრუნველყოფს რეგიონალურ ფორუმს ანტიკორუფციული საქმიანობის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დონორთა კოორდინაციის მიზნით რეგიონალური შეხვედრებისა და სემინარების, სწავლების პროგრამებისა და თემატური პროექტების მეშვეობით. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი ასევე წარმოადგენს სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის კერას. მიიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ვებგვერდზე www.oecd.org/corruption/acn/.

გაეროს განვითარების პროგრამის შესახებ

გაეროსგანვითარების პროგრამა საქმიანობას ეწევა დაახლოებით 170 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, რაც ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევასა და უთანასწორობის შემცირებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყნებს პოლიტიკის, ლიდერობის უნარების, პარტნიორობის შესაძლებლობების და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებაში შედეგების შენარჩუნების მიზნით.  მდგრადი განვითარების 2030 წლის პროგრამა შეიცავს საყოველთაოდ შეთანხმებულ მიზანს მშვიდობიანი, სამართლიანი და ყოვლისმომცველი საზოგადოებისთვის: მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) 16. მდგრადი განვითარების მიზანი 16 და მისი მიზნები კორუფციის შემცირების, ინსტიტუტების განმტკიცებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ არ არის  მხოლოდ იმთავითვე ღირებული მისწრაფებები. ისინი ყველა 17 SDG-ს მისაღწევად სასიცოცხლო მნიშვნელობის წინაპირობებია. გაეროს განვითარების პროგრამის მიზანია ანტიკორუფციული ინსტიტუტებისა და სისტემების გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დანერგვის ხელშეწყობა, ძირითად დარგებში კორუფციის რისკების შემცირება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მოქმედებების გაფართოება. 

„იმერეთი გრინერი“ - ევროკავშირის მხარდაჭერის წარმატებული მაგალითი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 18:14

ქართული ბოსტნეულის ევროპული ტექნოლოგიებით მოყვანა - იმერეთი გრინერის მთავარი მიზანია. ქართულ-ჰოლანდიურმა საწარმომ, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მიიღო დაფინანსება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რის შედეგადაც გაზარდა წარმოება და შესაბამისად მოგებაც.
დაარსებიდან, საწარმო მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაფართოვდა. სამტრედიაში მდებარე სასათბურე მეურნეობა უკვე 2 ჰექტარზეა გაშენებული. სალათის ფურცელი და კიტრი აქ ჰიდროფონიკის სისტემაზეა აგებულ სათბურში მოჰყავთ. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მეთოდია და მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სათბურში ბუნებრივ რესურსებსაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან: აქ გასათბობად გეოთერმულ წყაროებს იყენებენ. იმერეთი გრინერის სათბურში მოყვანილი სალათის ფურცლითა და კიტრით ცნობილ სუპერმარკეტების ქსელებსა და მაღალი კლასის სასტუმროებს ამარაგებს.
EU4Business და EBRD კომპანიის წარმატების ნაწილია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის - კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში, დახმარებით, 2016 წელს, კომპანიამ დანერგა ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სისტემა, რამაც ფინანსური ანგარიშგება გაცილებით ეფექტური, ხოლო ბანკებთან ურთიერთობა პროდუქტიული გახადა.
პროექტის ფარგლებში კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 380%-ით, წარმოება 75%-ით და თანამშრომლების რაოდენობა 129%-ით.
ჩვენი პროექტის შემდეგ, კომპანიამ მიიღო დაფინანსება, რითიც შესაძლებელი გახდა სათბურში LED განათების დამონტაჟება, რაც მოსავლის მოყვანის მდგრადობას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში.კომპანია გეგმავს სასათბურე მეურნეობის გაფართოებას იმერეთში და მსგავსი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მეურნეობის აშენებას სამეგრელოში.
„განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კომპანია გაფართოებასთან ერთად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ ამბობს ნათია ხელაია, იმერეთი გრინერის დირექტორი. კომპანიის ერთ-ერთი გეგმა თურქეთიდან იმპორტირებული სალათის ფურცლის ჩანაცვლებაა, ასევე, ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.

კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
EBRD-ის პროგრამამ „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. პროგრამა საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს მიიღონ 10,000 ევრომდე გრანტი და საკონსულტაციო მომსახურება თანადაფინანსებით.

დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 11:01

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჰარტვიგ შეიფერსა და ბანკის დელეგაციის წევრებთან აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები განიხილა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც 25 წელს მოიცავს. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე, აგრეთვე მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა მაღალი შეფასება მისცა რეფორმების განხორციელების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას და აღნიშნული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.  

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰარტვიგ შეიფერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე რეფორმები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მომდევნო სამოქმედო პროგრამაზე, რომლითაც განისაზღვრება თანამშრომლობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.  

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. 

ლიბერთი ბანკის 2017 წ. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ანგარიში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 იანვარი 2018 12:46

ვამაყობთ რომ 2017 წელს ლიბერთი ბანკის დახმარებით:

ü  50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგი და ბუნებრივი აირირომლის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმაუზრუნველყო მთელი წლის განმავლობაში

ü  ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy- ფარგლებში ჩვენ ონლაინ განათლებისხელშეწყობის პროგრამაში ჩავერთეთ

ü  ჩვენ შევძელით 700-ზე მეტი დაუცველი ოჯახის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების  ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა

ü  2014 წლიდან დღემდე მოქმედებს ‘სოლიდარობის ფონდის’ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე ჯამში600 000 ლარზე მეტი გადარიცხარითაც ჩვენ დავეხმარეთ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს

 

2017 წლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში -  https://libertybank.ge/ge/CSR2017 :

 

 

ლიბერთი ბანკისა და პირველი ნაბიჯის ახალი ინიციატივა ბავშვებისთვის „ვიმეგობროთ“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 13:28

ლიბერთი ბანკისა და პირველი ნაბიჯი საქართველოს ორგანიზებით მოეწყო ღონისძიება „ვიმეგობროთ“, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას თანატოლებთან.

ღონისძიებაზე პატარა ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ  ახალი მეგობრები და ერთად  ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის აღსაზრდელები არიან მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდებირომლებიც ვერ დადიან საჯარო სკოლებში და ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში. 

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია შექმნას და ამასთანავე ხელი შევუწყოს ისეთი პლატფორმების განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ნიჭი, შესაძლებლობები, შეიძინონ  განათლება და სასარგებლო უნარები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ არა მარტო საჭიროებების, არამედ უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ“. სწორედ, ამ საერთო ღირებულებით, უკვე სამი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფონდთან „პირველი ნაბიჯი საქართველო“. - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი პირველი ნაბიჯი 18 წელია ზრუნავს უზრუნველყოს სასარგებლო გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ღირსეული ცხოვრებისთვის.  დიდი მადლობა ლიბერთი ბანკს, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება ინიციატივების განხორციელებაში“ -  პირველი ნაბიჯის დირექტორი, თამარ ზაალიშვილი

 

რა წერილი დაუტოვა ბანკს 44 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობამდე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2016 15:01

44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა.  წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა. “პატივცემულო “რესპუბლიკა ბანკის” წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი… თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის”,- წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა.

გარდაცვლილის ბიძაშვილი შალვა ხოსრუაშვილი:

– უთქმელი კაცი იყო, არ ლაპარაკობდა თავის პრობლემებზე. თურმე ასეთ მძიმე მდგომარეობაში იყო და ამის შესახებ ერთი თვის წინ მითხრა. რაც შემეძლო ვეხმარებოდი. მაღაზია ჰქონდა სანზონაში, სადაც საგადასახადო შევიდა და 60 000 ლარით დააჯარიმა, შემდეგ ჯარიმების გარკვეული ნაწილი ჩამოაჭრეს, სესხი აიღო ბანკიდან, მაგრამ გადახდა ვეღარ მოახერხა. მიკროსაფინანსოს ვალებიც ჰქონდა, დოლარი რომ გაძვირდა ას დოლარზე ასი ლარით ზედმეტის გადახდა უწევდა, ადგა და თავი მოიკლა. ვეღარ გაუძლო პრობლემებს. ორი შვილი ობლად დატოვა 77 წლის მამასთან, საიდან უნდა არჩინოს ამ კაცმა ბავშვები. ცოლი ემიგრაციაში ჰყავს, სადაც მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.
– როდის მოიკლა თავი?
– ბოლოს 6 დეკემბერს ველაპარაკე, 7 დეკემბერს ტელეფონი გამორთო, 6 დღე ვეძებდით, პოლიციაც გვეხმარებოდა, მანქანა ეზოში ჰყავდა დატოვებული… მამამისმა გადაწყვიტა ავტოფარეხში შეეყვანა ავტომობილი და როცა შევიდა იქ ნახა გარდაცვლილი, თავი ჩამოიხრჩო. მანქანაში წინა სავარძელზე წერილი ჰქონდა დატოვებული, სადაც ბანკს სთხოვს მისი შვილები სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს. ვერ ვეუბნებით მამამისს, ეს სახლიც დაკარგულია უკვე, ვცდილობთ ბანკთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება, ოჯახი ღია ცი ქვეშ რომ არ დარჩეს, მამამისმა თუ გაიგო სახლის ამბავი ალბათ თვითონაც იგივეს გააკეთებს. ფაქტობრივად, მშიერი დარჩა მთელი ოჯახი, ლუკმა-პურის გარეშე, განადგურდა ყველა, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა პირობებმა ამ მდგომარებამდე მიგვიყვანა. ერთი შვილი აბიტურიენტი ჰყავს, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას არ ვიცი. ვისაც შეუძლია ყველას ვთხოვთ, ჩვენი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანოს და არ გაწიროს ოჯახი ქუჩაში დარჩენისთვის.

წყარო: ambebi.ge

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 16:16

2016 წლის 27 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3264  შეადგინა.

საქართველოს ბანკის დაყაჩაღების მცდელობა ქუთაისში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 16:23

ქუთაისში, “საქართველოს ბაკის” ერთ-ერთ ფილიაში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, რომელიც არსებული ინფორმაციით ბანკის დაყაჩაღებას გეგმავდა. შს სამინისტროს ცნობით ბანკიდან არაფერია წაღებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური