ამერიკაში 15 მილიონი დოზა ვაქცინა ნაგავში გადაიყარა
აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის დაახლოებით 15 მილიონი დოზა ვაქცინა, მის სხვა კომპონენტებში შერევის გამო გაფუჭდა და ნაგავში გადაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" New York Times– ზე დაყრდნობით ავრცელებს.
New York Times – ის თანახმად, ბალტიმორის ფარმაცევტულ ქარხანაში, სადაც Johnson & Johnson's და AstraZeneca-ს ვაქცინებს ამზადებენ, მათი სხვა კომპონენტებში შერევის გამო, 15 მილიონი დოზა ვაქცინა უვარგისი გახდა და ნაგავში გადაიყარა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოძიება დაიწყო.