ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2015 10:32

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი კომპლექსი დაათვალიერა. მთავრობის მეთაური მიმდინარე სამუშაოებს და პროექტის განვითარების ეტაპებს გაეცნო. აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტია, რომელსაც ახორციელებს ავსტრიული კომპანია "GAB Resorts Holding and Development GmbH-ის" შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს GIMG.

"ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც წასულები იყვნენ უცხოეთში და დაბრუნდნენ, ახორციელებენ ამ წარმატებულ პროექტს, ეს არის 25 ათასი კვადრატული მეტრი, სადაც მოწყობილია ბიზნესაპარტამენტები, ასევე გასართობი და დასასვენებელი სივრცე. ჯამში ორივე პროექტი დაჯდება 170 მილიონი დოლარი. ეს არის ქართული ინვესტიცია ჩვენს ეკონომიკაში,"-განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომპლექსი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად და მოიცავს სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრს, მულტიპლექსი/სინემა ცენტრს, საცხოვრებელ კომპლექსს Palm Apartment, ღია საცურაო აუზს და პავილიონს. ასევე, განთავსდება სხვადასხვა ტიპის აბანოები და რეკრეაციული ზონა. ამ დროისთვის ინვესტორს პროექტში 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპლექსის მართვასა და მომსახურებაში დასაქმდება ასეულობით ადამიანი.

 

შსს-მ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 16 აგვისტო 2015 12:44

საქართველოს შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გიორგი თ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ. 5 აგვისტოს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა, იარაღის მუქარით ბანკის მენეჯერსა და მოლარეებს ფული მოსთხოვა. ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბათუმში დააკავეს. პოლიციამ ნიღაბი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 01 აგვისტო 2015 15:48

აჭარაში ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფებოდა.  დელეგაციის წევრებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა.  

სამუშაო ვიზიტის ფარგლებშ დელეგაციის წევრები რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს შეხვდნენ. ჩინურმა მხარემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის მიმართულებები და საინვესტიციო გარემო განიხილა. საუბარი შეეხო სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ბათუმის საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებულ საკითხებს მომავალი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების ამუშავების შესხებ.   ასევე  ძილინისა და აჭარის რეგიონებს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების თემასაც.  

„დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. ჩვენ  ჩავერთვებით სხვადასხვა გამოფენებში, რომელიც გაიმართება  ჩინეთში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის  მიმართულებით. ვმუშაობთ ძილინის პროვინციასთან თან დამეგობრების საკითხზეც. 26 მილიონიანი პროვინციასთან თანამშრომლობა ჩვენი რეგიონისთვის ნამდვილად იქნება პერსპექტიული თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით. ვაპირებთ თანამშრომლობას სოფლლის მეურნეობის მიმართულებითაც“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს აჭარის რეგიონის მიმართ, განსაკუთრებით ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.  ახლო მომავალში გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ჩინეთში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაემგზავრებიან. აჭარა, როგორც რეგიონი,  მონაწილეობას მიიღებს  ჩინეთში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით.

„დღევანდელი შეხვედრისას საუბარი შეეხო ძილინის პროვინციასა და აჭარის რეგიონს შორის მომავალ თანამშრომლობას. ოქტომბერში საქართველოს მთავრობა გაემგზავრება  ე.წ.  „ჩინური დაოსის“ ფორუმზე, სადაც   დელეგაციაში აჭარის წარმომადგენლებიც იქნებიან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა,  ჩინეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ .

ორი დღის  განმავლობაში   კულტურული ღონისძიებების ფარგლებში  ჩინელმა სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმისა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობები. მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბოტანიკური ბაღი, ნობელების სახლმუზეუმი. დაესწრნენ ბათუმის დელფინარიუმის შოუ პროგრამას. ღამის ბათუმის დათვალიერების შემდეგ  მოინაახულეს მოცეკვავე ფანტანების ლაზერშოუ. ისინი ასევე გაეცნენ ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოს.

 

გვერდი 9/ 9-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური