ბათუმის ბავშვთა ცენტრში 9წლის ბავშვი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 11:28

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ცერებრალური დამბლის მქონე 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადააშაულებენ და ამბობენ, რომ სამედიცინო პერსონალმა პაციენტს სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

ბავშვის დედის, ინგა სანიკიძის თქმით, შვილი საავადმყოფოში 30 ოქტომბერს მაღალი სიცხით და ღებინებით მიიყვანა, რა დროსაც მას ექიმებმა გადასხმა გაუკეთეს. როგორც სანიკიძე ამბობს, ამის შემდეგ ბავშვს სიცხემ დაუკლო, თუმცა ექიმებმა მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და გამოკვლევები არ ჩაუტარეს, რის შემდეგაც მოზარდის მდგომარეობა გაუარესდა.

გარდაცვლილის ოჯახის ბრალდებებს უარყოფენ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში და განმარტავენ, რომ 30 ოქტომბერს მშობლებმა ბავშვის აავადმყოფოდან ხელწერილის საფუძველზე წაიყვანეს. მათი განმარტებით, საავადმყოფოში მეორედ მოყვანის შემდგ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული ნუკა ყარალაშვილი გახდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 16:44

გუშინ გვიან ღამით ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დასრულდა სილამაზის კონკურსის ფინალური ეტაპი. სილამაზის კონკურის „მის საქართველო-2015“-ის გამარჯვებული 24 წლის ნუკა ყარალაშვილი გახდა. 179 სანტიმეტრის სიმაღლის გოგონა თბილისიდანაა.

„მის საქართველოს" თქმით, იგი საერთოდ არ ოცნებობდა მოდელობაზე, თუმცა ამ საქმეს ხელი სერიოზულად 15-16 წლის ასაკიდან მიჰყო. "სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. ძალიან ბევრი ქართველი დიზაინერი მომწონს, გამოვყოფდი ავთანდილს, თამუნა ინგოროყვას და გიორგი შაგაშვილს. ასევე ატელიე კიკალას, რომელიც წელს პირველად იკო კვირეულზე. უცხოელებიდან კი თანამშრომლობას ივ სევ ლორენთან და ქლოესთან ვისურვებდი. მოდელისთვის მნიშვნელოვანია იყოს ფორმაში და იყოს კომუნიკაბელური, დამწყებ მოდელებსაც იგივეს ვურჩევდი იყვნენ ბუნებრივები", – აღნიშნა ნუკა ყარალაშვილმა.

„იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი მოდის სფეროში16 წლიდანაა ჩართული და როგორც თავად ამბობს, მოდელისთვის მთავარი კომუნიკაბელურობა და ბუნებრივობაა. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. როგორც ცნობილია, ნუკა მილანში სააგანტო THE ONE MODELS-სთან თანამშრომლობდა. მონაწილეობდა რომის მოდის კვირეულზე, ასევე დონა კარას  „ქლოეს“ და „ჯასთ კავალის“ შოურუმებზე.

„მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მფლობელი ნუკა ყარალაშვილი საქართველოს სილამაზის საერთაშორისო კონკურსებზე – „მის მსოფლიო“, „მის სამყარო“ და „მის ინტერკონტინენტალზე“ წარადგენს. კონკურსის ტოპ ხუთეული ასევე გაემგზავრება მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე.

“მის საქართველო 2015″-ის ორგანიზატორია სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრი“, რომელიც ამ კონკურსს 1996 წლიდან ატარებს. გასულ წელს საქართველოს ლამაზმანი ანა ზუბაშვილი გახდა.

შეგახსენებთ, რომ “I ვიცე მის საქართველო 2015” გახდა ვიქტორია კოჩეროვა, 20 წლის, თბილისიდან

“II ვიცე მის საქართველო 2015” - ანი ხარაზიშვილი, 22 წლის, თბილისიდან

“ვიცე მის საქართველო 2015” - მარიტა გოგოძე, 19 წლის, რუსთავიდან

“ვიცე მის საქართველო 2015”  - ქეთი შეყელაშვილი, 21 წლის, ქარელიდან

ნომინაციების მფლობელები გახდნენ:

“მის    მეგობრობა”  -  მაკუნა ამაშუკელი

“მის ტალანტი” - ელენა ტიტოვა

 “მის ფოტოგენურობა” - გრეტა შერგელაშვილი                                           

“მის ტელეგენურობ” - მარიამ შერაზადიშვილი

“ტოპ მოდელი” -  ნუკა ყარალაშვილი

 “მის ელეგანტურობა”   - მარიამ გუჩუა

 “მის გრაცი” -  თუთა საღარეიშვილი

 “მის ფიტნესი” - ანუკა სიხარულიძე

 “მის მომხიბვლელობა”  - ნანა დეისაძე

 “მის ექსტრავაგანტულობა” -  სალომე გიგაური

 “მის შარმი” - მარიანა მაქაძე

 “მის ინტელექტი” - ნინო ოკუჯავა

სარეკლამო კომპანია მაქსპრომის რჩეული - ნინა არჯევანიძე

კომპანია  Jungle Fever  Georgia-ს რჩეული -  ანი ხარაზიშვილი                     

ენერგეტიკული სასმელი “შარკის” რჩეული - მარიამ გუჩუა

“მის საქართველო 2015”-ს  გადაეცემა მთავარი პრიზი, საოცნებო ავტომობილი MINI COOPER COUPE, რომელიც დააწესა კომპანიამ  “ომეგა მოტორსი”.

 

საქართველოს პროკურატურაში საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 21:43

საქართველოს პროკურატურაში საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის თემაზე ტრენინგი ჩატარადა. ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით მოეწყო და მას ინტეგრირებული საზღვრის მართვის სისტემის ექსპერტი მარკ რიჩმონდი უძღვებოდა.
სწავლება მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვრის ინტერირებული მართვის თემაზე, ასევე არალეგალურ მიგრაციისა და ტრანსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განიხილებოდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა.
ტრენინგი ბათუმში ჩატარდა და მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატებიც გადაეცათ.
აღნიშნული სასწავლო კურსი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე წელს უკვე მეორედ ჩატარდა. პირველ ტრენინგს 2015 წლის ივლისში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უმასპინძლა, რომელშიც სამივე უწყებიდან 21 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ერთობლივი ტრენინგების მიზანია ჩამოყალიბდეს საერთო მიდგომა, მოხდეს არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად უფრო თანმიმდევრული მიდგომების ჩამოყალიბება.

ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 92-ე წლისთავი აღინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 23:06

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დღეს სასტუმრო „ლეოგრანდში“ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 92-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო და დღესასწაული მიულოცა. ღონისძიებას, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება, აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
"პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე! თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან უკვე 92 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა სწრაფი ტემპით განვითარდა და იგი დღეს ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული ქვეყანაა.
მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიხარია დღეს იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი სახელმწიფოების თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული სფეროების ფართო სპექტრს მოიცავს და მრავალმხრივ წარმატებით ვითარდება. ორი ქვეყნის მოქალაქეები ურთიერთმიმოსვლისას სარგებლობენ ლიბერალური რეჟიმით, რომელიც პირადობის მოწმობით შესვლის უფლებას გულისხმობს.
საქართველოსა და თურქეთს შორის ასევე მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორმხრივად განსაზღვრავს შეღავათებს დაბეგვრის კუთხით და ხელს უწყობს სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. გარდა ამისა, გაფორმებულია და ძალაშია შეთანხმება ბათუმის აეროპორტის ერთობლივი გამოყენების შესახებ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ბათუმში განხორციელებულ უცხოურ ინვესტიციებს შორის სწორედ თურქული ინვესტიციების წილი ლიდერობს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც იგივე წარმატებით გაგრძელდება და განვითარდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს და ვუსურვებ თურქეთის რესპუბლიკის თითოეულ მოქალაქეს და აქ დამსწრე საზოგადოებას წინსვლასა და წარმატებას“ - განაცხადა მთავრობის თავმჯომარემ სიტყვით გამოსვლისას.

სოცილაურად დაუცველები ბათუმში აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 14:16

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ბათუმის მერიასთან ღამე გაათენეს. ისინი თავშესაფარს და სოციალური დახმარების აღდგენას მოითხოვდნენ.

ბათუმის მერიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები და ღია ცის ქვეშ დარჩნენ, რადგან ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ.

სოციალურად დაუცველი ოჯახები ბათუმის მერისგან ყურადღებას და მათი პრობლემების გადაჭრას მოითხოვენ.

ბათუმი კიდევ ერთ ქალაქთან დამეგობრდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 18:32

თბილისში გამართული ფორუმის  „აბრეშუმის გზა“ ფარგლებში ბათუმსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უიღურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩის შორის დამეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

გადაწყვეტილება მეგობრული კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტების გაღრმავებას, მეგობრობის განმტკიცებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მხარეები ითანამშრომლებენ ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანმრთელობის  მიმართულებით, რათა ხელი შეუწყოს საერთო კეთილდღეობასა და განვითარებას. შენარჩუნდება ხშირი კონტაქტები ლიდერებსა და სხვადასხვა  მიმართულებით ხელმძღვანელ პირებს შორის, რათა ხელი შეეწყოს კონსულტაციების გამართვასა და თანამშრომლობას საერთო საკითხებზე.

მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ურუმჩის მერმა ილჰამ საბირმა მოაწერეს ხელი. ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სინძიანის პროვინციის ხელმძღვანელი ქსეკერატ ზაკირი დაესწრნენ.

 

"ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს მეზობლებთან საუკეთესო ურთიერთობები გვქონდეს და ამის ნათელი მაგალითი საქართველოა"-იასინ თემიზქანი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:25

თურქეთის რესპუბლიკის გენერალურკონსული ბათუმში იასინ თემიზქანი უკვე ერთი წელია რაც ამ თანამდებობაზე მუშაობს და როგორც იგი აცხადებს, უკანასკნელ ხანებში ქართულ-თურქული ურთიერთობები აჭარას და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის ძალიან ინტენსიურიხდა. „როგორც ეტყობა ამ ურთიერთობებს მომავალში კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა გააჩნია“, დარწმუნებულია თურქი დიპლომატი.

„პირველ რიგში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება აქვთ უვიზოდ, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე იმოგზაურონ თურქეთსა და საქართველოში. ამის მსგავსი მაგალითები ძალიან იშვიათია და თურქეთის მოქალაქეებს, მხოლოდ ჩრდილოეთ კვიპროსში აქვთ ანალოგიურად მგზავრობის შესაძლებლობა. რაღა თქმა უნდა ეს ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ მიმოსვლას. ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 3 მილიონი თურქეთის მოქალაქე სარგებლობს ამ შეღავათით და კვეთს თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს“, - აღნიშნა თურქეთის გენერალურმა კონსულმა.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, არის ის, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი გამოიყენება, როგორც ერთობლივი აეროპორტი, ანუ თურქეთისთვის შიდა  რეისების შესასრულებლად, ამბობს იასინ თემიზქანი. „მაგალითისთვის გეტყვით, რომ ართვინის რეგიონის მოსახლეობა ინტენსიურად სარგებლობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით. ისინი ბათუმში შემოდიან და თვითმფრინავით თურქეთის რომელიმე ქალაქში მიემგზავრებიან. შემდეგ კი ისევ ბათუმის გავლით უკან სახლებში ბრუნდებიან“.

გარდა ამისა აჭარაში დღეისათვის 3 ათასამდე თურქეთის მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა შორისაც არიან ინვესტორები, ბიზნესმენები, სტუდენტები და სხვა. ასევე აჭარაში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს დაახლოებით 400 თურქული კომპანია, რომლებსაც დასაქმებული ყავთ 20 ათასამდე საქართველოს მოქალაქე.  აჭარაში ჩადებული ინვესტიციების 80 პროცენტი, კი სწორედ თურქული ინვესტიციაა. ეს ყველაფერი, მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივ ურთიერთობებს. ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია სწორედ თურქული ინვესტიციაა და ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტიც თურქეთიდან შემოდის საქართველოში. ასევე ძალიან ბევრი მოქალაქე ერთი წლით და მეტით მიემგზავრება თურქეთში სამუშაოდ, ასევე სეზონური სამუშაოებისთვის უამრავი მოქალაქე გადადის თურქეთში. გენერალური საკონსულო ბათუმში სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. ბუნებრივია თანამშრომლობა რაღა თქმა უნდა უფრო ინტენსიურია აჭარის მეზობელ რეგიონებთან - ართვინი, რიზე და ტრაბზონი. გასულ წელს აჭარის მთავრობის თავჯდომარე და მინისტრები, ქალაქის მერთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სამივე რეგიონში. როგორც მოგეხსენებათ ტრაბზონი და ბათუმი დაძმობილებული ქალაქები არიან და დამეგობრების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივი კონცერტიც კი მოვაწყვეთ, იხსენებს გენერალური კონსული.   

მისივე თქმით, ასევე ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებშიც. ორი თვის წინ თურქეთის საკონსულოს ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ამ რეგიონების და ბათუმში განთავესებული უნივერსიტეტების რექტორებს შორის. „კოლეგები მოვიწვიეთ ართვინიდან, რიზედან და ტრაბზონიდან. რექტორების  რიგით მეორე შეხვედრა ტრაბზონში ჩატარდა, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ჩვენი მიზანია, რომ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობები სისტემატიური და უფრო აქტიური გახდეს. აუცილებელია როგორც ლექტორ-მასწავლებლების გაცვლა, ასევე სტუდენტების გაცვლითი პროგრამების უფრო ხშირად განხორციელება. ასევე ჩამოთვლილი რეგიონებიდან კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები შევახვედრეთ ერთმანეთს და ასეთივე შეხვედრა უახლოეს მომავალში ართვინში ჩატარდება“.

როგორც იასინ თემიზქანი აცხადებს, აჭარასა და თურქეთის მოსაზღვრე რეგიონები კულტურის, ტურიზმის და სპორტის სფეროებშიც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამ ურთიერთობების განვითარებას მომავალშიც აპირებენ. „ასევე ჩვენი ერთ-ერთი პროექტია, ურთიერთობების გაღრმავება აჭარის რეგიონსა და ბურსას და სტამბულს შორის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები იანვარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სტამბულში, და ბურსაში, სადაც შეხვდნენ გუბერნატორებს, მერებს, აგრეთვე საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. პრეზენტაციის სახით მათ გააცნეს აჭარის რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო. ამის შემდეგ საპასუხო ვიზიტით ბურსას ხელმძღვანელობა ეწვია აჭარის რეგიონს. ჩვენ განხორციელებული გვაქვს არაერთი პორექტი, რომელიც ემსახურება აჭარის ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას. ასევე ბათუმის პოპულარიზაციას თურქეთში. ამასთანავე ჩვენ ბურსაში და სტამბულში გავაგზავნეთ ბათუმელი მხატვრები. 12 მხატვარი 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთის დიდ ქალაქებში, სადაც მხატვრებმა ტილოზე გადმოიტანეს ბურსას თემატიკა.  უახლოეს მომავალში კი იქ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა ბათუმში მოეწყობა. ბათუმელი მხატვრების ასევე სტუმრობდნენ სტამბულს და მათი გამოფენა გაიხსნა ტაქსიმის მოედანზე. გამოფენის გახსნის ცერემონიალს  აჭარის კულტურის მინისტრი და ბათუმის მერი ესწრებოდა. ამ ღონისძიების მასპინძელი  სტამბულის მერია იყო. ისევე, როგორც ბურსაში ბათუმელმა მხატვრებმა ტილოზე გადმოიტანეს სტამბულის თავისებურად უნიკალური თემატიკა. სწორედ ამ ნამუშევრების გამოფენა ახლო მომავალში გაიმართება ბათუმში“, - ხაზს უსვავს გენერალური კონსული.   

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, იმისათვის რომ ორი ერის წარმომადგენლებმა უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი, საჭიროა თურქეთის დიდ ქალაქების სტამბულის, ბურსას და იზმირის მონახულება. „აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხელოვნების მოღვაწეებს უფრო კარგად გავაცნოთ თურქეთი. მაგალითად საკონსულოში  ფუნქციონირებს თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ენის შესწავლა. შარშან ასეთი მსმენელი 800-მდე იყო. გასულ წელს წარჩინებული სტუდენტები ბურსაში გავაგზავნეთ. ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს თურქოლოგიის ფაკულტეტი და შესაბამისად ნევშეჰირში ექსკურსიაზე წავიყვანეთ ამ სასწავლებლის სტუდენტები“, - ამბობს იასინ თემიზქანი.

რაც შეეხება მომავალ თაობას, როგორც ცნობილია 23 აპრილი თურქეთში აღინიშნება ბავშვთა დაცვის დღე და ამასთან დაკავაშირებით თურქეთის გენერალურმა საკონსულომ თურქი და ქართველი ბავშვები  შეახვედრა ერთმანეთს. აჭარის 250-მდე სკოლის მოსწავლე გაემგზავრა თურქეთში და ისინი თურქეთის 5 ქალაქში იმყოფებოდნენ. აჭარის რეგიონიდან ჩასული ბავშვები თურქულ ოჯახებში ცხოვრობდნენ. ეს პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად განხორციელდა. ასეთი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ორი ქვეყნის ბავშვების დაახლოებას და დამეგობრებას. რაღა თქმა უნდა ასეთი სახის პროექტები მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მეზობლებთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა და ამის ნათელი მაგალითია ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასევე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდეს, ვინაიდან ჩვენს კულტურაშია მიღებული ასე, რომ როდესაც შენი მეზობელი კარგად გრძნობს თავს და კარგად ცხოვრობს, მაშინ ჩვენც კარგად ვგრძნობთ თავს. ხოლო როდესაც ჩვენი მეზობელი შეწუხებულია, შესაბამისად ჩვენც ცუდად ვგრძნობთ თავს. ამიტომ ჩვენს ქვეყნებს საერთო მომავალი აქვს და აქედან გამომდინარე შევეცდებით ეს მომავალი ყველასათვის სასიამოვნო და მიმზიდველი გავხადოთ“, - აცხადებს თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

 

სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:25

ბათუმის  ხელოვნების მუზეუმში სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო  სცენოგრაფის მიერ სუხიშვილების ანსამბლისთვის სხვადასხვა დროს შექმნილი ესკიზები და კოსტიუმები.  

ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ექსპონატებთან ერთად, სოლიკო ვირსალაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას გაეცნოს.   

აჭარაში ახალი პროექტის „მწვანე ქალაქები“ განხორციელება იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 26 სექტემბერი 2015 16:06

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სასტუმრო „რადისონში“ პროექტის „მწვანე ქალაქები“ პრეზენტაციას დაესრო. პროექტის თანახმად ქალაქ ბათუმსა და აჭარის რეგიონში მთლიანად იწყება ინტეგრირებული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარება ( ISTBAR). პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ეროვნულ დონეზე და მწვანე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მექანიზმების ფორმირებას.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მიერ დაფინანსებული პროექტი 2015 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე განხორციელდება და მას აჭარაში ლაშა ნაკაშიძე უხელმძღვანელებს. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
პროექტის მთავარი ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია ოთხი ძირითადი კომპონენტის განხორციელება: I. ინტეგრირებული მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარების გეგმის შემუშავება ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის; II. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება ქალაქ ბათუმში დაბალემისიანი ტრანსპორტის განვითარებისათვის; III. პირდაპირი კაპიტალური ინვესტიციების მხარდაჭერა ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული სატრანსპორტო სისტემის დანერგვისათვის; IV. დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (მიზანშეწონილობის) დასაბუთებისა და ფუნქციონალური გეგმების შემუშავება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებისათვის, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა ეროვნულ დონეზე.
25- 27 სექტემბერს, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების სამიტზე ნიუ-იორკში, მსოფლიოს ლიდერების მიერ მოხდება ახალი გლობალური დღის წესრიგის მიღება - მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ . მიღებული დოკუმენტი ჩაანაცვლებს ათასწლეულის განვითარების მიზნებს 2015 წლის შემდეგ. ახალი დღის წესრიგი გააერთიანებს განვითარების ურთიერთდაკავშირებულ შემადგენლებს, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზიურობა და გარემოს დაცვა. სწორედ ამ საკვანძო ელემენტებს ეფუძნება როგორც გაეროს განვითარების პროგრამის 23-წლიანი მოღვაწობას საქართველოში ზოგადად, ასევე ახალი ინიციატივა აჭარის რეგიონში.

დიმიტრი ქუმსიშვილი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის Ad Black Sea-ს გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 13:10

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის “Ad Black Sea”-ის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი 24-27 სექტემბერს ბათუმში იმართება. ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა და ბათუმის მერია.

მისასალმებელ სიტყვაში, დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებს და მათ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მინისტრის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო ფესტივალები გაზრდის საქართველოს ცნობადობას.

ფესტივალის გახსნას ასევე დაესწრნენ აჭარის ავტონომიის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები.  

ფესტივალის გახსნაზე ორგანიზატორების მიერ იმედი გამოითქვა, რომ Ad Black Sea მალე დაიკავებს თავის ადგილს ევროპის საფესტივალო რუკაზე და ძალიან მალე შეძლებს, რეგიონული მნიშვნელობის ფორუმად გარდაიქმნას, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს რეკლამის ინდუსტრიის განვითარებაზე. 

ბათუმის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად სპეციალისტები მსოფლიოს 20 ქვეყნიდან ჩავიდნენ.  

4 დღის განმავლობაში, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები, რაც შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი და დარგობრივი სპეციალისტებისათვის, ბიზნესმენებისათვის, მეწარმეებისათვის განავითარონ და გააღრმავონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ რჩევები და ინსპირაცია მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტებისაგან. ფესტივალის მონაწილეებს შეეძლებათ შეხვდენენ, მოისმინონ და გაიცნონ სარეკლამო სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ევროპიდან და ამერიკიდან, გაუზიარონ მათ თავისი ხედვები, ნახონ სხვადასხვა ქვეყნებში შექმნილი ნამუშევრები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში.

ფესტივალის მიმართულებებია: საგანმანათლებლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც შედგება სამი კატეგორიისგან (საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა). 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური