პროსტიტუცია ბათუმის სასტუმროებსა და დისკოკლუბებში

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 09:55

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1953 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ ი. და 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უსუფ თ. დააკავეს, ხოლო 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლეილა კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ბათუმში, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმროებისა და დისკოკლუბების ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებისა და დისკოკლუბების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 17:15

ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი შენობა აშენდება. ადმინისტრაცია ამ დრომდე დროებით ოფისში მუშაობდა. საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ. 

დღესვე დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. 

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. ეკონომიკის მინისტრმა დღესვე საზღვაო აკადემიის კურსანტებს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ლექცია წაუკითხა.

ბათუმში ახალი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა იწყება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 15:36

ახალი თანამედროვე სტადიონის პრეზენტაცია ბათუმში. სტადიონი თურქული კომპანიის პროექტით აშენდება.

დეტალები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად წარმოადგინა.

სტადიონის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2018 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს ბათუმის სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და UEFA-ს სტანდარტებით აშენდება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ახალი სახელობითი სტიპენდიანტები ჰყავს!

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 15:54

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ექვსი სახელობითი სტიპენდიანტი ჰყავს. საიუბილეო წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგა შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია, რომლის პირველი მფლობელი „თურქეთის მცოდნეობის“ სპეციალობის III კურსის სტუდენტი ბექა მაკარაძე გახდა. ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდია ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტ თამაზ დავითაძეს დაენიშნა, სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სტიპენდია - მაგისტრანტ თინიკო პაპიძეს, აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის სტიპენდია - მაგისტრანტ ნათია მახარაძეს, პროფესორ როლანდ კომახიძის სახელობის სტიპენდია - მაგისტრანტ ნათია ტარიელაძეს, ხოლო პროფესორ აბელ სურგულაძის სახელობის სტიპენდია - მაგისტრანტ ნაირა გუნდაძეს. ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია სტუდენტებს ულოცავენ  წარმატებას.

დასავლეთში,მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 10:12

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე, მდინარე ჩხარას ადიდების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ადიდებულმა მდინარემ, ზესტაფონი ქუთაისის დამაკავშირებელ დროებით გზას ძირი გამოაცალა და ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა.

სწორედ ამიტომ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება. საგზაო დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ აღდგენითი სამუშაოები დღესვე დასრულდება და გზა დღის ბოლომდე გაიხსნება.

ქობულეთში ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად,საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 09:55

ქობულეთში ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დაზიანდა. ქარმა აღმაშენებლის გამზირზე ხეები მოგლიჯა, რის გამოც შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

სტიქიას ებრძოდნენ ჩაქვშიც, სადაც სურმანიძეების სახლი მთლიანად დაიშალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მახინჯაურში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქვა. შემთხვევა რკინიგზის სადგურზე მოხდა, რის გამოს ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეუძლებელი იყო.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 21:19

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, როგორც ადგილობრივები ყვებიან უკვე შეუძლებელი ხდება ავტომობილით გადაადგილება. ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე კი , ქარმა ხეები მოგლიჯა, ზღვისპირა ქალაქში სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესო აქცია მიმდინარეობს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 18:05

"რუსთავი 2 მარტო არ არის" - ამ ლოზუნგით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი მთავრობას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მოსამართლე ურთმელიძემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თუ საჭირო გახდება თბილისში ჩამოვლენ და იქ დაიცავენ „რუსთავი 2“-ს.

ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას რიგითი ბათუმელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალი დეტალები ბათუმში ნაპოვნ გარდაცვლილ ჩვილზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 12:57

ბათუმში, ყოფილი პროზექტურის შენობაში ბავშვებმა თამაშის დროს შემთხვევით ჩვილის ცხედარი იპოვეს. მშობლებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 

ირკვევა, რომ ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო ლაბორატორია, რომელშიც სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები ცდებს ატარებდნენ და პრაქტიკულ კურსს გადიოდნენ. ვარაუდობენ, რომ ახალშობილის ცხედარიც აქ ამ მიზნით, წლების წინ მოიტანეს და ფორმალინის ხსნარში ინახავდნენ. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ანალიზისა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, დეტალები გაირკვევა.

შენობა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ქალაქის მთავარი პროზექტურა გრიბოედოვის ქუჩიდან, რომელიც ბათუმის ცენტრად ითვლება, გარეუბანში 10 წლის წინ გადაიტანეს. 

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყება წერს, რომ საქმე აღძრულია სსკ-ის 115-ე,  მუხლით. მათივე ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი 25 წლის წინანდელ ლაბორატორიას ეკუთვნის.

საზარელი შემთხვევა ბათუმში -ჩვილის ცხედარი ქილაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:20
ბათუმში ჩვილის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ცხედარი ყოფილი პროზექტურის ტერიტორიაზე ბავშვებმა იპოვეს. მათივე თქმით, ჩვილი დიდი ზომის ქილაში იყო და ქილა გატეხეს. ადგილზე ამ დროისათვის პოლიცია მუშაობს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური