ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:18

 ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურნენ და სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

ბათუმელი ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლებიდან ე.წ. ოდეერების გაყვანას, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების პრივილეგირების შეწყვეტას და მათ საქმიანობაში ჩაურევლობას ითხოვენ. 

სტუდენტები ამბობენ, რომ თსუ-ში მიმდინარე პროცესები, ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმაღლეს სასწავლებლებში არსებული სიტუაციის გამოძახილია. 

„ბათუმის წყლის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 17:08

ხმაურიანი სკანდალის შემდეგ "ბათუმის წყლის" დირექტორი ალექსანდრე მიქელაძე გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგა. 
"საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, ბათუმში მომხდარ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც კომპანია შპს "ბათუმის წყლის" დირექტორს ალექსანდრე მიქელაძეს უკავშირდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ესაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი. რაც შეეხება ალექსანდრე მიქელაძეს, გამოძიებისა და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მან გამოძიების პერიოდში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიქელაძის განცხადება დააკმაყოფილა" - ნათქვამია განცხადებაში. 
ბათუმის წყლის” დირექტორის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან სასწრაფოდ გადაყენება მოითხოვა დღეს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნოდარ ჯავახიშვილის უწყებას საკითხის დეტალურად გარკვევა დაავალა.

მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ყველა საჯარო მოხელეს, იყვნენ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების.

შეგახსენებთ,რომ გავრცელებული ინფორმაციით “ბათუმის წყლის” დირექტორ ალექსანდრე მიქელაძეს ერთ-ერთმა რესტორანმა ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.

ბათუმში ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:46
ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შევიდა. სამხედრო-საზღვაო შენაერთი ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშით მცურავი 4 ხომალდით არის დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ხვალ კი ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო, ჩამოვა.

აჭარის მთავრობის შეთავაზებაზე ბათუმის მერი უარს აცხადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 10:46

აჭარის მთავრობის შეთავაზებაზე ბათუმის მერი უარს აცხადებს. საუბარია ბულვარის მართვის მერიისთვის გადაცემის საკითხზე. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბულვარს მხოლოდ წლის ბოლოს, ანუ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, როდესაც იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. 

მერი მიიჩნევს, რომ პროცესი სამართლებრივ სირთულეებს შექმნის. გარდა ამისა, ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე მენეჯმენტის შეცვლა შეფერხებებს გამოიწვევს. 

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე განიხილა.

ბათუმში დიდთოვლობის გამო,მოსახლეობას გადაადგილება უჭირს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 16:56

ორი დღეა ბათუმში გადაუღებლად თოვს. მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილება უჭირთ. გადაადგილება გართულებულია ტრანსპორტისთვისაც. ყველაზე რთული მდგომარეობა ძველი ბათუმის ტერიტირიაზეა, სადაც მოყინულ ქუჩებს  სახლების სახურავიდან გადმოვარდნილი თოვლი ემატება და ქუჩებში გავლა შეუძლებელი ხდება.

მოსახლეობა ქალაქში არსებულ ანტისანიტარიაზეც საუბრობს. მათი თქმით, უკვე რანდენიმე დღეა,  რაც დასუფთავების სამსახურს ნაგვის ურნები არ გააქვთ. 

ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 11:17

დიდთოვლობის გამო, ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
 ბათუმის მერისგანცხადებით, მერიამ ბაღებში სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო მიიღო.

სასწავლო პროცესი ასევე შეწყვეტილია ქობულეთსა და ხელვაჩაურის ბაღებში.
რაც შეეხება სკოლებს, როგორც “ნიუდეიმ“გაარკვია,ასწავლო პროცესი შეწყვეტილია ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთის ყველა სკოლაში.
რაც შეეხება მაღალმთიან აჭარას, ხულოსა და შუახევის რაიონებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ქედის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სკოლებში.

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 10 იანვარი 2016 11:58

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული გოჩა მ. დანაშაულის ადგილას , ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გოჩა მ. ყაჩაღურად თავს დაესხა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სლოტ-კლუბ „ვეგასს“, კლუბის დაცვის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა და თანხის გატაცებას შეეცადა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ზღვისპირა ქალაქში ახალ წელს თოვლით შეხვდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2015 12:46

ახალ წელს ბათუმი თოვლით ხვდება. ზღვისპირა ქალაქში გადაუღებლად თოვს. ბათუმში ნალექს პრობლემები არ შეუქმნია.

ქალაქში საახალწლო განწყობაა. სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმში თოვა გაგრძელდება.

ჩხუბი აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატსა და მოქალაქეს შორის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 10:19

დაპირისიპირება ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში.  ბათუმის ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვას ხმაური მოჰყვა .  შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში განსხვავებული მოსაზრებების გამო უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დავით ბაციკაძეს და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ბულვარის განვითარების კონცეფციის განხილვა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა იმ მიზეზით, რომ მათთვის შეხვედრა სიტყვა პასუხის რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. ექსტაზი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 13 დეკემბერი 2015 11:40

საქართველოს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ჭ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3669 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური