ბათუმში ანბანის კოშკი იხსნება
ახალი შიდა ავიარეისები ბათუმის მიმართულებით
24 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან შესრულდება. ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ავიაბილეთის საწყისი ფასი 50 (ერთი გზა) დოლარი იქნება, რომელსაც ყაზახური კომპანია “SKYBUS”შეასრულებს. ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის მიმართულებით ქართული ავიაკომპანია „სერვისეარი” იფრენს, ავიაბილეთის ფასი80 ლარი იქნება.
Skybus-იბათუმი-თბილისი-ბათუმისმიმართულებითშიდარეისებს 24 ივნისიდან 27 სექტემბრისჩათვლითყოველორშაბათს, ოთხშაბათსადაპარასკევს 50-ადგილიანი CRJ100 ტიპისსაჰაეროხომალდითშეასრულებს.
ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარისმიმართულებითრეისები 21 ივნისიდანდაიწყო, რომელსაც ავიაკომპანია„სერვის ეარი” განახორციელებს. კომპანიაყოველსამშაბათს, ხუთშაბთსადაკვირას 17 ადგილიანი L410 საჰაეროხომალდითიფრენს.
ფრენებისგანრიგი:
ორშაბათიდაოთხშაბათი:
ბათუმი-თბილისი: 07:30
თბილისი-ბათუმი: 09:00
პარასკევი:
ბათუმი-თბილისი: 19:25
თბილისი-ბათუმი: 20:50
სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა:
ნატახტარი - ბათუმი: 09:00
ბათუმი - ნატახტარი: 11:00
ყაზახური ჩარტერული ავიაკომპანია SKYBUS დაარსდა 2008 წელს. ავიაკომპანიის ფლოტი მოიცავს ორ 50 ადგილიან CRJ-100 ტიპის ავიახომალდს. ამჟამად ავიაკომპანია ასრულებს ჩარტერულ რეისებს ყაზახეთის 8 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, ხოლო 24 ივნისიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს შიდა ფრენებს ბათუმი-თბილისი-ბათუმის მარშრუტით.
კომპანია "სერვის ეარი" 2004 წლიდან ქვეყნის შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს. 2007 წლიდან დღემდე კომპანია ჩარტერტული და რეგულარული ავიარეისებით მესტიის მიმართულებით ნატახტარის აეროდრომიდან L410 ტიპის 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით დაფრინავს, ხოლო 2016 წლიდან "სერვის ეარი" რეგულარულ ავიარეისებს მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.
თბილისი-ბათუმისა და ნატახტარი-ბათუმის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტებისგაერთიანების“ ინფორმაციით, 24 ივნისიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა დაპარასკევს შესრულდება შიდა ავიარეისები ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
ფრენებს 50 ადგილიანი CRJ100-ის ტიპის საჰაერო ხომალდით ყაზახური ავიაკომპანია “SKYBUS" შეასრულებს,
ხოლო მიმდინარე წლის 21 ივნისიდან ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას ავიაკომპანია “სერვისეარი”შეასრულებს ავიარეისებს ნატახტარი - ბათუმი - ნატახტარის მიმართულებით 17 ადგილიანი L410 ტიპისსაჰაერო ხომალდით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ აჭარის რეგიონში, ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის ბულვარის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან. გიორგი მღებრიშვილმა შენობა და ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს „ბათუმის ბულვარის“ დაცვის განყოფილების ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებისთვის ყველა სამუშაო პირობაა შექმნილი. ეს უკვე მეხუთე ახალი შენობაა, რომელიც დაცვის პოლიციამ, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) შემდეგ, ბათუმში გახსნა.
პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წელს აქტიურად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაცვის პოლიციის 20-მდე შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობაა დაგეგმილი.
ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული არჩილ ფ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი ა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
14 აპრილს EXPOMED BATUMI 2016 გაიხსნება
ბათუმის დელფინარიუმი დროებით არ იმუშავებს
ბათუმის დელფინარიუმმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სარემონტო სამუშაოები იწყება, რის გამოც ერთი თვის განმავლობაში დელფინარიუმი დახურული იქნება. დელფინების შოუ აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.
ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N1-ში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ემ-კვადრატს“ 289 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა. საინვესტიციო პირობების მიხედვით, 18 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება. ახალაშენებულ კომპლექსში შპს „ემ- კვადრატი“ ობიექტის მიწისზედა მეორე სართულზე 190 000 დოლარის ღირებულების გარემონტებულ საოფისე ფართს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
კომპლექსის აშენებიდან ერთი თვის ვადაში კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისთვის ბათუმში არანაკლებ 150 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობით უზრუნველყოფას. მუზეუმში არსებული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებისა და სხვა მოძრავი ქონების ტრანსპორტირებაც უსასყიდლოდ მოხდება .
ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა
ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB” გაიხსნა.
103 პაციენტზე გათვლილ ჰოსპიტალში 400 ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. პრემიერ მინისტრი გახსნის ცერემონიალს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება გავხსნათ ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობის და მეგობრობისა. ეს იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება. ჩემს ახალგაზრდობაში მქონდა ბედნიერება მესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ჩემი პირველი სპეციალობით ექიმი გახლავართ და დღეს ნამდვილად კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც ექნება საშუალება ასეთ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი კვირიკაშვილმა, ჰოსპიტალში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეს ექიმ კარდიოლოგ ისმეტ მიქელაძეს.
საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
კვირიკაშვილი ბათუმის თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აჭარაში ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერა.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის შენობის ფასადს რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობას პირველადი სახე დაუბრუნდება. პროექტის თანახმად, რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება თეატრის ჭაღს, შიდა ინვენტარს. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობა. შეიცვლება გათბობა - ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად, პირველ სართულზე, თეატრის მუზეუმი განთავსდება. ფოიეში კი ლიტერატურული კაფე გაიხსნება.
თეატრისთვის სიახლეს წარმოადგენს სამი სასტუმრო ნომრის მოწყობა, რომლითაც მოწვეული რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები ისარგებლებენ. მნიშვნელოვანია შენობაში დამატებით მცირე სცენის მოწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს სამი სცენა ექნება. დამონტაჟდება სინქრონული თარგმნის აპარატი, რაც ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს საშუალებას მისცემს საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს.
თეატრის რეაბილიტაცია 2015 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 2017 წლისათვის დასრულდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.