EUPHORIA - მაღალი კლასის სასტუმრო ბათუმში მალე გაიხსნება
მარიამ ბოლქვაძემ ბათუმის ტურნირი მოიგო
18 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბათუმის 10-ათასიანი ტურნირი მოიგო. ფინალში მარიამის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი, რუსი ალეკსანდრა პოსპელოვა იყო, რომელიც ანგარიშით 6:4, 7:6 (10:8) დაამარცხა. ბოლქვაძე მე-2 ტიტულთანაც ახლოს იყო და წყვილთა ტურნირის მოგებამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. ფინალურ მატჩში მარიამი და კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი თათია მიქაძე უკრაინელ ალიონა ფომინასთან და რუს მარგარიტა ლაზარევასთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ.ხვალიდან მარიამ ბოლქვაძე თელავის საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდი 25,000 დოლარია.
თელავის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში პირდაპირ 6 ქართველი გოგონაა დაშვებული. ეკატერინე გორგოძეს პირველი განთესვა აქვს და პირველ მატჩს უკრაინელ დაიანა იასტრემსკაიასთან ჩაატარებს. სოფო ქვაცაბაია რუს ანასტასია ფროლოვას ეთამაშება, მარიამ ბოლქვაძე – ბოსნიელ დეა ჰერძელასს, ანა მაქაცარია – რუს დარია ლოდიკოვას, მარიამ დალაქიშვილი – რუს ოლგა დოროშინას, ხოლო ანა ახალკაცი – რუს ნათელა ძალამიძეს.
ძირითად ტურნირში საკვალიფიკაციო ბადიდან მოხვდა თათია მიქაძე, რომელიც ახლა მე-2 განთესვის მქონე უკრაინელ ვალერია სტრახოვას ეთამაშება. წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია რუმინელ ბუზარნესკუს და ყირგიზ პალკინა ულუკანს შეხვდებიან, , კენჭიაშვილი და შანიძე რუსებს – კომარდინას და მონოვას ეთამაშებიან, ხოლო მიქაძე და საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ძალებს დალაქიშვილთან და რუს კარდავასთან მოსინჯავენ.
ბათუმის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ბათუმის სანაპიროზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მას წყალში შესვლის დროს ეპილეფსიური შეტევა დაემართა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბათუმის პორტთან ზღვამ ცხედარი გამორიყა
წყალდიდობა და შტორმი ბათუმში
წყალდიდობა ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში წუხელ ჭყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ძლიერმა წვიმა ყველაზე მეტად ჭაობის დასახლება დააზარალა. დატბორილია ეზოები და სარდაფები.
ბათუმის სანაპიროზე 4-დან 4.5-მდე ბალის შტორმი დაფიქსირდა. მაშველებმა ზღვიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს.
ერთი ფინჯანი ჩაი 500 ლარად - უცხოელ ტურისტს ბათუმის ღამის კლუბში მუქარით ფული გამოძალეს
ბათუმში, ერთერთ ღამის კლუბში, საუდის არაბეთიდან ჩამოსულ ტურისტს მუქარის გზით ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქის მომხმარებელი ნათია ჯანჯღავა წერს. როგორც ჯანჯღავას კომენტარებიდან ირკვევა, ის პირადად იცნობს უცხოეთის მოქალაქეს. როგორც ირკვევა მან მხოლოდ ჩაი მოითხოვა კლუბში შესვლის დრო. ჯანჯღავას ინფორმაციით, ტურისტს ინციდენტის შემდეგ არ დაურეკავს პოლიციაში, რადგან დაცვის წევრებმა ამის საშუალებაც არ მისცეს.
როგორც ირკვევა, კლუბის სახელია ,,ეფეს 2016“ და მდებარეობს ბათუმში აეროპორტის გზატკეცილი № 120-ში.
,,ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს!! როცა გაუჩნდა კითხვა, რატომ ახდევინებდნენ ამდენს, დაეხვია დაცვა და მოკვლით დაემუქრნენ! თავდაპირველად 700 ლარი მოსთხოვეს, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მხოლოდ 500 ლარი ჰქონდა, ჩეკი გამოწერეს 500 ლარზე. ადამიანი, რომელიც არის ძალიან კეთილი და რიმელიც გასცემს უანგაროდ, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და ქუჩაში უბრალო "მათხოვრებს" 50 ლარს ურიგებს, (ანუ მისთვის არც 500 ლარის გადახდა წარმოადგენს პრობლემას), არის ძალიან შეწუხებული და აღშფოთებული ბათუმში ერთ დღიანი ვიზიტით და ამბობს, რომ ის მზად არის ყველას განუცხადოს ამის შესახებ. ის ფიქრობს, რომ მსგავსი რაღაც არცხვენს და სახელს ულახავს საქართველოს, რაც აუცილებლად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზეც“ - წერს ნათია ჯანჯღავა.
სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ
საერთაშორისო სკოლები ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებენ:
”გასულ კვირას ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სსკოლა-ლიცეუმი ,,სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.
როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს.
ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე," - ნათქვამია საერთაშორისო სკოლების განცხადებაში.
16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე კომენტარი გააკეთა. მანვე ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმზეც ისაუბრა.
„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან,“ - განაცხადა კონსულმა. კომენტარის ქართულ თარგამანს TV25 ავრცელებს.
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის მე-13-ე საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპულიგზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთადმონაწილეობს.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.
კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ევროკავშირ-საქართველოსურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადიპრიორიტეტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირისმიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ყურადღებაგამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე. მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაასაქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკურისიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის სიტყვით გამოსვლა სესიაში "ღრმადა ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), საკანონმდებლო რეფორმები დაეკონომიკური გავლენა".
ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელიხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრიქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.
ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული გრძელდება
ბათუმის ბულვარში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გამართა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბულვარში მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში უმასპინძლეს. ბავშვებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლები ნახეს და საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხო მოძრაობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
პატარებმა მართვის მოწმობის მისაღები, იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარეს და სიმბოლურად, ველოსიპედის მართვის მოწმობებიც მიიღეს.
საგამოფენო სივრცეში მისულმა დამსვენებლებმა და ტურისტებმა შსს-ს სპორტული კლუბის - MIA FORCE მანქანები დაათვალიერეს და მიმდებარე ტერიტორია საგზაო მოძრაობის ნიშნებით მოხატეს.
ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის ღონისძიებას შესთავაზებს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული ბათუმში
ბათუმში, პიაცაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ სპორტული კლუბის - MIA Force მრბოლელის, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე დათა ქაჯაიას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის მეშვიდე ეტაპის ჩვენება მოაწყო. TCR International-ის პირდაპირ ტრანსლაციას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, მრბოლელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
მთელი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. ადგილზე მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სახალისო შემეცნებითი გაკვეთილები გაიმართება, გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები პატარებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი.
კვირეულის ფარგლებში, სტუმრებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, დაათვალიერონ შსს-ს სპორტული კლუბის იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები.