PSP 2018 წლის ლიდერ ბრენდად დასახელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 15:57

2018 წლის „ქართული ბრენდის დღეზე“ „PSP ჯგუფი“ ნომინაციაში „ლიდერი ბრენდი“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

„ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

„PSP ყველა პარამეტრით ლიდერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. 1994 წლიდან ჩვენ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და მოხარული ვართ, რომ წელს კიდევ ერთხელ დავსახელდით წლის ბრენდად. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ წელსაც ლიდერ ბრენდად გვაქცია, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 16 წელია ატარებს. ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი. წლევანდელი ბრენდ პერსონა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია ოქროს კამერით დაჯილდოვდა. PSP ლიდერ ბრენდად უკვე მეთოთხმეტედ დასახელდა.

PSP-ს ბრიტანული კონცეფციის ახალი აფთიაქი ვაშლიჯვარში გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 15:41

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ვ.გოძიაშვილის N35-ში, PSP-ს ბრიტანული კონცეფციის განახლებული აფთიაქი გაიხსნა. PSP -ს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“  სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი  აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ევროპული ცნობილი ბრენდების  პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.

„PSP ლიდერი კომპანიაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენთან ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია და გვინდა ჩვენი ეს გზავნილი დედაქალაქის ყველა უბანსა და  საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. გარდა მედიკამენტებისა ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას ვისაც საბავშვო პრდუქცია აინეტრესებს PSP -ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ  ბავშის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე.

1994 წლიდან პსპ მომხმარებლისთვის მედიკამენტების და მომსახურების ხარისხის გარანტია. პსპ-ს მომწოდებელი მსოფლიოს 100-ზე მეტი მწარმებელი კომპანიაა, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით - GMP აწარმოებენ მედიკამენტებს; გარანტირებული ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად პსპ-ში მათი დასაწყობება, შენახვა და გაცემა საერთაშორისო სატნდარტის GDP-ს მიხედვით ხორცილედება და შესაბამისად მომხმარებელს მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტები მიეწოდება.  

ვაშლიჯვრის მოსახლეობას უკვე აქტიურად შეუძლია ჩაერთონ პსპ-ს საიუბილეო გათამაშებაში, რომელიც 4 ნოემბერს გაიმართება.  ჩვენ უკვე 10 წელია ვატარებთ წამახალისებელ გათამაშებას, რომელშიც მომხმარებელი ძალიან მარტივად ერთვება: ყოველ 10 ლარიან შენაძენზე მომხმარებელს გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა. საიუბილეო წელთან დავაშირებით, პრიზებიც საიუბილეოა: გარემონტებული ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 25000 ლარი და უპრეცედენტო სუპერპრიზი - 10 წლის განმავლობაში ყოველთვიური 1000 ლარიანი ხელფასი. ვცდილობთ პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთლობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება PSP -ს 2018 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა; ამასთან აქტიურად მიმდინარეობს რებრენდინგის პროცესი. უკვე 110-ზე მეტი PSP აფთიაქი განახლებული კონცეფციით ემსახურება მომხმარებელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური