რა გახდა ქარელის რაიონში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 მარტი 2019 13:36

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ორი წლის ბავშვი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვან ბავშვს კრუპი დაემართა და გაიგუდა.

შსს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს თანამშრომლებმა დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 აგვისტო 2018 11:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ლ. შ. და 1960 წელს დაბადებული ლ. შ. არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1989 წელს დაბადებული ლ.შ. მშობიარობის შემდეგ ახალშობილი შვილის გაყიდვას აპირებდა. იგი, დედასთან - 1960 წელს დაბადებულ ლ.შ.-სთან ერთად, ბავშვის შეძენის მსურველებს ეძებდა, რომლებთანაც თანხასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.

დედა-შვილმა ახალშობილი სამშობიაროდან გამოწერის დღესვე, 1000 ლარის სანაცვლოდ გაყიდა. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაყიდვას გულისხმობს.

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018 19:26

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა. 

მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.

ვისგან ელოდება ბავშვს ია სუხიტაშვილი?

გამოქვეყნებულია ვიდეო
ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 23:37

მსახიობი ია სუხიტაშვილი ორსულადაა. მსახიობმა საკუთარ ცხოვრებასა და პირადზე გია ჯაჯანიძის შოუში ისაუბრა.

ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 12:12

ზემო ფონიჭალაში, 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. როგორც  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე ინფორმაციით, ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 14:14

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან ბავშვი გადმოვარდა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსების ბრიგადას 6 წლის ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას 

ქართველ მძღოლს ბავშვი მოულოდნელად გადაუხტა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 26 მაისი 2017 00:04

ქართველ მძღოლს ბავშვი მოულოდნელად გადაუხტა

უბედურ შემთხვევას ქუთაისში მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 იანვარი 2016 18:31

ქუთაისში ბეტონის კონსტრუქციის ჩამოვარდნას, მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვეპლა. გავრცელებული ინფორმაციით,  ბეტონის კონსტრუქცია ბავშვს დაეცა და პატარა ადგილზევე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

რატომ არ უნდა ბავშვს მეცადინეობა-ფსიქოლოგის რჩევები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 14:10

ბავშვებს ხშირად მეცადინეობა ეზარებათ, ამ თემაზე ფსიქოლოგებს საკუთარი მოსაზრება აქვთ, მათი თქმით ბავშვს სწავლა არ უნდა აიძულონ და რაც მთავარია გაკვეთილები მასთან ერთად არ უნდა მოამზადონ. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისუფალი დრო. დრო, როდესაც არ მეცადინეობს და როდესაც არაფერს არ აკეთებს, ან უბრალოდ თამაშობს: 2-დან 4 საათამდე დღეში.ხშირად მშობლები დაატარებენ ,ათასგვარ წრეზე, რამაც შეიძლება მოზარდზე უარყოფითად იმოქმედოს, მაგალითად შედეგად ნევროზი და მასთან დაკავშირებულ შედეგები მიიღონ. ორი წრე საკმარისია პატარისთვის რადგან, მისი გონება და ფიზიკური გამძლეობა მეტზე უკვე იღლება.ფსიქოლოგების აზრით , როცა ბავშვი დამოუკიდებლად ვერ მეცადინეობს, ამის მიზეზი სიზარმაცე არ არის, პრობლემა შეიძლება იყოს მომატებული ქალასშიდა წნევა, ჰიპერტონუსი, ფსიქოლოგიური პრობლემები, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ჰიპერაქტიურობა და მრავალი სხავ. ამიტომ , მთელი საღამო ბავშვის წიგნებთან ერთად გატარებას ,ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ  გაერკნენ მიზეზში და გადაჭრის გზაზე იფიქრონ. 



ბავშვების დისკრიმინაციის ფატქი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 14:35

სერიალში გასული სიუჟეტი ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები, - აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია  „ასოციაცია ბავშვი და ოჯახი"  სერიალ "ჩემი ცოლს დაქალებთან" დაკავშირებით აქვეყნებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ 12 დეკემბერს გასულ სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და დამოკიდებულება.

გვინდა განმარტების სახით გაუწყოთ, რომ საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011 წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლები. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით.

სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას. შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები.
უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები.

დღეისათვის ყველა ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, თითოეული აღმზრდელი გადის გადამზადების კურსს, რომელის ფარგლებში ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების, ხერხებისა და მიდგომების შესახებ. მიღებულ ცოდნას კი იყენებენ ბავშვებთან მუშაობაში და ურთიერთობებში. ჩვენი ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან როგორც რეფორმის განხორციელების, ასევე შემდგომ მიმდინარე პროცესებშიც.

დიდი ზომის ინსტიტუციები ისტორიას ჩაბარდა, დაუშვებელია სპეკულირება თემით, რომელიც ეხება ბავშვებს და უფრო მეტად მაშინ როცა ისინი საჭიროებენ დამატებით ზრუნვას.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, არ მოახდინონ ბავშვების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია, რათა ბავშვებს მივცეთ საშუალება იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და საზოგადოებაში არ გავზარდოთ მათდამი სტიგმა," - აღნიშნულია განცხადებაში.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური