სომხეთში, უკრაინასა და სამხრეთ კორეაში ბიოლაბორატორიების არსებობას აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 ივლისი 2020 14:12

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში ეკონომიკური საქმიანობის პარალიზება გამოიწვია, არამედ ბევრ ქვეყანაში ასევე დიდი რაოდენობით სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები გამოავლინა. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ნიადაგზე პოლიტიკური სკანდალები აგორდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი, უკრაინა და სამხრეთ კორეა, რაც ამ ქვეყნებში ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორიების არსებობას უკავშირდებოდა. სომხეთსა და უკრაინაში ახლახან გამართულ საპროტესტო გამოსვლებზე კვლავ მოითხოვეს ქვეყანაში მოქმედი ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორიების დახურვა. თავიანთ მოთხოვნებში გამომსვლელები გამოხატავდნენ შეშფოთებას იმით, რომ ამ ლაბორატორიებში აშშ გამოცდის ახალ ვირუსებს, რომლებიც სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე გარემოსთვის. ამიტომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ამერიკული ბიოლაბორატორიების დაუყოვნებლივ დახურვა მოითხოვეს.

რუსი მკვლევარი ვიქტორია პოპოვა თავის სტატიაში "ამერიკული ბიოლაბორატორიები სომხეთში: მრავალვექტორულობის საოცრებანი" ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა, რომ სომხეთში მოქმედებს მთელი ქსელი - 12 ბიოლაბორატორია, რომლებიც შექმნილი ან მოდერნიზებულია ამერიკის სამხედრო უწყების ფულით, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში (BTRP), რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის "ბიოლოგიური ჩართულობის ერთობლივი პროგრამის" (CBEP) ნაწილია. მათგან სამი ერევანში მდებარეობს: დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრში, საკვები პროდუქტების სახელმწიფო სამსახურში და ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფო "ნორკში". იჯევანში, გიუმრიში, მარტუნში, სისიანში, არტაშატში, ვანაძორსა და სხვა ადგილებში შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურებში რეგიონული ლაბორატორიები მოქმედებს.

სკანდალი სომხეთში მას შემდეგ აგორდა, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის (NCDC) 14 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ნიადაგზე ახლახან პარტიამ "სომეხი არწივები - ერთიანი სომხეთი" პრემიერ-მინისტრ ნ. ფაშინიანს ორი თვის ვადაში ქვეყანაში არსებული ყველა აშშ-ის საქვეუწყებო ბიოლაბორატორიის ლიკვიდაცია მოსთხოვა.

უკრაინაში სკანდალი ჩაღდება ქვეყნის ტერიტორიაზე 11 ამერიკული ბიოლაბორატორიის საქმიანობის გამო. რამდენიმე წლის წინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებოდნენ, რომ უკრაინაში ამერიკული ბიოლაბორატრიები შეიქმნა, მაგრამ ამ ინფორმაციამ ყურადღება ვერ მიიპყრო. ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის ფობზე ოპოზიციამ მთავრობას მოსთხოვა ახსნა, რა ხდება გასაიდუმლოებულ ობიექტებზე.

უმაღლესი რადას ორმა დეპუტატმა "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" ლიდერმა ვიქტორ მედვედჩუკმა და რენატ კუზმინმა (წარსულში - უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე) საჯაროდ მოსთხოვეს უკრაინის ხელისუფლებას, ამერიკული ბიოლაბორატორიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

"დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის" მიმომხილველი ვლადიმერ ივანოვი წერს, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ-ის ბიოლაბორატორიები ასევე შეიქმნა დსთ-ს ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, მოლდოვა და სხვა. მათთან და მათი კვლევის შედეგებთან წვდომის უფლება მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს აქვთ. ადგილობრივ მეცნიერებსა და ტექნიკურ პერსონალს ეკრძალება იმ ადგილებში შესვლა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საიდუმლო კვლევები ტარდება.

უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ დღეებში კორეათაშორისი ურთიერთობების გამწვავების შესახებ გვამცნეს. ამის ერთ-ერთი საბაბია სამხრეთ კორეაში ამერიკული ბიოლაბორატორიების არსებობა. ჩრდილოეთ კორეამ კვლავ მოსთხოვა სამხრეთ კორეას ქვეყანაში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორიების დახურვა.

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა უკვე მერამდენე წელია ბრალს სდებს აშშ-ს კორეაში ბიოქიმიური ომის დაწყებისთვის მზადებაში. ჯერ კიდევ 2018 წელს, "РИА Новости"-ს ცნობით, კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აშშ-ი კორეის ნახევარკუნძულზე ბიოქიმიური ომის დაწყებისთვის მზადებაში დაადანაშაულა. ფხენიანის ეჭვები უკავშირდებოდა სამხედრო ბიოქიმიური, მათ შორის, მომწამლავი ნივთიერებების შესწავლელი  ლაბორატორიების ქსელის შექმნის ამერიკულ-სამხრეთკორეულ პროგრამას.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ერთად სამხრეთ კორეაში გაძლიერდა მოქალაქეთა პროტესტი ქვეყანაში ამერიკული ბიოქიმიური ლაბორატორიების არსებობის გამო. პროტესტანტებმა სამხრეთ კორეაში ამერიკული ბიოქიმიური ლაბორატორიების დახურვა მოითხოვეს, რადგან ისინი დიდ საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე სამხრეთ კორეის ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის. სამხრეთ კორეის მოსახლეობას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, 2015 წელს აშშ-მა როგორ აღიარა, რომ შეცდომით სამხრეთ კორეის კერძო ლაბორატორიებში ციმბირული წყლულის სპორების ცოცხალი ნიმუშები გაგზავნა. მაშინ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა პირადად მოიბოდიშა ამის გამო კორეის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ხან მინ გუს წინაშე.

ბადრი ნაჭყებია, პოლიტოლოგი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

საზღვარგარეთის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი

 

(ინფორმაცია მომზადებულია ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური