ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროები დააჯილდოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 აპრილი 2019 15:58

ავღანეთში საქართელოს თავდაცვის ძლების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. 

უმცროსმა სერჟნტმა მერაბ ირემაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვეითად გადაადგილებისას იპოვა საფულე დიდი ოდენობის თანხით და დოკუმენტაციით, რომელიც წარადგინა ხელმძღვანელობასთან, რის შემდეგაც ნაპოვნი ნივთი დაუბრუნდა მესაკუთრეს. ასევე, რამდენიმე დღის შემდეგ კაპრალმა ბადრი ფუტკარაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე იპოვა საფულე 1200 დოლარის ოდენობის თანხით, კაპრალ სპეციალისტმა ზვიად ქადარიამ და სერჟანტმა ირაკლი ტაბატაძემ კი ამოცანის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას დიდი ოდენობის ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები იპოვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა დაუყოვნებლივ აცნობეს სამხედრო პოლიციას და დაკარგული ფული, ასევე, პირადი ნივთები მფლობელებს დაუბრუნდათ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 22-ე ბატალიონის მშვიდობისმყოფელებს ღირსეული საქციელისთვის მადლობა გამოეცხადათ.

მსგავსი შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბშიც მოხდა, როდესაც ქართველმა სამხედროებმა დიდი რაოდენობის თანხა იპოვეს და მესაკუთრეს დაუბრუნეს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პირველი მასშტაბური საჩვენებელი სწავლება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 11:54

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა.

 

სწავლების სცენარი ბრძანების გაცემას, პირადი შემადგენლობის ბრძოლისწინა აღჭურვას და შემოწმებას, სამოქმედო რაიონში გადაადგილებას, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას, საპატრულო ბაზის დაკავებას, დაშავებულის ევაკუაციას, სოფლის უხუცესებთან შეხვედრა-გასაუბრებას და სწავლების შემდგომ მიმოხილვას მოიცავდა.

სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკურ-ტექნიკური პროცედურების დახვეწა იყო.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმიტირებული სამედიცინო სწავლება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 14:02

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“, ასევე საშტაბო უზრუნველყოფის ასეულებმა სწრაფი რეგირების ქვედანაყოფთან ერთად გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმრების ჩატარება, სამედიცინო ევაკუაციისთვის მოხსენების მომზადება და გადაცემა წარმოადგენდა.

31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იმიტირებულ სწავლებაში პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და მიზნად სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს.

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ოქტომბრის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში მარიამობა აღნიშნეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 14:14

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მყოფმა II ქვეითი ბრიგადის 23-ებატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მარიამობის დღესასწაული აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.
ღვთისმსახურებას II ქვეითიბრიგადის 23-ებატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.
II ქვეითიბრიგადის 23-ებატალიონი „მტკიცემხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარეუსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმიური სწავლება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 17 ივლისი 2017 12:35

ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულმა დაზვერვისა და გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულებთან ერთად გეგმიურ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.

სწავლება ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით განხორციელდა და მის მიზანს ჩხრეკის დროს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელის აფეთქების შედეგად დაშავებულთა ევაკუაცია წარმოადგენდა.

23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები პირობითად დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და უსაფრთხოების სხვა ელემენტების შესრულებაში ვარჯიშობენ. წვრთნები პერმანენტული ხასიათისაა და სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას ისახავს მიზნად.

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას აპრილის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

 

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 11:33

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიით დაკისრებული რთული და საპატიო მისია II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად ჩაიბარა. ქვედანაყოფებს შორის სამოქმედო არეალის გადაბარების პროცედურები საბრძოლო დროშის გადაცემით დასრულდა. საზეიმო ცერემონიალი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე, 22-ე და 52-ე ბატალიონების პირადი შემადგენლობა და საგანგებოდ მიწვეული სტუმრებიც დაესწრნენ. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ასევე, ბაგრამის ბაზის მეთაური, ამერიკელი ორვარსკვლავიანი გენერალი ჯეფრი ბანისტერი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფების, ტაქტიკური დაჯგუფების „ლაიონისა" და „ბუფალოს" წარმომადგენლები, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები.

ღონისძიება საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას.

ღონსიძიებაზე 22-ე ბატალიონის ოფიცრები და სერჟანტები  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მედლებით დაჯილდოვდნენ. ქართულმა მხარემ კი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა. კოალიციური ძალების სხვა წარმომადგენლებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 2016 წლის აპრილის დასაწყისში ჩაერთო. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველოფა იქნება.

გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ავღანეთში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 03 იანვარი 2016 11:21

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ახალი წლის მისალოცად საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის დელეგაცია ეწვია.სტუმრები ქაბულში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს შეხვდნენ და მისგან ადგილზე შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი მოისმინეს.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის შტაბების საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, სადაც მისიის ეგიდით ქვედანაყოფებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ანგარიში მოისმინა.

გენერალური შტაბის უფროსი პირად შემადგენლობასაც შეხვდა, ახალი წელი მიულოცა, ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. სამშვიდობოებმა გენერალს პრობლემებიც გაუზიარეს და მისგან შეძლებისდაგვარად დახმარებისპირობა მიიღეს.

საქართვეოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ეწვია, სადაც ქვედანაყოფის მოძღვარს, მამა ავთანდილს შეხვდა.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური