თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 ოქტომბერი 2016 16:40

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2016 წლის მესამე კვარტალში შესრულებული სამუშაოების და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ანგარიში, რომლის მოსმენა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის მოთხოვნის საფუძველზე შედგა, კომისიის წევრებს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა წარუდგინა. 

თემურ თორდინავამ ყურადღება 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლის რეგისტრაციაზე გაამახვილა და ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებულ 166 საბავშვო ბაგა-ბაღში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელს 58 240-ზე მეტი აღსაზრდელი არის დარეგისტრირებული, ხოლო 2016 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ბაღებში 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. მისივე თქმით, 2016 წლის იანვრიდან თბილისის 166 საბავშვო ბაგა-ბაღს ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი დაემატა. 

წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2016 წელს გაიხსნა 7 ახალი ბაგა-ბაღი, დაიწყო 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა, გარემონტდა 8 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი, 10 საბავშვო ბაღში ეზო დეკორატიულად მოეწყო, ხოლო 16 საბავშვო ბაღის ძველი ღობე ახლით შეიცვალა. ამასთან, მოხდა 2 ავარიულ საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გამაგრება/გაძლიერება, ხოლო 81-ს კი შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. დამატებითი ჯგუფების გახსნის მიზნით, გარემონტდა 13 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ბაგა-ბაღებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და ამასთან, სკოლამდელი აღზრდის პროცესის სრულყოფის მიზნით, ყოველდღიური მონიტორინგის განხორციელება და ასევე ახალი ამოცანების დასახვაა აუცილებელი. 

„გაერო-ს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015 წელს თბილისში მუნიციპალური ბაღებით მოსახლეობის კმაყოფილების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია და 82%-ს შეადგენს, თუმცა 2016 წლის 3 კვარტლის განმავლობაში, ბაგა-ბაღებში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიებების და რეფორმების შედეგად, ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ, მეთოდოლოგიურ და სხვა პროექტებს, მჯერა, რომ დღეს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. დღევანდელ სხდომაზე ჩავიბარეთ ანგარიში სააგენტოს ხელმძღვანელისგან, შევაჯამეთ გამოწვევები, შესრულებები. არის გარკვეული შენიშვნებიც. ამდენად, ის საკითხები, რომელებიც ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, 2017 წლის ბიუჯეტში შესაბამისად აისახება’’, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. 

დღესვე სხდომაზე თემურ თორდინავამ 2017-2018 წლებში დაგეგმილი 13 ახალი ბაღის მშენებლობის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათი მშენებლობისთვის შესაბამისი ადგილები უკვე მოძიებულია და საკითხი პროექტირების ფაზაშია შესული.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 აპრილი 2016 15:04

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სააგენტოში კიდევ ოთხი თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს. თემურ თორდინავამ გადაწყვეტილების მიზეზად  სისტემის გაჯანსაღება დაასახელა.  განმარტებები გააკეთა თბილსიის მერმაც.  დავით ნარმანიას თქმით, ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები გახდა და ის  კავშირში არ არის ბაღების დირექტორების გათავისუფლებასთან. 

დავით კირკიტაძე ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 17:29

ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან. 
დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვა გარდაბნის, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომელიც მიწერილია გარდაბნის რაიონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ამბაკო ავალიანთან. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების” ჩარევით ხდებოდა ბაგა-ბაღებში მომუშავე თანამშრომლების დანიშვნა და გათავისუფლება. 
„ბაგა-ბაღებში სიტუაცია გამწვავდა. საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ იქ მიმდინარე პროცესები პოლიტიკასთან არ არის დაკავშირებული და ეს საკითხები დაკავშირებულია გარკვეულ კანონდარღვევებთან. წარმოგიდგენთ კონკრეტულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს წმინდა წყლის პოლიტიკურ პროცესებთან. ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და დღეს. ეს დაიწყო იმ დღიდან, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, მას ხელს აწერს გამგებლის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი. ხელს აწერს იმას, რომ ბაღებში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, არამართლზომიერი დავალებების გაცემას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. 
მისივე განმარტებით, სწორედ ხელისუფლების ჩარევის შედეგად ხდებოდა დანიშვნა და გათავისუფლება დირექტორების და მასწავლებლების. 
დავით კირკიტაძე მოუწოდებს ხელისუფლებას ნუ ჩაერევა მსგავს პროცესებში. 

ბაგა-ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 14:42

ბაგა-ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. ყოფილი ხელმძღვანელები ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ისინი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული 11 დირექტორი  თანამდებობაზე აღდგენას მოითხოს.

 

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 10:30

ბაგა-ბაღების გათავისუფლებული დირექტორები დღეს  საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. უკვე ყოფილი დირექტორები  გათავისუფლებას აპროტესტებენ და თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ.

თერთმეტივე გათავისუფლებული დირექტორი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

 

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური