პოლიტიკური დებატები საბავშვო ბაღების საკითხზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 16:18

საბავშვო ბაღებიდან დირექტორებისა და მათი მოადგილეების გათავისუფლების საკითხი დღეს განათლების კომიტეტში განიხილეს. სხდომას გათავისუფლებული თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, თუმცა, საკითხის განხილვამდე დებატები გაიმართა იმის შესახებ, უნდა ემსჯელა თუ არა განათლების კომიტეტს ამ საკითხზე.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მერიამ გიშინ სპეციალური წერილით მიმართა განათლების კომიტეტის ხელმძღვანელს და მოითხოვა, რომ კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულიყო.

საბოლოოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა მაინც მოხდა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც გათავისუფლებული დირექტორები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყოფილი ხელმძღვანელები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

 

საბავშვო ბაღების მოსწავლეების მშობელების პროტესტი მერიასთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:14

საბავშვო ბაღების მოსწავლეების მშობელები მერიასთან შეიკრიბნენ და  იმ 9 საბავშვო ბაღის დირექტორთა თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ, რომლებიც, ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლდნენ. 

მშობლებმა მოამზადეს წერილობითი განცხადება, რომელიც ჩააბარეს მუნიციპალიტეტში.

მერიასთან შეკრებილები უკვე გადაინაცვლებენ საკრებულოში, სადაც ფრაქცია რესპუბლიკელების წარმომადგენლები მერიის შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ხვდებიან.

თემურ თორდინავამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა დირექტორების გათავისუფლების მიზეზები. მისი განცხადებით ეს მოხდა შიდა მონიტორინგისა და აუდიტის დასკვნის და ასევე, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის საფუძველზე. 

 

დავით ნარმანია ბაღებში დირექტორების გათავისუფლებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 მარტი 2016 12:09

ბაღებში დირექტორების გათავისუფლების ფაქტს თბილისის მერი  ეხმაურება.

 დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ბაღების მართვის სააგენტომ აუდიტის დასკვნის წესდების საფუძველზე სამართლებრივად მოახდინა დირექტორების პოსტებიდან მოხსნა. 

ნარმანია გათავისუფლებულ თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ თუ ისინი თავს უკანონოდ გათავისუფლებულად თვლიან, მიმართონ სასამართლოს. 

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მასწავლებლებს ულტიმატუმს უყენებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 16:49

თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მასწავლებლებს ულტიმატუმს უყენებს.

თემურ თორდინავა ბაგა ბაღების ყველა თანამშრომელს მოუწოდებს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში და ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს.

თორდინავა დარწმუნებულია, რომ ვითარების პოლიტიზების მცდელობა მიმდინარეობს, რაშიც რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი მონაწილეობს. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საბავშვო ბაღებში ხვალიდან სასწავლო პროცესი არ განახლდება, თორდინავა მასწავლებლებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება. 

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის და აღსაზრდელთა მშობლების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 13:07

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავასა და 83-ე და მე-2 ბაღების მშობელთა შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა . მშობლები ბაღების დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათ შესაძლოა 25 მარტს 2 საათზე საპროტესტო აქცია გამართონ. თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღში დღეს დილიდან მუშაობა შეწყვეტილია.  მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღში მუშაობა შეწყვეტილია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:21

თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღში მუშაოპბა შეწყვეტილია , მიზეზი ბაღში განხორციელებული საკადრო ცვლილებებია. 

პედაგოგების და მშობლების განცხადებით, თუ არ შეიცვალა გადაწყვეტილება, შესაძლოა საპროტესტო აქციები გამართონ.

მე-2 საბავშვო ბაღის უკვე ყოფილმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა. ანი გეგია იხსენებს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან დაახლოებით ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრას, რა დროსაც, მისი თქმით, წაუყენეს ულტიმატუმი, გაეთავისუფლებინა მისი მოადგილე, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობის დატოვება მოუწევდა.

ასევე პარალიზებულია პროცესი 90-ე ბაღში. ანალოგიური ვითარებაა ასევე, თბილისის მე-6, 83-ე, ასევე 92-ე საბავშვო ბაღში, სადაც მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

რამდენიმე დღეში მოხდა 20-მდე საკადრო გადაწყვეტილების მიღება - ერთმანეთის მიყოლებით თბილისის ბაღების დირექტორები თანამდებობებიდან ერთი და იგივე მიზეზით გაათავისუფლეს.

მერიის განმარტებით, სკოლამდელ დაწესებულებებში შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ფინანსების არასწორი ხარჯვა დაადგინეს. 

დირექტორებისთვის გადაყენების ოფიციალური მიზეზი მიუღებელია. გათავისუფლებული დირექტორები, პედაგოგები და მშობლები გეგმავენ ბაღების სააგენტოს შენობასთან მისვლას და მომხდარის გაპროტესტებას .  

თბილისის ბაგა ბაღებში საკადრო ცვლილებებს მასწავლებლები და მშობლები აპროტესტებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 12:39

თბილისის საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.  ერთმანეთის მსგავსი მიზეზებით 20-მდე ბაღის დირექტორები და სხვა თანამშრომლები მოხსნეს.  რამდენიმე ბაღში საკადრო გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. დილიდან პარალიზებულიათბილისის მე-2 საბავშვო ბაღი . პედაგოგები და მშობლები მათი დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ.

მშობლებმა და პედაგოგებმა შეიმუშავეს ერთიანი განცხადება, რომლითაც ისინი ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობას მიმართავენ და გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევენ.

ბაღების სააგენტოს განმარტებით, ცვლილებები აუდიტის დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს. ამის მიხედვით, ბაღში ფინანსური მიმართულებით დარღვევებია აღმოჩენილი.

კიდევ ერთი - მე-6 ბაღის გათავისუფლებული დირექტორი თამარ ბაქრაძე არ ეთანხმება ბრალდებებს და გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.

მასშტაბური გაათავისუფლებების მიზეზად ბაღების სააგენტოში აუდიტის სამსახურის დასკვნას ასახელებენ. 

საკრებულოს სხდომა ხმაურით გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 მარტი 2016 16:27

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით გაიხსნა. დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი ბაგა ბაღებში არსებული ვითარება გახდა. 

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ნაწილი აცხადებდა რომ ბაღებიდან თანამშრომლების გათავისუფლება ხდებოდა. 

რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 15:16

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა-განცხადება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ სპეციალურად განართულ პრესკონფერენცია გააკეთა. თემურ თორდინავას განცხადებით,. მისი თქმით, დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა.

თემურ თორდინავამ აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი. მოვუწოდებ ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ბაღებში მონიტორინგი რეგულარულად გაგრძელდება და დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, -განაცხადა თემურ თორდინავამ.



 

თბილისის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედნები მოეწყობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 16:30

დედაქალაქის 35 საბავშვო ბაგა-ბაღში სპორტულ-გასართობი მოედნები გაკეთდება. ბაღის ეზოებში დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები ,სასრიალო პლატფორმითა და გასაძრომებით, აიწონა-დაიწონა, ღერძის გარშემო მბრუნავი კონსტრუქცია. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე დაიგება კაუჩუკის ფილები.თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, სპორტულ-გასართობი მოედნების მოწყობასთან დაკავშირებით,უკვე დასრულდა. შეირჩა ის ბაღები, რომლებშიც სპორტულ-გასართობი მოედნები ან საერთოდ არ არსებობდა, ან საკმაოდ უკვე მოძველებულია.

ეზოები მოეწყობა შემდეგ საბავშვო ბაღებში: №1, №9, №17,№22, №34, №36, №40,№ 41 №45 №51, №59 №63, №72, №80, №83, №92, №100, №109, №112, №117, №153, №155-№163, №167, №170, №181, №185, №192, №198, №205, ,,პირველი ლოგოპედიური, „ნასაგურალი“, „ტაბახმელა“, „ჩიორა“.

გასულ წელს სპორტულ-გასართობი მოედანი თბილისის 40 ბაღში მოეწყო. პროცესი თბილისის სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად განხორციელდება. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური