"ქართველებს და ოსებს ერთმანეთზე უკეთესი ახლობლები არ გვყავს", - თეიმურაზ შაშიაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018 15:38

"ქართველებს და ოსებს ერთმანეთზე უკეთესი ახლობლები არ გვყავს" მეორე დღეა, თეიმურაზ შაშიაშვილი ვაჟიშვილთან, გიორგისთან ერთად ვლადიკავკაზში იმყოფება. ვიზიტის საფუძველი ოსებთან მისი ადამიანური ურთიერთობებიდან მოდის. თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს უკვე სტუმრობდა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლას, რომლის ფუნქციონირებაში მას, როგორც" ქართულ - ოსური მისიის" დამფუძნებელს, სერიოზული წვლილი მიუძღვის. ამ სკოლაში, მოგეხსენებათ, მისი უწმინდესობა - ჩვენი პატრიარქი სწავლობდა. თეიმურაზ შაშიაშვილმა, დღესვე, მოინახულა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია, რომელიც ილია II-ის მშობლების ღვაწლით 1947 წ-ს აშენდა ვლადიკავკაზში. ამ ეკლესიამ 1938 წ-ს გაუქმებული წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მაგივრობა გასწია. საღამოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიწვეულია ცნობილი მოჭიდავის ტადტაევის ოჯახში, რომელიც მსოფლიო დონის ტურნირებზე ქართული დროშით - საქართველოს სახელით გამოდის. თეიმურაზ შაშიაშვილი ხშირად საუბრობს სახალხო დიპლომატიაზე, რადგან მიაჩნია, რომ პოლიტიკოსების მიერ გაფუჭებული ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, სწორედ სახალხო დიპლომატიის საშუალებით მოწესრიგდება. ოსეთში თეიმურაზ საშიაშვილმა გაიყოლა რეზო ამაშუკელის ცნობილი სულისშემძვრელი მიმართვა - ძმებო ოსებო" , რომელიც ოსური და ქართული მხარისთვის დღემდე თანაბრად ამაღელვებელია: “ჩვენ - ისევ ხალხს, ისევ ქართველებს, ისევ აფხაზებს, ისევ ოსებს, ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც უყვარს საქართველო – შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ეროვნებაც - ეროვნული თვითმყოფადობაც შევინარჩუნოთ და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც კავკასიაში მშვიდობის დიდი საყრდენი იქნება”.

ვლადიკავკაზიდან თეიმურაზ შაშიაშვილი დღესვე დაბრუნდება.

19 წლის ყელგამოჭრილი გოგონას დეიდისა და ახლობლების პირველი კომენტარები

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 17 ივლისი 2017 23:52

19 წლის ყელგამოჭრილი გოგონას დეიდისა და ახლობლების პირველი კომენტარები.

ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის გოგონას ეძებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016 16:24

ახლობლები და სამართალდამცავები 16 წლის გოგონას ეძებენ. ახალგაზრდა მეორე დღეა დაკარგულია. არსებული ინფორმაციით, ბოლოს გოგონა თბილისში, ღვინის აღმართზე ნახეს.  გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 
შსს-ს ინფორმაციით, გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური