ახალი ინვესტიცია ფარმაცევტულ წარმოებაში საქართველოში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 07 მაისი 2020 11:26

კახაბერ ოქრიაშვილის სახელთან დაკავშირებულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია GM Pharma-მ დაასრულა ინვესტირების მორიგი ეტაპი, რაც გამოიხატა გერმანული  Bosch-Hüttlin-ის (www.boschpackaging.com) ინოვაციური, დახურული, ავტომატიზირებული, გრანულაციის პროცესის ტექნოლოგიური ხაზის დანერგვაში.

GM Pharma-ს საწარმოში აგრეთვე ფუნქციონირება დაიწყო დამატებითმა კორშის (www.korsch.de) ახალმა სატაბლეტე ხაზმა XL 400.

კომპანიები, Bosch-Hüttlin და Korsch, წარმოადგენენ გერმანულ, მსოფლიოში აღიარებულ და ყველაზე მოთხოვნად ინდუსტრიულ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან ფარმაცევტული მრეწველებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნით.

ახალი ტექნოლოგიები, კერძოდ, Korsch XL 400 სატაბლეტე ხაზი, GM Pharma-ს  საშუალებას მისცემს  აწარმოოს ინოვაციური, 2- და 3-შრიანი ტაბლეტები (რომლებშიც შესაბამისად 2 ან 3 აქტიური ინგრედიენტია მოთავსებული), ასევე „ტაბლეტი ტაბლეტში“ (აღნიშნული ტექნოლოგია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული აქტიური სუბსტანციების ერთ ტაბლეტში მოთავსების კიდევ უფრო მეტ საშუალებას იძლევა) და აგრეთვე ე.წ. „ჭკვიანი ტაბლეტები“ (რომლებიც ზუსტად იმ დროს ახდენენ წამლის გამოთავისუფლებას ორგანიზმში, როცა პაციენტს სჭირდება, მისი ჰორმონული ფონის დღე-ღამური მერყეობის მიხედვით).

აღნიშნული ხაზი ამავე დროს გამოირჩევა მაღალი წარმადობით (340.000 ტაბლეტი საათში), რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას, რომ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრების მხრიდან.

Bosch-Hüttlin-ის ახალი გრანულაციის სისტემის მთავარი დანიშნულებაა ადამიანური რესურსის მინიმალური ჩარევით მიიღოს ევროკავშირის GMP სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ნებისმიერი სახის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გამოიყენება ეგრეთ წოდებული "სრულიად ავტომატიზირებული და დახურული სისტემის" პრინციპი. აღნიშნული სველი გრანულაციის ავტომატური ტექნოლოგიური ხაზი იძლევა მაქსიმალურად ჰომოგენურ გრანულებს და კაფსულაში მოსათავსებელი გრანულებისა და პელეტების გარსით დაფარვის აბსოლუტურ სტანდარტიზაციას.

Bosch-Hüttlin-ისა და Korsch-ის  ტექნოლოგიური ხაზები სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სათანადო წარმოების პრაქტიკისა და ამერიკული FDA-ს მოთხოვნებს.

ინვესტიციის მიმდინარე ეტაპზე განხორციელდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია თბილისის საწარმოში, რაც კორპორაციას მისცემს საშუალებას გაზარდოს წარმოების მოცულობა და მიაღწიოს წარმადობის ახალ დონეს - 500 მლნ ტაბლეტი და კაფსულა წელიწადში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რომ სახელმწიფოში კარგად იყოს განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორი და შეძლოს საჭირო რაოდენობის პროდუქციის წარმოება სხვადასხვა მიმართულებით და ეს ეხება ფარმაცევტულ მრეწველობასაც. შესაბამისად, ამ პრინციპის გათვალისწინებითაც მოხდა 5 მლნ ევროს დამატებითი ინვესტიცია GM Pharma-ს ფარმაცევტულ საწარმოში.

GM PHARMA წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP - სერტიფიცირებულ საწარმოებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ინოვაციური პროექტი „მეიქათონი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 04 ოქტომბერი 2015 16:11

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი ინოვაციური პროექტი „მეიქათონი“ გაიხსნა. ეს არის პროექტი, რომელიც ეხება ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სოფლის მეურნეობის დარგის მოდერნიზებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში ამ პროექტმა გაიმარჯვა, რის შედეგადაც „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა მოიპოვა შავი ზღვის უნივერსიტეტში მეიქათონის ჩატარების უფლება (Make-a-thon).
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები, ვალოდია მირუაშვილი და თამარ ჯოლოხავა. მათ მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს სოფლის მეურნეობაში არსებულ ტექნოლოგიებსა და ახალ ინოვაციურ მექანიზმებზე.
ასევე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი გიორგი კინწურაშვილი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც მსგავსი პროექტების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
პრეზენტაცია წარადგინა, ასევე, „რობოტიკის კლუბის“ პრეზიდენტმაც, გიორგი უსანეთაშვილმაც, რომელმაც ბევრი ახალი იდეა შესთავაზა პროექტის მონაწილეებს.
„მე პროფესიით არ ვარ აგროკულტურის სპეციალისტი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტე გამეუმჯობესებინა სოფლის მეურნეობის საშუალებები, რომ უფრო მოდერნიზებული, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ყოფილიყო თითოეული ადამიანისათვის. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მონაწილეებისთვის მეჩვენებინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა სათბურების ავტომატიზირება, პავილიონების შექმნა, სადაც ხდება ჩითილების მოყვანა, სეტყვის წინააღმდეგ დაცვა, უფასო ენერგიის მოპოვება ქარის საშუალებით, უპილოტო ტრაქტორები და ა.შ.“- განაცხადა გიორგი უსანეთაშვილმა.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ კითხვები დაესვათ თითოეული პრეზენტატორისათვის, რათა უკეთ ჩასწვდომოდნენ ამა თუ იმ იდეის არსს.
პროექტში მონაწილეობენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტებიც.
„პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ დაინტერესებული ვარ აგრარული მიმართულების სფეროთი. მაქვს ახალი იდეები და მინდა, რომ ამ პროექტის საშუალებით განვახორციელო. დღევანდელი დღით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან პრეზენტაციებიდან ბევრი რამ ჩავინიშნე, რაც მომავალში გამომადგება“, გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა გუმბერიძემ.
მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად, აარჩევენ სამუშაი თემებს და 18 ოქტომბერს წარადგენენ თავიანთი გამოგონებების პროტოტიპებს.

გვანცა ნადიბაიძე

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური