გერმანიის ბავშვთა ფონდი საქართველოს საჯარო სკოლებში ახალ პროექტებს განახორციელებს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 04 მარტი 2020 12:38

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან საქართველოში – აღმასრულებელ დირექტორთან ნინო ოსიტაშვილთან და მრჩეველთან  გაი დე ფონტგალანდთან. აღნიშნული ფონდი ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ალიანსის წევრი ორგანიზაციაა, რომლის მისიას სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფონდის სამომავლო საქმიანობის გაფართოების გეგმაზე იმსჯელეს. გერმანიის ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში გაიხსნა და მისი ძირითადი საქმიანობა სკოლებში არაფორმალური განათლების მხარდაჭერა და ადამიანური რესურსის განვითარებაა. დაარსების დღიდან ფონდმა 5 საჯარო სკოლასთან (მაღაროსკარის, ბარისახოს, მეჯვრისხევის, გორისა და დიცის) თანამშრომლობით საგანმანათლებლო ტრენინგები ჩაატარა, რაც მოსწავლეებში სოციალური მეწარმეობის კუთხით ცნობიერების ამაღლებასა და სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების გაცნობას ისახავდა მიზნად.

აღმასრულებელი დირექტორის ნინო ოსიტაშვილის ინფორმაციით, მომავალი სასწავლო წლიდან ფონდი საქართველოს ხუთი რეგიონის კიდევ 20 სკოლაში განაგრძობს საქმიანობას. გარდა ამისა, ორ სკოლაში, ბარისახოსა და მაღაროსკარის, მოაწყობს ბიბლიოთეკებს და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას უზრუნველყოფს. 

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ბავშვთა ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის და საქმიანობის გაფართობის კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა.

საერთაშორისო ბავშვთა ფონდი 1938 წელს დაარსდა. იგი მსოფლიოს მასშტაბით 24 ქვეყნაში ოპერირებს 326 ადგილობრივი პარტნიორის მეშვეობით და მაღალი რეიტინგის მქონე საქველმოქმედო საერთაშორისო ორგანიზაციად არის აღიარებული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური