ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 აპრილი 2018 12:13

ახალგაზრდობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ამავდროულად, ჩვენ ვართ ცვლილებისა და ინიციატივების მოტივატორები სხვადასხვა სფეროში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი დარგისათვის. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის დამამთავრებელი საფეხურის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, მოგმართავთ ინიციატივით შეიქმნას საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიურად ვიმუშაოთ ეკონომიკის, განათლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო პოლიტიკის,  ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, იურისპრუდენციის, კულტურისა და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ახალგაზრდულ ენერგიასა და იდეებს საჭიროებს. თანამშრომლობის პერიოდში, ამა თუ იმ უწყებას შევთავაზებთ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის რეკომენდაციებს, დანახულს ახალგაზრდული, პროგრესული ხედვით.

ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა მოსახლე სრულად თუ ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა ამავდროულად მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ პიროვნული, თუ კარიერული განვითარებისთვის, არამედ საერთო კეთილდღეობისთვის საჭირო საქმიანობისკენ, რომელიც სახელმწიფოს მართვაში ჩართულობასა და პოლიტიკაზე გადის.  

მივესალმებით რა თქვენს ინიციატივას, 2018 წლის, დიალოგისა და საყოველთაო ჩართულობის პერიოდად გამოცხადებასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვახმაროთ ჩვენი ენერგია, ცოდნა და ენთუზიაზმი უკვე დაგეგმილისა, თუ ახლად ინიცირებულ საქმიანობებს. საწყის ეტაპზე, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც განწყობილია კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ და გვჯერა, სწორედ დიალოგზე დაფუძნებული ფორმატით შევძლებთ ფართო კონსესუსის მიღწევასა და საზოგადოების გაერთიანებას.

ჩვენი ამ ფორმით ჩართულობის სურვილის მთავარი მოტივატორი არის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ახალგაზრდებში საკმაოდ მწვავედ შეინიშნება. მაგალითად, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევიდან, "თაობა გარდამავალ პერიოდში, ახალგაზრდობის კვლევა 2016 - საქართველო", ირკვევა, რომ ახალგაზრდობა ნაკლებადაა დაინტერესებული პოლიტიკური საკითხებით, რაც ნაწილობრივ აიხსნება მოსაზრებით, რომ მათი ინტერესები საკმარისად არაა წარმოდგენილი დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში. გამოკითხულ ახალგაზრდათა 49% მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფის აზრი მცირედ, ხოლო 21%-ის თქმით, სრულებით არ არის გათვალისწინებული.

ახალგაზრდების  პოლიტიკური ჩართულობა, კერძოდ კი, მათი დასწრება სამოქალაქო შეხვედრებზე, საერთო კრებებზე მოსაზრების გამოხატვა, ადამიანის უფლებების დაცვით აქციაში მონაწილეობა, სოციალურ დემონსტრაციებში ჩართულობა, კვლევის მიხედვით 2-დან 6%-მდე ვარირებს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ეს და მსგავსი მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია ერთი მხრივ, თავად ჩავერთოთ პროცესებში, რათა დავძლიოთ ახალგაზრდებში გაჩენილი ნიჰილისტური დამოკიდებულება და მეორე მხრივ, გავხადოთ დანარჩენები ამ პროცესის მონაწილეები, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მათი პოზიცია მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია.

რამეთუ მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნევთ ახალგაზრდების ნაკლებ ჩართულობას პოლიტიკურ, თუ სახელმწიფო მართვის პროცესებსა და  გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე, ვცდილობთ გავაანალიზოთ ის მიზეზები, რამაც ეს უკანასკნელი გამოიწვია და ვთვლით, რომ წარმოქმნილი სირთულე შესაძლოა არაეფექტური კომუნიკაციის შედეგი იყოს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს გვაქვს შესაძლებლობა ვიკისროთ ერთგვარი მაკავშრებელი რგოლის ფუნქცია მთავრობასა და საზოგადოებას შორის.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა (Youth Advisory Council-ის სახელწოდებით), რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებში, მთავრობები თავად ქმნიან მსგავს ახალგაზრდულ საბჭოებს. ამ მხრივ, გამოირჩევა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია.  ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს, გვსურს, რომ მსგავსი პრეცენდენტი ჩვენსავე ქვეყანაში დავუშვათ, რადგან, ამისთვის საჭირო ყველა რესურსი უკვე არსებობს და გვჯერა, საქართველოს შეუძლია იქცეს გამოკვეთილ ლიდერად რეგიონში ახალგაზრდული ჩართულობის მიმართულებით.

ქვეყანაში არსებობს არაერთი სტუდენტური კლუბი, თუ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური მიმართულების აქტივიზმითაა დაკავებული, თუმცა ამას ნაკლებად სისტემური სახე აქვს და ხელშესახებ შედეგს იშვიათად იძლევა. ამ და ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებით აქტიურად წავრმართოთ ახალგაზდრული მრჩეველთა საბჭოს საქმიანობა.

საწყის ეტაპზე საჭიროდ მივიჩნევთ, გავმართოთ შეხვედრა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს სურვილიდან, უკეთ გაგაცნოთ ჩვენი მიზნები და ამოცანები, რომლებიც ერთი მხრივ, ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, მოტივირებულია ახალგაზრდების ინიციატივებისა და მათი ხედვის გაჟღერების საჭიროებით. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული შეხვედრა და შემდგომი თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს აღმოიფხვრას ის ხარვეზი, რაც ახალგაზრდებსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციაში არსებობს.  

ბატონო პრემიერ-მინისტრო, იმედს გამოვთქვავთ, მხარს დაუჭერთ ჩვენს ინიციატივას და მოგვეცემა შესაძლებლობა ღირსეული მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში

წერილს ხელს აწერენ:

 

  1. გიორგი მამულაშვილი;
  2. ირაკლი ბუთურიშვილი;
  3. ლელა ჯავახიშვილი;
  4. ელენე ბერძენიშვილი;
  5. ნათია ჯინჭარაძე;
  6. ნინო წულაძე;
  7. საბა მანჯგალაძე;
  8. დიანა ხატიაშვილი;
  9. თამთა გობოზაშვილი;
  10. გიორგი მჭედლიძე;
  11. გიორგი ინჯგია;
  12. კარლო ხუციშვილი;
  13. ნიკოლოზ შაუთიძე;
  14. ალიკა გოჩუა;
  15. გიორგი მორგოშია;
  16. გიორგი შენგელია;
  17. მუხრანი შუბითიძე;
  18. დიმიტრი მაისურაძე;
  19. ლუკა ჯაჯანიძე;
  20. საბა სახვაძე;
  21. მარიამ თურმანიძე;
  22. გიორგი ბერაძე;
  23. ნინო მაწკეპლაძე;
  24. შოთა ქათამაძე;
  25. სანდრო ტატიშვილი;
  26. გიორგი კვინიკაძე;

ხმაური თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 17:04

თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. დაპირისპირება დაკავებულის მშობელბსა და მანდატურებს შორის მოხდა. ხმაური პროცესზე ოჯახის წევრების არშეშვებამ გამოიწვია.დაკავებულის მშობლების განცხადებით,  მათ შვილებს პოლიცილები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინციდენტის დროს დაზიანდა სასამართლოს ინვენტარი. მოგვიანებით კი მოსამართლემ მშობლების პროცესზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

27 თებერვალს თელავის ერთ ერთ კაფეში ახალგაზრდებსა და პოლიცილებეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბრალდების მხარე მათ პოლიცილებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება.

ამ წუთები თელავის რაინულ სასამართლოში დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

“ნაცემები არიან სასტიკად. სასტიკად აწამეს. ორი ღამეა, აწამებენ. შიგნით 30 პოლიციელია და ჩვენ არცერთი არ შეგვიშვეს შიგნით. არ გვიშვებენ იმიტომ, რომ დანგრეულები არიან, ადამიანებს აღარ გვანან. მალავენ. აბა, როგორ შეიძლება, პროცესზე მარტო პოლიცია იყოს და მშობელი არ ესწრებოდეს,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მშობელმა.  

1 მილიონი ლარი ახალგაზრდების დასაქმებისთვის - იდეების კონკურსი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 15:30

19 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა ახალგაზრდული იდეების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მთავარი მიზანი ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წარმოადგენენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად.

კონკურსთან დაკავშირებული სიახლეები, პროგრამული პრიორიტეტები და შეფასების კრიტერიუმები - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ რევაზჯაველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა  - ირაკლი ჟორჟოლიანმამედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია,ამავე სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია;  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქაშიბაია;

 მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელი სალომე შარაშენიძე

შემოსულ პროექტებს განიხილავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირო და გამოავლენს გამარჯვებულებს.

 ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

ა) დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება;
ბ) ცხოვრების ჯანსაღი წესი და მასობრივი სპორტი;
გ) სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა;
დ) ინოვაციებისა და ტექნოლოგიური გამოგონებების ხელშეწყობა (ახალგაზრდებში ინოვაციებისა და სტარტ-აპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერის პრიორიტეტი);

დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:42

თბილისში დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი დაიწყო. ღონისძიება დასაქმებისა და სტაჟირების მსურველი სტუდენტებისთვის იმართება. ფორუმზე მიწვეულია 40-მდე ორგანიზაცია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ვებგვერდზე ან facebook-ის მეშვეობით.

ახალგაზრდა მამაკაცს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 17:58

საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გორში. სოფელ ვარიანის მოსახლეობა გიორგი ნიბლაძისა და ნინო კოკაურის ოჯახს იცავს. გამოძიება მამაკაცის მიმართ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მუხლით მიმდინარეობს.

თანასოფლელები და ნათესავები ყვებიან, რომ 15 და 18 წლის ახალგაზრდებმა ოჯახი სიყვარულით და მშობლების თანხმობით შექმნეს. მათ უკვე შვილიც ჰყავთ. სწორედ მშობიარობის შემდეგ გადაეცა საქმე სასამართლოს, როდესაც სამშობიაროში დადგინდა, რომ ახალშობილის დედა არასრულწლოვანია. 

გიორგი ნიბლაძეს ახლა  7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ქართველი ფეხბურთელები ისევ 0:3 დამარცხდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:26

თბილისში 19-წლამდელთა შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დაიწყო. 12 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯვაროსნებმა უელსელ თანატოლებს უმასპინძლეს და 0:3 დამარცხდნენ.   სტუმრებმა ანგარიში 34-ე  წუთზე გახსნეს, თავი რაის აბრუზესემ გამოიჩინა, ტაიმის მიწურულს კი ქართველებმა კიდევ ორი გოლი გაუშვეს. მეორე ტაიმში მასპინძლებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, თუმცა სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს.

დღესვე მიხეილ მესხის სტადიონის  სათადარიგო მოედანზე ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთი 2:1 დაამარცხა.

მერვე ჯგუფის  შემდეგი მატჩები 14 ნოემბერს გაიმართება. მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. 

19-წლამდელთა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალი გერმანიაში ჩატარდება.

''გაიგე მეტი ახალგაზრდული ცხოვრების შესახებ''

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 15:48

საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო" და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა ერთობლივ პროექტს სთავაზობენ ახალგაზრდებს. როგორც საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ განაცხადა, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება.
''საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგისა და საინფორმაციო სააგენტო "ნიუს დეი საქართველო"-ს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე: www.newsday.ge შეიქმნება სპეციალური რუბრიკა-ბმული სტუდენტური ამბებისთვის და შესაბამისად იქ განთავსდება საინტერესო ინფორმაციები სტუდენტური თუ ზოგადად ახალგაზრდული ცხოვრების შესახებ'', - აღნიშნა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

დაკარგულ ახალგაზრდას, სამი დღეა ოჯახი უშედეგოდ ეძებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 12:13

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ბექა კაპანაძე რამდენიმე დღით ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 28 ოქტომბერს ღამის საათებში ბექამ შეიტყო, რომ მისი დედა გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ის ბათუმიდან თბილისში მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა.
„28 ოქტომბერს, ღამის 11:00 საათზე, ბექამ შეიტყო, რომ დედამისს გულის შეტევა დაემართა და იმავე ღამეს ბათუმიდან თბილისში მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდა. არ ვიცით ის მარტო იყო თუ მეგობრებთან ერთად, ის დღემდე სახლში არ მისულა“, – აცხადებენ კაპანაძის ოჯახის ახლობლები.

ახალგზარდებს შორის ინტერნეტდამოკიდებულების პირველი კვლევის შედეგები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:20

30 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ახალგზარდებს შორის ინტერნეტდამოკიდებულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩატარდა. კვლევა მიმდინარეობდა "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ახალგზარდები ახალგზარდებისთვის" განახორციელა.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა სპორტისა და ახალგზარდობის მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოსწავლეები.

პროექტის მიზანია თბილისის ახალგაზრდებს შორის ინტერნეტდამოკიდებულების შესწავლა და პრობლემების აღმოფხვრა. ჩატარდა მასობრივი გამოკითხვა, სადაც 2400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა  და  სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდები იყვნენ. აქედან, 1600 მოსწავლეა და  800 სტუდენტი.

კვლევის შედეგები ასეთია:

50% 5 წელზე მეტია რაც ინტერნეტ მომხმარებელია.

1%  1 წელზე ნაკლები.

87% ინტერნეტს იყენებს ურთიერთობისათვის

12% ინფორმაციისათვის

37% გართობისათვის

9% სწავლისათვის

პრეზენტაციის ბოლოს სიტყვა გადაეცათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს, რომლებმაც მადლობა გამოთქვეს მსგავსი სახის კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პროექტს ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები გაეცნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 14:49

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს შეხვდნენ და საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასესხო პრობლემებზე ესაუბრნენ. 14-18 წლის მოზარდებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა უნდა იცოდნენ ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დრო და ენერგია. 
პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის ყველა მონაწილეს სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა.
პრევენციული კომუნიკაციის პროექტს აღსრულების ეროვნული ბიურო შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (CIDA) ერთად ახორციელებს. მისი მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირებაა, რათა ბავშვებმა დროულად აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკების, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარი შეხვედრებს აღმასრულებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და რომ ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური