საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია, - თეთრი სახლის წარმომადგენელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 16:32

თეთრი სახლი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ნედ ფრაისის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 „შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას. ეს არჩევნები ცხადყოფს, რომ რეგიონში დემოკრატიული რეფორმების კუთხით, საქართველო ლიდერია. აღვნიშნავთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ  8 ოქტომბრისა და 30 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, რომელიც კანდიდატთა და ამომრჩეველთა უფლებების დაცვით ჩატარდა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ თვალსაზრისით, რომ ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ გამოეჩინათ თავშეკავება საარჩევნო პერიოდში, იმისთვის, რომ ქართველ ამომრჩევლებს თავისუფლად შეძლებოდათ გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ გვაღელვებს ძალადობისა და დაშინების ცალკეული შემთხვევები და მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, აგრეთვე, უზრუნველყონ სამართლებრივი ნორმების დაცვით საფუძვლიანი და დაბალანსებული გამოძიების ჩატარება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პარტიის  ლიდერებს იმუშაონ ერთად, რათა მიღწეულ იქნას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი მიზნები, მათ შორის, დემოკრატიული კონსოლიდაცია, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა. მოუთმენლად ველით ახალ მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა  და მის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მიზნით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 

chevrolet კაბრიოლეტი პარკირების ტერიტორიაზე შეიჭრა და 22 ადამიანს გადაუარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 11:46

ვირჯინიაში, Martinsville Speedway-ს სტადიონზე, სადაც NASCAR-ის რბოლა იმართებოდა Chevrolet კაბრიოლეტი პარკირების ტერიტორიაზე შეიჭრა, სადაც 22 ადამიანს დაეჯახა. ამათგან 9 საავადმყოფოში იქნე გადაყვანილი, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია. 
ავტომანქანის მძღოლის შემოწმების შემდეგ იგი აბსოლუტურად ფხიზელი აღმოჩნდა. თვითმხილველი ახადებს, რომ Chevrolet ჯიპის გასწრებას ცდილობდა, თუმცა შეეჯახა მას და რამდენიმე გამვლელს. პოლიცია მომხდარ ფაქტებს იძიებს.

აშშ-ის ელჩის პირველი კომენტარი "კრწანისის" ინციდენტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 11:21

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველში იან კელი, გუშინ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

იან კელი მომხდარს შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ შეერთებული შტატების საელჩო აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებს.

“კრწანისის ინციდენტზე ინფორმაცია ახლახან მივიღე. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ ამ თემაზე,“ - განაცხადა იან კელი.

გამოკითხვის თანახმად, კლინტონი ტრამპს 11 %-ით უსწრებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:03

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, „დემოკრატების“კანდიდატი ჰილარი კლინტონი, რესპუბლიკელ  ტრამპს 11 %-ით უსწრებს.

გამოკითხვა მეორე ტელედებატების შემდეგ, 10-13 ოქტომბერს ჩატარდა, მასში 1000 დარეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა. 

ტელეკომპანია  „ენ-ბი-სი-სა" და „ვოლ სტრიტ ჯორნალის" მიერ ერთობლივად ჩატარებულ გამოკითხვის შედეგად, ამომრჩეველთა 48 -% ხმას ჰოლარი კლინტონს მისცემდა, 37-% კი დონალდ ტრამპს. 

 

აშშ-ში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 10:06

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურებიან ამერიკაში. კონგრესმენი დუნკან ჰანთერი, სოციალურ ქსელში შემდეგ მიმართვას ავრცელებს: “გასულ შბათს, 2012 წლის შემდგომ, საქართველოში მესამე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა, ეს ხალხის მიერ მიღწეული დემოკრატიული პროგრესის ნათელი დემონსტრირებაა. საქართველო კარგი მეგობარი და პარტნიორია რეგიონში, რომელიც რუსეთის აგრესიით დაზარალდა, და იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. სახელმწიფოებრიობის 25-ე წლისთავზე, მე ვულოცავ ქართველ ხალხს და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნი ახალ მთავრობას”. რესპუბლიკელი დევიდ შვაიკარტი კი წერს: ვულოცავ ქართველ ხალხს, რომელმაც 8 ოქტომბერს, კიდევ ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩაატარა.

რუსეთი აშშ-სთან გაეროს რეზოლუციის პროექტს გადახედავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 11:30

 

რუსეთი გადახედავს გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ავალდებულებს უზრუნველყოს მშვიდობა სირიაში.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რეზოლუციის ავტორები ესპანეთი და საფრანგეთი არიან. გუშინ ამ საკითხზე სატელეფონო საუბარიც შედგა სერგეი ლავროვსა და სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის.

პარალელურად რუსეთის თავდაცვის უწყება შეერთებულ შტატებს მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდოს ავია იერიშების შედეგებს სირიაში, რადგან საჰაერო დარტყმები სირიის ტერიტორიაზე მყოფ რუს სამხედროებსაც უქმნის საფრთხეს.

გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 09:59

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო. შს მინისტრმა აშშ-ს ელჩს სამინისტროს მიერ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

„საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა აშშ-ს ელჩთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა იან კელის შსს-სა და ცესკო-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორ, 110-ფუთიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს.

აშშ-ის კონგრესში ერდოღანი მკაცრად გააკრიტიკეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 15:58

აშშ-ში კონგრესში თურქეთის შესახებ გამართულ სხდომაზე პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მთავრობა 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მათი ნამოქმედარის გამო მკაცრად გააკრიტიკეს. კონგრესის წევრების მტკიცებით, ერდოღანმა არსებული მდგომარეობით ისარგებლა და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად გამოიყენა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტში ″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთი″ სახელწოდებით სხდომა გაიმართა.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ქვეკომიტეტის თავმჯდომარის რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის კონგრესმენის დანა რორაბახერის თქმით, ″ერდოღანი არსებული მდგომარეობით სარგებლობს და წარუმატებელი გადატრიალების მცდელობას პოლიტიკური ძალაუფლების გასაუმჯობესებლად იყენებს, რითაც ისედაც ცუდ მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს.″
რორაბახერის მტკიცებით, თურქეთში ვინც ერდოღანის ხედვას არ იზიარებს ზეწოლის ქვეშ იმყფება, ″რელიგიური ფილოსოფოსად″ ცნობილ ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის ″მხარდამჭერი″ ყველა მტკიცებულების გარეშე ″გადატრიალების ინიციატორად″ განიხილება, 15 ივლისის შემდეგ განხორციელებულმა ქმედებებმა ″სულელურ″ დონეს მიაღწია.
″მთავრობა სამხედრო გადატრიალების მცდელობას ადრინდელი საქმეების დასაფარავად და ერდოღანის ხედვების მიმართ არასაკმარისი ერთგულების გამომხატველების გასაწმენდად იყენებს.″-განაცხადა რორაბახერმა და დასძინა, რომ ხელისუფლება ″კუდიანებზე ნადირობას″ ახორციელებს მაგრამ ამ სტრატეგიამ თურქ ხალხს სარგებელი არ მოუტანა.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ერდოღანის მმართველობაში ტირანია, ზეწოლა და უფრო მეტიც კორუფციაც იყო. კორუფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე ისე ჩანდა, რომ თითქოს ერდოღანს გიულენის მხარდამჭერებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა გიულენის მომხრეებმა, ხელისუფლების მმართველებთან ურთიერთობების გაფუჭების ცოდნის მიუხედავად ამ საქმის გამოააშკარავება არ გადაუფიქრებიათ, ეს ცუდი რამ არ არის, პირიქით კარგი რამეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ისეთი მამაცი ადამიანები გყავთ, რომ მათ იციან, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი მათ ბავშვების დაკავებს მაგრამ ისინი მაინც თავის საქმეს აკეთებენ.″- განაცხადა რორაბახერმა.
რორაბახერის თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული ქმედებებით წითელი ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა.
″სასტიკად ჩადენილი გადატრიალების მცდელობა, დიქტატორული და რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბებას ვერ გაამართლებს. თუკი ერდოღანი ყოველივე ამას საკუთარი ხალხის რეალური დემოკრატიული უფლებების გასანადგურებლად, დასავლეთთან კავშირის შესაწყვეტად და დემოკრატიული პროცესის დასასრულებლად იყენებს ეს მიუღებელია და თურქი ხალხისთვის ისტორიული კატასტროფა იქნება.″- აღნიშნა მან.
რესპუბლიკური პარტიის კალიფორნიის დეპუტატმა პავლე კუკმაც განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო თურქეთს ოპტიმისტური თვალით აღარ უყურებდა. სავარაუდოდ, ეს ყოველივე ორ ქვეყანას შორის სამხედრო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. მისივე თქმით, ამჟამად თურქეთში დემოკრატია არ არსებობს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელის ნინა ოგნიანოვას განცხადებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლამ უპრეცედენტო დონეს იაღწია. ოგნიანოვას თქმით, მედიაზე ზეწოლა ადრეც იყო, მაგრამ 15 ივლისის შემდეგ კატასტროფულ დონემდე გაიზარდა. 2016 წლის მარტის შემდეგ უკვე ანგარიშების ყოველდღიური ჩაწერა დავიწყეთ.
“თურქეთში ისეთ დროს, როდესაც პლურალისტური ხმები ყველაზე მეტად საჭიროა ხელისუფლება წარუმატებელ გადატრიალების მცდელობას, კრიტიკულ მედიის წინააღმდეგ და ოპონენტების გასაწმენდად იყენებ.″-განაცხადა ოგნიანოვამ და დასძინა, რომ თურქეთში ჟურნალისტები თავიანთ საქმიანობას თავისუფლად ვერ ასრულებენ.
ოგნიანოვამ ერთ-ერთი კონგრესმენის კითხვაზე, ″ერდოღანმა და მისმა მთავრობამ მედია ცენზურის მხვრივ 3-4 წელიწადში რა მასშტაბებსაც მიაღწია, რუსეთში პუტინის მთავრობას ამ დონი მასშტაბებზე მისაღწევად 10 წელი დასჭირდა.″-უპასუხა მან.
ამერიკის პროგრესის ცენტრის წარმომადგენლმა ალან მაკოვსკიმ აღნიშნა, რომ თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით აშშ-ის და ევროკავშირის რეაქცია იდეალურზე ნაკლები იყო, ამ სიტუაციამ კი თურქეთში შეთქმულების თეორიის გარემოს შექმნას ხელი შეუწყო.
მაკოვსკის თქმით, თურქეთში ″წმენდის″ ოპერაციების დონემ ″კუდიანებზე ნადირობას″ დაემსგავსა. მისივე თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის ფილოსოფიასთან კავშირის აღიარება სამსახურიდან დათხოვნის და უფრო ცუდი ქმედებისთვის საკმარის საფუძველად არის მიჩნეული. მაკოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკავებულების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მტკიცებულება ″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩარევა″ უნდა არსებობდეს.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანმა განხეთქილების პოლიტიკით იმოქმედა, ქურთებმა განცალკევებულად დარჩნენ და ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ისე როგორც არასდროს ″ზეწოლას″ ახორციელებდა.″- განაცხადა მან.
მაკოვსკიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ გიულენის მოძრაობას, სხვა ისლამური მოძრაობებისგან, განსაკუთრებით კი რადიკალი ჯგუფებისაგან განმასხვავებელი ორი თვისება აქვს, რელიგიის ნაცვლად მეცნიერებასა და მათემატიკაზე ფოკუსირებული სკოლების გახსნა და მშვიდობისა და რელიგიათაშორის მეგობრობის შესახებ გზავნილების გავრცელება.
ძალადობის ექსტრემიზმის კვლევების საერთაშორისო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის აჰმეთ იაილას მტკიცებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამეს, 2-3 საათში, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 1563 სამხედრო თანამდებობის პირთა სიის ასეთ მოკლე დროში გამოვლენა შეუძლებელია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სია უფრო ადრე მომზადდა.
დემოკრატიული პარტიის ვირგინიის დეპუტატმა და აშშ-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ გერი კონოლიმ, თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ და კრიტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონოლის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ თურქი ხალხის საქციელმა მთელ მსოფლიოს სიმპათია მოიპოვა, მაგრამ ერდოღანის მიერ 15 ივლისის შემდეგ ძალაუფლების გასამყარებლად პოლიტიკურ არენაზე თავისი ქმედებებით ეს სიმპათია დაკარგა. კონოლი ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ თურქეთში მედიისა და ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ზეწოლის და სამხედრო გადატრიალების მცდელობის გიულენის მომხრეების აბსოლიტური უმრავლესობის დასადანაშაულებლად გამოყენების გამო ძალიან შეშფოთებულია.
კონოლი გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო და კანონის უზენაესობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ საკითხში აშშ-ის მიერ თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერასთან ან არდაჭერასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს მხოლოდ სასამართლო პროცესია.
დემოკრატიული პარტიის ნიუ-იორკის კონგრესმენმა გრეგორი მიქსმა კი განაცხადა, რომ დემოკრატიული გზით არჩეულ თურქეთის ხელისუფლებას მხარს უჭერენ.
″სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. ემოციური განცხადებები ამ პროცესს ვერ დააჩქარებს.″-განაცხადა მან.
მიქსის თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ამ ადამიანებს სამართლიანად გასამართლების უფლება აქვთ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თურქეთი მოკავშირე ქვეყანა რომც იყოს, აშშ-მა ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ მკაფიო და ძლიერ გზავნილებს უნდა იძლეოდეს.
წყარო:http://www.cumhuriyet.com.tr/haber/dunya/600385/ABD_Kongresi_nde_Erdogan_i_topa_tuttular.html

აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 12:12

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660)  აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილმა რეზოლუციამ განხილვის ყველა ეტაპზე ცალსახა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. საბოლოო კენჭისყრაზე რეზოლუცია წარადგინა 31-მა თანასპონსორმა (კონგრესმენმა), როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.

რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისაკენ და არაღიარების იმგვარი პოლიტიკის გატარებისაკენ, რომლის მსგავსიც თავის დროზე  წარმატებით განხორციელდა ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შემთხვევაში.
რეზოლუციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-იურე და დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე.

რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიებს ოკუპაციას; ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებს. მოუწოდებს რუსეთს, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად. რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იგი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გზით. აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 09:44

 შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.

აშშ-ის კონგრესი რუსეთს მოუწოდებს  გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური