„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აშშ-ის ელჩს მიმამრთავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 11:51

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. ისინი  მთავრობას კომპენსაციის სახით 5 000 ლარს სთხოვენ.

მოვაჭრეები, ამჯერად ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ და ელჩთან სეხვედრა მოითხოვეს. 

აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელი: გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 11:45
გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს, - ამის შსახებ განცხადება აშშ-ის კონგრესის დაზვერვის ხელმძღვანელმა დევინ ნუნიემ, კვირას Fox TV-ის Chris Wallace გადაცემაში მონაწილეობისას გააკეთა. washingtonhatti.com საიტის მიმომხილველის ილჰან თანირის ინფორმაციით, შაბათ დღეს გერმანიის დაზვერვის სამსახურის (BND) უფროსის ბრუნო კალის მიერ გერმანულ პრესში, ″თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან გიულენის შესაძლო მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები ვერ დავინახე″ მსგავსი განცხადების გაკეთების შემდეგ, ამჯერად აშშ-ის კონგრესის ხელმძღანელმა ანალოგიური განცხადება გააკეთა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთ პალატის სადაზვერვო კომიტეტის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დევინ ნინუემ, კვირას Fox TV-ის Chris Wallace გადაცემაში მონაწილეობისას გიულენის და ″მოძრაობა ჰიზმეთის″ შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე და როგორც პრეზიდენტ ტრამპის ახლო მოკავშირედ ცნობილი დევინ ნინუემ კითხვაზე, ამერიკის პრეზიდენტი ფეთჰულაჰ გიულენის თურქეთისთვის გადაცემას აპირებს, პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ გიულენის გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება არ მინახავს. ნინუემ გადაცემაში თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ერდოღანის მთავრობა უფრო და უფრო ავტორიტარული გახდა და აშშ-ს და თურქეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია. კონგრესის დაზვერვის კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, რადგან ეს კომიტეტი აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებს ზედამხედველობას უწევს და ამ უწყების ხელმძღვანელებს დაზვერვის საკითხებში ინფორმაციას აწვდის. წყარო: http://www.haberdar.com/gundem/abd-kongre-istihbarat-sefi-gulen-in-darbeye-karistigina-dair-herhangi-bir-kanit-gormedim-h46270.html?mnst=18447

ა.შ.შ. შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2-ის" საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:22
"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,"- აღნიშნულ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2-ის" საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აქვეყნებს.

აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერა ქართულ მხარეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 13:38

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში მხარდაჭერას თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) უცხადებს. სწორედ ეს საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის პრეზიდენტს ბრედ ფედმანს შორის გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის ექსპერტები საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში აქტიურ წვლილს შეიტანენ და ქართულ მხარეს აღჭურვილობის უზრუნველყოფაშიც გაუწევენ დახმარებას.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა გარკვეული მიმართულებების იდენტიფიცირება მოახდინეს, სადაც ამერიკელი ექსპერტების ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული. “აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოგვიცხადა იმ რეფორმების განხორციელების საქმეში, რომელსაც უწყების ფარგლებში ვატარებთ. ეს რეფორმები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ახლა იწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც  წვრთნებს უკავშირდება. ჩვენ საჯაროდ უკვე მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ ვგეგმავთ მნიშვნელოვანი სასწავლო ცენტრის მშენებლობას. უკვე წელს ჩაეყრება მას საფუძველი. მრჩევლების აქტიურობა, მათი ამ წვრთნებში ჩართულობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ლაპარაკია ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენაზე. მოხდა გარკვეული მიმართულებების იდენტიფიცირება, სადაც მათი გააქტიურება, მათი ჩართულობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს გარანტირებული, რათა დაწყებული პროცესი მივიყვანოთ  ლოგიკურ წარმატებულ შედეგამდე“,  - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ბრედ ფედმანმა CUBIC-ის ჯგუფისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ხანგრძლივ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ჩვენ საქართველოს ბევრი წელია მხარდაჭერას ვუწევთ. შეხვედრაზე საბრძოლო საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების საკითხი განვიხილეთ. ამჟამად, ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 25 ქვეყანას ვუზრუნველყობთ აღჭურვილობით. ვგეგმავთ, ქართულ მხარესაც გადმოვცეთ აღჭურვილობა. ასე რომ, ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოსთან პარტნიორობას, რომელიც უკვე მრავალია წელია გრძელდება“.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, კუბიკის პროგრამის მენეჯერი საქართველოში უილიამ ქრეივენი და კუბიკის ჯგუფის პრეზიდენტის თანაშემწე მაიქლ კელი დაესწრნენ.

აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორისაა თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, თავდაცვის დაგეგმვაზე, პროფესიულ სამხედრო განათლებაზე, ლოგისტიკასა და რესურსების მართვაზე. კუბიკის მეორე ჯგუფი დახმარებას უწევს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGSC) ჩამოყალიბებაში. მესამე ჯგუფი კი, დახმარებას უწევს  ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის JCATS და  MILES ტაქტიკური სიმულაციური საშუალებების გამოყენება-უზრუნველყოფაში.  

დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის სამზადისი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 იანვარი 2017 11:02
ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის გუნდის განცხადებით, მზად არის არჩეული ლიდერის სიტყვაც, რომელიც, როგორც გუნდში ამბობენ, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.
დონალდ ტრამპი ფიცს დადებს ორ ბიბლიაზე, რომელთაგან ერთი აბრაამ ლინკოლნის არის და ეს უკვე პრეზიდენტების ტრადიციად იქცა. მეორე ბიბლია კი პირადად ტრამპს ეკუთვნის, რომელიც მას დედამ აჩუქა. საზეიმო ღონისძიებაზე, ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს მომღერალი, ჯეკი ივანკო შეასრულებს. სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, 3 ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში. 58 დემოკრატი კონგრესმენი კი ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. დედაქალაქში უსაფრთხოებას 28 ათასი სამართალდამცველი, სპეც რაზმი და სნაიპერი დაიცავს.
პრეზიდენტად არჩეულმა პირობა დადო, რომ ამერიკას ისევ დიდებულ ქვეყნად აქცევს ყველა ამერიკელისთვის: "ეს მოგზაურობა დაიწყო 18 თვის წინ და თქვენ ამ ყველაფერში ჩემზე მეტი წვლილი შეიატანეთ. ამერიკას ყველა თქვენგანისთვის ისევ დიდებულს გავხდით. გპირდებით მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ შევქმნა სამუშაო ადგილები, ძლიერი არმია, გავამტკიცო საზღვრები და ვაკეთო ისეთი საქმეები, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გაკეთებულა," - განაცხადა ტრამპმა.
ინაუგურაციამდე კი, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში საპროტესტო აქციები არ წყდება. მსვლელობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის ორგანიზატორები ანტი ფაშისტური ორგანიზაციის წევრები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ ტრამპისა და პენსის მთავრობა ფაშისტურ მმართველობას დაამყარებს.
საუბრის დასასრული
 
 
 
 

ლევან იზორია აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 19 იანვარი 2017 12:28

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის განხორციელებით დაზოგილი 32 მილიონი ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. „ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამ რეფორმებით 32 მილიონი დავზოგეთ იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ; უკვე წელს ჩვენს ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანწილად გავაუმჯობესებთ, გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით, აშშ-სთან, რომელთან ერთადაც ვგეგმავთ ამ წლიდან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ იმპლემენტაციას. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლებიც იქნება ძალიან წარმატებული ამ რეფორმების განხორციელების კუთხით“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ს ელჩმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშორმლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა. „დაინტერესებულები ვართ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესით, რადგან „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ დროულად დაწყება გვსურს. კმაყოფილები ვართ თავდაცვის მინისტრის მიერ უწყებაში მიმდინარე რეფორმირების ტემპით“ - განაცხადა იან კელიმ.

ამერიკის ელჩმა აშშ-ში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირების ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი დაესწრნენ.

ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, - იან კელი გვარამიას საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 12:03

"ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს. მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ დაიწყო გამოძიება, რადგან პიროვნება საყოველთაოდ ცნობილია, არსებობს ვიდეოც. ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, ამიტომ, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით," - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე განხორციელებულ თავდასხმას.

ობამამ 35 რუსი დიპლომატი გააძევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 11:47

 ობამას ადმინისტრაციამ, რუსეთის ჰაკერულ თავდასხმებთან დაკავშირებით, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. შეერთებულმა შტატებმა  ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა და პირველად გაასაჯაროვა გვარები, რომლებიც სანქციების სიას დაემატა.

ობამა ჰაკერულ თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

 

სროლა თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან - აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 დეკემბერი 2016 21:18

თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩზე თავდასხმის შემდეგ სროლის ხმა ისმოდა ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც, რის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. ამასთა, აშშ თურქეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. ამერიკის მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ საელჩოს ტერიტორიას“,- ნათქვამია აშშ-ს დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.

რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც ანკარაში ერთ-ერთ გალერეაში განხორციელდა გარდაიცვალა. მისი მისამართით თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა რამდენიმეჯერ განახორციელა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოტქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“. ამასთანავე ვრცელდება ფოტო, სადაც მკვლელი არის ასახული, რომელსაც შავი პიჯაკი აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვებასთან კრემლის კავშირს უარყოფს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 16:40

აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვებასთან კრემლის კავშირს უარყოფს. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს ბრალდება სასაცილოა. მისივე თქმით, ის სკეპტიკურად არის განწყობილი ამერიკის დაზვერვის სამსახურის ანგარიშის მიმართ, რომელშიც წერია, რომ ოფიციალური მოსკოვი, არჩევნების დროს კიბერთავდასხმებში აქტიურად იყო ჩართული, რაც ტრამპის გამარჯვების საწინდარი გახდა. მან ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა და დასძინა, რომ „დემოკრატები“ არჩევნებში დამარცხების ამგვარი გზით გამართლებას ცდილობენ.დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. მათ გააკრიტიკეს აშშ-ის ახლად არჩეული  რუსეთის ჩარევის არ აღიარების გამო.  „შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სადაზვერვო მონაცემები რუსეთის ქმედებებზე აშშ-ში არჩევნების მსვლელობაში თავიდანვე აღიქმება როგორც ცრუ ან პოლიტიზებული“, - ციტირებს ამერიკული გამოცემა აშშ-ის სადაზვერვო უწყობის თანამდებობის პირის წერილს. მის თანახმად,  მსგავსი სადაზვერვო ინფორმაციის იგნორირება ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რაც წმინდაა ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური