საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 09:47

გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 12:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"გულითადად ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ამერიკელ ხალხს 4 ივლისს - დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
წელს ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გამყარდება სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაღრმავებას როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შედგა თეთრ სახლში ჩვენი პარტნიორობის 25 წლისთავისა და საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების აღსანიშნავად. ასევე ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად მივიჩნევთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტს, რომელიც ამ ზაფხულს ეწვევა საქართველოს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ მათ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას" - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 09:14

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ,  კონგრესმენმა თედ პომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით  ამერიკის კონგრეში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.  საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი დემკრატიული განვითარების გზაზე „საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში, დემოკრატია, რომელიც  მიისწრაფვის დასავლეთისკენ და დამოუკიდებლობის დასაცავად რუს დათვს ებრძვის. დასავლეთში, ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების არაკანონიერ გაფართოვებას. აშშ-ის სურს ითანამშრომლოს საქართველოსთან და მას ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.“- განაცხადა კონგრესმენმა პომ. 

საკუთარ გამოსვლაში მან განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების დამსახურება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. „ საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვნად არის  წარმოდგენილი  ავღანეთში. ქართველები ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და გვიჩვენებენ  თავდადებას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. ჩვენ გვსურს  გავაგრძელოთ თანამსრომლობა  საქართველოსთან და დავანახოთ მათდამი  ჩვენი  ერთგულება. არ დავუშვებთ საქართველოს დაკარგვას.“- აღნიშნა ტედ პომ.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 08:52
დღეს 4 ივლის, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღება სადაც მოწვეული არიან აშშ-ის საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის და მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და ბიზნესის წარმომადგენლები. 
აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 241-ე წლისთავისადმი მიძღვნილ 
საზეიმო წვეულებაზე, ახალგაზრდა მომღერალი ანი ქურასბედიანი-ტუღუში შეასრულებს აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებს. 

 

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:33

ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით წვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

აშშ-ს საელჩომ შსს-ს თანამშრომლები წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 10:38

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლას ბერლინერმა შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საელჩოს სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის ტრადიციული ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 11:8 ანგარიშით მოიგეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - მერაბ მალანია, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ნიკოლას ბერლინერი, მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი - ანზორ ჩუბინიძე, შს სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„მადლობას ვუხდი აშშ-ს საელჩოს, რომ ასე დადებითად შეაფასეს ქართველი სამართალდამცველების საქმიანობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას. დღევანდელი ამხანაგური მატჩიც საქართველოს შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის 25 წლიანი წარმატებული დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო გვაახლოვებს და ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ.

შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მესამე წელია იმართება.

აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 14:01

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. 

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. 

ამერიკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. 

საქართველოს კრივის ფედერაციაში ფლობენ ინფორმაციას, რომ ორივე სპორტსმენი სწორედ ბრუკლინში ემზადება, თუმცა მათთან დაკავშირება და სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

ხურციძე ამერიკაში ორი დღის წინ გაემგზავრა და 8 ივლისს გასამართი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ერთ თვეში ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა. 

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს ბრალი რეკეტში და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი.

ბეისბოლის მატჩი მიეძღვნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 09:57

ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით ნუცუბიძის ბეისბოლის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ქვეითების გუნდი “მეომრები“ და საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრები.

აღნიშნული მატჩი მიეძღვნა ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ და დაღუპულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მეომრებს.

თამაშის წინ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა სტადიონზე მოსულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ჩვენთვის განსაკუთრებული საამაყოა ის, რომ ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის ფარგლებში, გვაქვს საშუალება საქართველოში უმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხედრო საზღვაო ქვეითების გუნდ “მეომრებს“

მინდა განსაკუთრებული მადლიერებით ავღნიშნო და მადლობა გადაუხადა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მათ მიერ საერთაშორისო მშვიდობისთვის გაღებული მსხვერპლისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ამერიკელ საზღავაო ქვეითებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი წვრთნების პროგრამაში მონაწილეობა, რომლმაც დიდი შედეგი და მოტივაცია მისცა ქართველ მეომრებს. ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით, ჩვენმა ჯარმა მნიშვნელოვანი პრაქტიული გამოცდილება, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია მსოფლიო სამხედრო სტანდარტების უმაღლეს სტატუს მიაღწია. მე დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს როდესაც ვხედავ რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით არიან. მადლობა თქვენი პარტნიორობისა და მეგობრობისთვის.

მე როგორც ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ძალისხმევას არ დავიშურებ ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის გასაღრმავებლად. ყოველთვის მზად ვარ ვითანამშრომლო ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ. მწამს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული. მწამს, რომ ხვალ უფრო მეტად ვისწავლით დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფლების დაცვას. მწამს, რომ ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ქართველმა მებრძოლებმა სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს, რომ საქართველო არის მეგობრების და მეგობრობის ერთგული.
დღევანდელი ჩვენი ამხანაგური თამაში კიდევ ერთხელ უსმავს ხაზს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მყარ მეგობრობასა და პარტნიორობას.

გაუმარჯოს ქართველ და ამერიკელ სამხედროებს და გაუმარჯოს ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეგობრობა !

ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა, ქართულ ამერიკული მეგობრობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ამერიკელი სამხედრო საზღვაო ქვეითები.

ამხანაგური მატჩი დასრულდა, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ და ქართულ ამერიკული მეგობრობის გამარჯვებით.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ: აშშ-ის საელჩო, ავაიკომპანია ჯორჯიან ეარვეისი, საქართველოს ფოსტა, ამერიკული კომპანია “KVG“ საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია, კომპანია “ქართულ ამერიკული სახლი“ ინგლისურენოვანი გაზეთი “მესინჯერი“

ქართულ-ამერიკული მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებთ, ამერიკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომაროველმა მერი კავთელიშვილმა აშშ-ის უნივერსიტეტისგან $250 000-იანი გრანტი მიიღო

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 02 ივნისი 2017 12:45

მერი კავთელიშვილი, რომელიც კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანია, მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania ამოირჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი.

პენსილვანიის უნივერსიტეტი U.S News & World Report-ის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. აქ სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, ილონ მასკი. უორენ ბაფეტი სხვები.

აშშ-მა ვიზების გაცემის წესი გაამკაცრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 14:46

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა, - იუწყება სააგენტო "როიტერი". სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წესები მოიცავს სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სახელების მითითებას.

ასევე, აშშ-ის საკონსულოების თანამშრომლებს უფლება ექნებათ მოითხოვონ წინა პასპორტების ნომრები, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში დარეგისტრირებული გვერდების მითითება, ბოლო 15 წლის განმავლობაში აპლიკანტის დეტალური ბიოგრაფია, მათ შორის დასაქმების მონაცემები და მგზავრობების ისტორია.

სავიზო ანკეტაში აღნიშნული კითხვები მითითებულია როგორც არასავალდებულო, თუმცა მათი შეუვსებლობის შემთხვევაში, ვიზის გაცემა შეიძლება გაჭიანურდეს, ან ვიზის გაცემაზე უარი განაცხადონ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური