ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58) ბათუმის პორტში შემოვა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 27 ივნისი 2015 15:58

27-29 ივნისს ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58)  შემოვა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იტყობინება.

„ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად.

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და უმასპინძლებს სტუმრებს. „ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

 

დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 07 ივნისი 2015 20:02

თბილისის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს ნიუ-იორკში დაგეგმილ მერების კონფერენციაზე, რომელშიც ასამდე ქალაქის მერი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციაზე განხილული იქნება ქალაქების მართვისა და განვითარების სისტემები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია დანერგილი.

დავით ნარმანია ასევე მონაწილეობას მიიღებს ქალაქების ურბანული განვითარების ფორუმში, სადაც საუბარი იქნება ქალაქების თანამედროვე განვითარების ძირითად მიმართულებებზე. ფორუმის მონაწილეები ერთმანეთს საკუთარი ქალაქის გამოცდილებას გაუზიარებენ, ასევე, გამართავენ დისკუსიას ქალაქების სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. 

ფორუმზე დაგეგმილია დედაქალაქის მერის სიტყვით გამოსვლაც, რომელზეც დავით ნარმანია ფორუმის მონაწილეებს თბილისის სამომავლო განვითარების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

აშშ-ის გაერთიანებულ შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის ახალი კადიდატი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 მაისი 2015 13:50

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, ჯოზეფ დანფორდი გაერთიანებულ შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა, - წერს საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“.

ჯოზეფ დანფორდის კანდიდატურა სენატმა უნდა განიხილოს. სენატის მიერ კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ჯოზეფ დანფორდი გაერთიანებულ შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მარტინ დემფსის ჩაანაცვლებს. 

გვერდი 27/ 27-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური