აშშ და რუსეთი სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 12 ოქტომბერს გამართავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:27

რუსეთი თანახმაა, სირიაში ავიაფრენების უსაფრთხოების საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. 

"თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამინისტროს ოფიციალური პასუხი მიიღო", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პიტერ კუკმა.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარებს შორის სავარაუდოდ, 12 ოქტომბრამდე გაიმართება.
დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული და მოუწოდებენ მოსკოვს, მეტი ყურადღება დაუთმოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას.

საქართველოს ყოფილი პატიმარი აშშ-ს ტერორისტთა სიაში შეიყვანეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:30

ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩატაევი ე.წ. ხალიფატის, ანუ ისლამური სახელმწიფოს ფუძემდებელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. ჩატაევი, რომელიც ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა შორის ერთ-ერთია.

ის საპატიმროდან 2012 წელს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ 2012 წლის დეკემბერში ცნო.

რატომ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი დღეს პროკურატურას განმარტება არ გაუკეთებია.

ახმედ ჩატაევი ჩეჩენ მებრძოლებში განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა და ცნობილი საველე მეთაურის დოკუ უმაროვის უახლოეს გარემოცვის წევრადაც ითვლება. ჩატაევს ახლო ურთიერთობა აქვს ომარ ალშიშანთან, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მაღალჩინოსანია და რომელიც ვაშინგტონის ტერორისტთა სიაში უკვე ერთი წელია ირიცხება.

გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის ახმედ ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთ დაჯგუფებას იარმუკს ხელმძღვანელობს სწორედ ამ შენაერთში იბრძვიან ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები, მათ შორის – პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.

აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 11:06

აშშ-ში უკრაინის ელჩის ვალერი ჩალის განცხადებით, აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ დიპლომატი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს. 
" თანხიდან 50 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. კანონპრექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება " - წერს დიპლომატი.

თანხის ნაწილი უკრაინელი სამხედროების სწავლებაზე იქნება მიმართული. ასევე, შესაძლოა, კიევს საკომუნიკაციო და ელექტყრონული „ომისთვის“ უპილოტო თვითმფრინავებიც გადაეცეს - წერს „ბიბისი."

მომავალი წლის აშშ-ის სამხედრო ხარჯების მოცულობა 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 600 მილიონი აშშ დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ერაყის არმიის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

ამერიკაში გამძვინვარებულმა სტიქიამ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 08:43
ამერიკაში მომხდარ წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკის კაროლინას შტატში ქალაქ ჩარლსტონში მომხდარ წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში, სადაც წვიმები ისევ გრძელდება, საგანგებო ვითარება გამოცხადდა. დაკარგულია ადამიანები, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. წყალდიდობის მიერ გამოწვეული მატერიალური ზარალი, სავარაუდოდ, 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. შტატში 40 ათას ადამიანს სასმელი წყალი არ მიეწოდება. 26 ათასი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამხრეთ კაროლინის გუბერნატორის ნიკი ჰელის განცხადებით, წყალდიდობის გამო რეგიონში 550 გზა და ხიდი გადაკეტილია. წყალდიდობაა ასევე საფრანგეთში, სადაც 20 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობის რეგიონი რივიერა კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ნალექის შეწყვეტის შემდეგ რეგიონში დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.

"საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ს აბსოლუტურად ყველა სივრცეში“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 16:08

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში არ იზიარებს პრეზიდენტის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თემა არ არის აქტუალური საერთაშორისო განხილვის ასპარეზზე. ზურაბ აბაშიძემ საპასუხო განცხადება მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა:

“რამდენად წარმოჩინდა საქართველოს თემა ბოლო ხანს გაეროში, ვაშინგტონში, ზოგადად, აბსოლუტურად ნათელი პასუხია ამის თაობაზე. რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა პრემიერს გენერალურ ასამბლეაზე, იყო ორმხრივი შეხვედრები გაეროში, პრეზიდენტსაც ჰქონდა მრავალი შეხვედრა. ამიტომ, ვფიქრობ საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სივრცეში,“ - განაცხადა აბაშიძემ.

გამორიცხულია, აშშ-ში საქართველოს ელჩი პრემიერ-მინისტრთან ერთან არ ყოფილიყო-ამბობს ლევან ბერძენიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 15:18

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, გამორიცხულია, აშშ-ში საქართველოს ელჩი პრემიერ-მინისტრთან ერთან არ ყოფილიყო. 
ბერძენიშვილი იმასაც ამბობს, რომ მისთვის პრეზიდენტის გულის ტკივილიც გასაგებია და თავად რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო, ასეთ ელჩს არ წარადგენდა. ამასთან, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პრაქტიკული თვალსაზრისით ელჩის ინტერესებში არ შედიოდა, გული ეტკინა პრეზიდენტისთვის.
"უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი ოდესღაც ელჩებს ნიშნავდა და პასუხისმგებელი იყო. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა შეიცვლა. ჩვენ ახლა ელჩებს არ ვნიშნავთ და არ განვსაზღვრავთ მათ მოქმედებას. ელჩი ჩვენი დანიშნული რომ იყოს და მასზე ასეთი გავლენა გვქონდეს, ჩვენ მას მოვიწვევდით და კითხვებს დავუსვამდით. კითხვების დასმის გარეშე ის შემიძლია ვთქვა, რომ გულსატკენია, რომ ასეთი ამბავი მოხდა, ხოლო ის თუ ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი, ამის გარკვევას მეტი დრო და ინფორმაცია სჭირდება"-აღნიშნა ბერძენიშვილმა.
დეპუტატის თქმით, პრემიერ-მინისტრი იყო გაერო-ში და საქართველოს გაერო-ში ჰყავს ელჩი, მაგრამ ეს აშშ-ში საქართველოს ელჩს არ ათავისუფლებს, რომ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს, ფაქტობრივად ქვეყნის მმართველს თან არ ახლდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის ელჩია. 
"ეს მართლა განსაკუთრებული შემთხვევა იქნებოდა. მაშინ გენახათ თქვენ კრიზისი და უბედურება, ელჩი რომ პრემიერ-მინისტრს სადმე არ ახლდეს. საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი არის საქართველოს დირექტორი და ის, რომ პრეზიდენტი არის პირველი პირი იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას პრეზიდენტი მართავს. ვინც კონსტიტუციას სერიოზულად წაიკითხვას, მიხვდება, რომ ქვეყნის მართვაში თუ 99% აქვს პრემიერს, 1% აქვს პარლამენტს და პრეზიდენტს პროცენტი არა აქვს. გამორიცხულია, აშშ-ში საქართველოს ელჩი პრემიერ-მინისტრთან ერთან არ ყოფილიყო. იდეალური იქნებოდა, მოეხერხებინა და ყოფილიყო პრემიერ-მინისტრთანაც და პრეზიდენტთანაც. პრეზიდენტის გულის ტკივილიც სრულიად გასაგებია - მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ასეთ ელჩს არ წარვადგენდი, რადგან პრეზიდენტი სწორედ არის ელჩის წარმდგენი. გასაგებია, რომ ესა თუ ის ელჩი, როცა ასე თუ ისე იქცევა, პრეზიდენტის თვალში რაღაც ქულებს იწერს და რაღაც ქულებს ვერ იწერს. ამიტომ პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენი ელჩის ინტერესებში არ შედიოდა, გული ეტკინა პრეზიდენტისათვის. მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ელჩს ჰყავს უშუალო უფროსი - დირექტორი და მან რა უბრძანა, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ელჩს კითხვას ვერ ვუსვამთ. შესაძლოა, ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ემოქმედა და შესაძლოა, ის არ იყო თავისუფალი თავის მოქმედებაში. ცუდია, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ელჩი არ ახლდა. მე არ მჯერა, რომ საქართველოს ელჩმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტს, რადგან წაიკითხა კონსტიტუცია და ასე გაიგო ეს. ამიტომ რეალურად არ ვიცით, რა მოხდა – ვინ, ვის, რა უთხრა და რა უბრძანა. შესაბამისად, ძალიან ძნელია ვინმეს გამართლება ან გამტყუნება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა .  
აქვე ბერძენიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ არ ახსოვს, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით რომელიმე ქვეყანაში ჩასულიყო და იქ მას ელჩი არ შეხვედროდეს. 

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას აშშ ეხმაურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 14:11

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ისევ გრძელდება. მას შემდეგ რაც უკვე მეორედ დაირღვა თურქეთის საჰაერო სივრცე , თურქეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი ანკარაში დაიბარა. ელჩს სამინისტროში მკაცრი გაფრთხილება მისცეს და განუმარტეს რომ ისინი არასასურველი მოვლენის  მიზეზი გახდებიან. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანიც აკეთებს, ჯონ კერის განცხადებით ის გმობს მსგავს ქმედებებს .ასევე  განცხადება ვრცელდება აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ,განცახდებაში ნათქვამია , რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა შეიცავს მუქარას, მათ რუსეთს მოსთხოვეს აღკვეთოს ასეთი ქმედებები, ხოლო თურქეთს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

.შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის ქმედებები რეგიონში სახიფათოდ და უპასუხისმგებლოდ შეფასდა.

აღნიშნული თემა, სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩასატარებელ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილება. 

ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

უამინდობას სამხრეთ კაროლინაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 11:48

„მსგავი აუმინდობა სამხრეთ კაროლინაში ბოლო 1 000 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა“-ასე აფასებს შტატის გუბერნატორი სამხრეთ კაროლინაში შექმნილ ვითარებას, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ისტორიულ ქალაქ ჩარლსტონში უკვე სამი დღეა, წყალდიდობას ებრძვიან. დახურულია სკოლები და შტატის რამდენიმე საჯარო სამსახური. მეტეოროლოგები გაძლიერებულ წვიმას ქარიშხალ ხოაკინს უკავშირებენ, რომელიც ამჟამად კარიბის ზღვის კუნძულებზე მძვინვარებს. თავდაპირველად, სტიქია აღმოსავლეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოსალოდნელი არ იყო, თუმცა მან სამხრეთ კაროლინაში უამინდობა მაინც გამოიწვია. „ჩვენ არასოდეს გვინახავს მსგავსი სიძლიერის წვიმა, მეტიც, ასეთი უამინდობა ბოლო 1 000 წლის განმავლობაში არც მეტეოროლოგიურ სამსახურში არის დაფიქსირებული,“-განაცხადა გუბერნატორმა ნიკი ჰალიმ. მან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ შტატის ზოგ ტერიტორიაზე წყალი საკმაოდ ღრმად დგას. სტიქიას გამოეხმაურა პრეზიდენტი ბარაქ ობამაც, რომელმაც სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჯალალაბადის აეროდრომზე კატასტროფა განიცადა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 15:58

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ადასტურებს, რომ ამერიკის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა C-130 კატასტროფა განიცადა ავღანეთში, ჯალალაბადის აერდრომზე. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 12 ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:28

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს. შს მინისტრი სტუმარს სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური