საქართველოს პრემიერის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 14:26

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ვითარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის ელჩ იან კელის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გამართული საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შესახებ. აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა.
ამერიკელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ახალი სეზონი ორმაგი დუბლით და გამარჯვებით გახსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 11:43

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი "დალასში" დებიუტი წარმატებული თამაშით გახსნა.
29 ოქტომბერს, თბილისის დროით გამთენიას, ფაჩულიამ სადებიუტო ოფიციალური მატჩი ჩაატარა - "დალასი" NBA-ს სეზონის პირველი თამაში სტუმრად "ფინიქსს" შეხვდა და ანგარიშით 111:95 (24:22, 30:23, 34:21, 23:29) გაიმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 25 წუთი დაჰყო და მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა . მის ანგარიშზე 10-10 ქულა და მოხსნაა. ზაზამ 10-იდან 2 ორქულიანი და 6-იდან 6 საჯარიმო ჩააგდო, რასაც სამი შედეგიანი პასიც დაუმატა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრი მისი ახალი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო.
მომდევნო მატჩს "დალასი" სტუმრად "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" ხვალ გამართავს.
31 წლის ზაზა ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონი მე-13-ა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც ქართველი ცენტრი 2003 წლიდან თამაშობს.
"დალას მავერიქსი" ზაზასთვის მე-4 გუნდია, "დალასში" გადასვლამდე ფაჩულია "ორლანდო მეჯიქში", "ატლანტა ჰოუქსში" და "მილუოკი ბაქსში" თამაშობდა.

აშშ ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების საკითხს განიხილავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:55

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

ეშტონ კარტერის თქმით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევების გასაძლიერებლად ვაშინგტონი მზადაა პარტნიორებს ავია იერიშებით და სახმელეთო კამპანიითაც დაეხმაროს.

მისივე განცხადებით ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საერთაშორისო კოალიციის მთავარი სამიზნე დღეს სირიაში ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებული ქალაქი რაქაა, ერაყში კი რამადი.

თურქეთში არჩევნებამდე 5 დღით ადრე ერდოღანის მმართველობამ თავისუფალი მედია შეზღუდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:08

თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში 1 ნოემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალის აგორება გადაწყვიტა. ანკარის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მე-5 სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოწინავე ჰოლდინგებიდან ქოზა-იფექ-ის, არსებული მართველობა გადააყენა და პრეზიდენტ ერდოღანთან დაახლოებული სახელწიფო მართველები დაუნიშნა რაც ნიშვავს ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული მედია-საშუალებებთან ერთად 21 კომპანიის ხელში ჩაგდებას.  დღეს დილით კი პოლოციამ ამ ჰოლდინგის შემადგენლობაში არსებული ტელევიზიების Bugün და Kanaltürk-ის შენობებში შეიჭრნენ. შემდეგ ტელევიზიების მაუწყებლობა გააჩერეს და რამოდენიმე ჟურნალისტი კი დააკავეს.   

ქოზა-იფექ ჰოლდინგი, გასულ თვეში ფინანსური პოლიციის მიერ იქნა შემოწმებული და შედეგად დარღვევები არ იქნა აღმნოჩენილი. მიუხედავად ამისა სასამართლომ გუშინ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 

ქოზა-იფექ ჰოლდინგის შესახებ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად, სასამართლომ ჰოლდინგების მმართველობაში, პრეზიდენტ ერდოღანის მხარდამჭერი წრიდან, გაზეთ „Sabah“ და ტელევიზია ATV-დან ადამიანები დაუნიშნა. დღეს დილით კი პოლიცა ტელევიზიების Bugün სა და Kanaltürk-ის შენობაში შეიჭრა და მაუწყებლობა გააჩერა.  

ქვეყნის ელიტა, იურისტები, ექპერტები, ჟურნასლიტები, ბიზნესმენები და ყველა ოფოზიციური პარტიის წარმომადგენლები განაცხადეს რომ, სასამართლოს ეს ქმედება ისედაც ბოლო წლებში ძალიან შევიწროებული თავისუფალ მედიის, ერდოღანის მიხრიდან ხელში ჩაგდებაა და წინასაარჩევნოდ არის თავისუფალი მედიის გასაჩუმება.  კერძო კაპიტალისა და ფირმების უკანუნოდ ხელში ჩაგდებაა რომლებიც არ დათანხმდნენ ერდოღანის მხარში დგომაზე. ზუტად ამასთან დაკავშირებით ერდოღანის პარტიის ერთ ერთი წევრი დეპუტატმა გუშინ ტელევიზიით განაცხა და რომ არჩევნების შემდეგ ამ თავისუალ მედიის ხელში ჩაგდების ჭერი მოუვათ გაზეთები; Zaman, Hürriyet, Sözcü-სა და Cumhuriyet საცო.   

ქოზა-იფექ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების გაზეთები Bugün და Millet; ტელევიზიები Bugün და Kanaltürk, ითვლება იმ ორ მედიასაშუალებად, რომლებიც დამოუკიდებელი და ნეიტრალურია. თურქეთის პრესაში გავრცელდა ინფორმაციები რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა, ქოზა-იფექ-ის ხელმძღვანელობისაგან მხარში დგომა მოითხოვა და უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ამ ჰოლდინგის მიმართ დარბევები დაიწყო.

ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო არენაზეც დიდი რეაქცია გამოიწვია. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია: "მთავრობებმა სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და სასამართლო სისტემის მიმართ პატივისცემა და ყველა მონაწილესადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპი უნდა დაიცვას კანონის წინაშე, რათა უზრუნველყოს, კანონის უზენაესობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად". ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მარტინ შულცმა განაცხადა, რომ 1 ნომებრის არჩევნების წინ ქოზა-იფექ ჯგუფის ხელში ჩაგდების გამო შეშფოთებულია და თქვა რომ თავისუფალი მედია არის დემოკრატიის მთავარი ხელხემალი.  ევროპარლამენტის ქრისტიან დემოკრატების თურქეთის რეფორმატორმა რენათა სომმერმა ასევე განაცხადა, რომ ამ პირობებში ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებზე საუბარი ზეტმეტი იქნება.

აშშ-ს ხელისუფლება ტერაქტების მოლოდინშია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 16:20

ტერაქტების საფრთხის გამო შეერთებულ შტატებში სასწავლო პროცესი შეწყდა. კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ფერფილდში 17 სასწავლებელი დაიხურა. ამ ზომებს უსაფრთხოების სამსახურმა მას შემდეგ მიმართა, რაც სამ სკოლაში ანონიმური შეტყობინება შევიდა მოსალოდნელი თავდასხმებისა და ტერაქტების შესახებ.

პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელმა მამაკაცმა ერთერთ სკოლაში დარეკა და განაცხადა, რომ საკუთარი შეყვარებული მოკლა, ჰყავს მძევლები და ხელნაკეთი ბომბები აქვს, ამ ზარიდან რამდენიმე წუთში აფეთქებების მუქარის შემცველი ზარები კიდევ ორ სკოლაში შევიდა. უსაფრთხოების სამსახური ანონიმური ზარის ავტორის დადგენას ცდილობს.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი უკვე ჰყავთ.

ვენაში სირიის კრიზისზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:30

ვენაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით შეერთებული შტატების, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ მისი კოლეგები სირიის საჰაერო სივრცეში სამხედროების კოორდინირებულ მოქმედებას არ თანხმდებიან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, თითქოს შეხვედრაზე სირიის ლიდერის გადადგომის საკითხსაც განიხილავდნენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ერთადერთი უთანხმოება, რომელიც სირიის კრიზისის დარეგულირებას უშლის ხელს, სწორედ ბაშარ ასადის მიერ პოსტის დატოვებას შეეხება.

მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ჯონ კერის თქმით, კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე მხარეები მომავალ კვირასაც იმსჯელებენ.

სერგეი ლავროვი-სირიაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 16:15

რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე ამერიკელებს მოლაპარაკებებს სთავაზობდა, მაგრამ ვაშინგტონისგან უარი მიიღო - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალურ მოსკოვს სურდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების საკითხზე ამერიკელებთან დიალოგის დაწყება და მზად იყო ვაშინგტონში დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით დელეგაციაც გაეგზავნა.

თუმცა, რუსეთის პრემიერის მიღება და მასთან ერთად სირიის ოპერაციის განხილვა ამერიკელებმა არ მოისურვეს - განაცხადა ლავროვმა სამთავრობო საათის დროს.

აშშ-ში დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი სატელევიზიო დებატები დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 11:56

შეერთებულ შტატებში წინა საარჩევნოდ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი სატელევიზიო დებატები დასრულდა.

5 კანდიდატს შორის განსაკუთრებით მწვავე ჰილარი კლინტონისა და მისი მთავარი კონკურენტის, სენარტორ ბერნი სანდერსის დებატები აღმოჩნდა. მათ იარაღის კონტროლის პოლიტიკაზე, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით და ეკონომიკურ საკითხებზე ისუაბრეს.

ჰილარი კლინტონის თქმით, მის კონურენტს იარაღის კონტროლთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია არ აქვს.

დებატებს უკვე მოჰყვა ამერიკულ მედიაში პირველი შეფასებები, რომლის მიხედვითაც კანდიდატებს შორის ლიდერობას ისევ ჰილარი კლინტონი ინარჩუნებს.

ახმედ ჩატაევის ციხიდან გამოშვებაზე თეა წულუკიანი პასუხისმგებლობას არჩილ კბილაშვილს აკისრებს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 11 ოქტომბერი 2015 14:37

ახმეტ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება და პასუხისმგებლობას მაშინდელ პროკურორს არჩილ კბილაშვილს აკისრებს.„ახმეტ ჩატაევის ერთი ხელის მოსმით ციხიდან გამოშვებას მე ვეწინააღმდეგებოდი და ვთვლიდი, რომ მოსამართლეს უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ის დამნაშავე. ამ საქმეზეც დამოუკიდებლობა ჰქონდა მაშინდელ პროკურორს, ბატონი კბილაშვილს იმიტომ, რომ ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან პროკურატურა გახდა მართლაც დამოუკიდებელი. მათ გადაწყვიტეს, რომ ბრალი შეეწყვიტათ. მე ასევე ვეწინააღმდეგებოდი და დღესაც სწორი მგონია, რომ ჩატაევი არ უნდა გადაგვეცა რუსეთისათვის, რადგანაც, შამაევის საქმიდან გამომდინარე, ჩვენ ის შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ, რაც 2002 წელს დავუშვით. თუკი ჩვენ არ გვექნა გარანტიები, რომ ჩვენს ჩრდილოელ კავკასიელ ძმებს, გადაცემის შემთხვევაში, ნორმალურად მოექცევიან რუსულ ციხეში, ასეთ ექსტრადიციაზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე უარს. ასე იყო ჩატაევის შემთხვევაშიც,“ - აცხადებს თეა წულუკიანი. შეგახსებთ , რომ ახმედ ჩატაევი, რომელიც ორი წლის წინ ქართულმა სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, აშშ-ის შემდეგ ტერორისტთა სიაში ევროკავშირმაც შეიყვანა.

რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით ევროკავშირში აზრები იყოფა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:41

დევიდ კამერონი და ანგელა მერკელი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების წინააღმდეგი არიან.

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის ლიდერების პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც მათ კრემლის პოლიტიკა განიხილეს.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერის-მინისტრის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირმა სანქციები ძალაში უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს.

ანგელა მერკელისა და დევიდ კამერონის შეხვედრას წინ უძღოდა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება.

ჟან კლოდ იუნკერის თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან პრაქტიკული ურთიერთობა უნდა აღადგინოს.

"ეს არ არის მიმზიდველი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება," – აღნიშნა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება მოსკოვში კი სანქციების მოხსნისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური