„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია"

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 12:14

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია. ამის შესახებ ტუსკმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი სირიაში არა სირიის ოპოზიციაზე , არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების პოზიციებზე უნდა კონცენტრირდეს.

„ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი. ამ სფეროში კი აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მხოლოდ თანამშრომლობა საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რუსეთის ქმედებები სირიაში უმეტესწილად "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული” - აღნიშნა ტუსკმა.

„აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მეტ ყურადღებას მიაქცევს“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:58

„ჯიპას“ პროფესორს, თორნიკე შარაშენიძემ მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში საქართველოს დაბრუნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დამსახურებაა. „მომავალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებია და, ყველავარიანტში, მოვა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევსსაგარეო პოლიტიკას და ამერიკასთან ურთიერთობა, ალბათ, მაშინ უფრო გაღრმავდება, ვიდრე ახლა არის“,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ინტერვიუში თორნიკე შარაშენიძემ.მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, უახლოესმომავალში არაფერი შეიცვლება, რადგან ფიქრობს, რომ რუსეთში ხელისუფლება კიდევ დიდხანს არ შეიცვლება.

აშშ-ს სენატმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 13:48

შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტში უცვლელი დარჩა პუნქტი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ოფიციალური კიევისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

პროექტში შეტანილია უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხიც, თუმცა მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და მისი რეალიზება ადმინისტრაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. დოკუმენტს 91-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წარმომადგენელთა პალატამ კი ის გასულ კვირას მიიღო.

თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის ბიუჯეტის შეცვლილ პროექტს ბარაკ ობამა სავარაუდოდ, ხელს მოაწერს. პრეზიდენტმა დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტს ვეტო რამდენიმე კვირის წინ დაადო.

რუსეთი სტრატეგიული ბირთვული ძალის გაზრდაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 11:12

რუსეთი შეერთებული შტატების გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საპირისპიროდ თავდაცვას გააძლიერებს. ამის შესახებ სოჭში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მაღალჩინოსნებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მუშაობს სტრატეგიული ბირთვული ძალის გაზრდაზე და ამასთან ისეთი სარაკეტო სისტემის შექმნაზე, რომელიც შეერთებულ შტატებს კონკურენციას გაუწევს.

ვლადიმერ პუტინმა გასულ თვეში, ვაშინგტონს ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გაგრძელებაც შესთავაზა.

ანა დოლიძე ამერიკის საზღვაო აკადემიაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 11:10

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის საზღვაო აკადემიას ესტუმრა. აკადემიაში მასთან ერთად საქართველოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი  ვეფხვია ჩალაბაშვილი და ამერიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.

ანა დოლიძე  ვიზიტის ფარგლებში საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელს ადმირალ ვოლტერ კარტერს შეხვდა. ადმირალმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.  ანა დოლიძემ, თავის მხრივ,  ქართველი კადეტების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის საზღვაო აკადემიის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილე  ამერიკაში მყოფ ქართველ კადეტებს შეხვდა,  კადეტებსა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად ისადილა და  სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.

„სწორედ ასეთი, დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები უნდა იყვნენ რეფორმირებული ქართული შეიარაღებული ძალების და, ზოგადად, სახელმწიფოს განვითარების სულის ჩამდგმელნი და მთავარი დასაყრდენი ძალა. საქართველოს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთი თაობების შექმნას,  სახელმწიფო სამსახურში ინტეგრაციას და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენებას,“- განაცხადა ანა დოლიძემ.

კახი კახიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 12:50

სასჯელაღსრულების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. კახი კახიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავს. 

დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა კონგრესის წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმებს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ.

წულუკიანი აშშ-ის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 15:02

იუსტიციის მინისტრი საჯარო რეესტრის მიერ რუსთავი 2-ის დროებით მმართველებთან დაკავშირებით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განმარტებებს აკეთებს.

თეა წულუკიანის მტკიცებით, მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება რეესტრში შევიდა დღისგანმავლობაში და არა ღამე, როგორც მისი თქმთ, ამას ამბობს ზოგიერთი წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან და საერთაშორისო თანამეგობრობიდან.

"საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიღო, გუშინ 5 ნოემბერს, 16 საათზე. 7-ის წუთებზე, როგორც ამას ნებისმიერი რიგით შემთხვევაში ვაკეთებთ, ეს გადაწყვეტილება იქნა საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული, რადგან არაფერი არ არის დასამალი, როდესაც საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია შემოდის.

დღეს დილით საჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შუალედური, დროებითი ხასიათის გადაწყვეტილებაა და დროებით მმართველებად მოცემული კერძო კომპანიისა, დარეგისტრირდნენ დვალი და საყევარიშვილი. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებას ევალებოდა საჯარო რეესტრს," - განმარტა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრი დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლის გუშინდელ განჩინებაზე გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. უწყების ხელმზღვანელი განმარტებებს ითხოვს.

"მინდა მეგობრულად ვთხოვო აშშ-ის საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც აშშ-ის საელჩომ გააკეთა და რომელიც არაპირდაპირს აკნინებს იუსტიციის სამინისტრო საჯაროს რეესტრს, როგორც ინსტიტუტს," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.   

აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 13:47

საქართველოში ამერიკის საელჩო "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა - მიჩუმდეს.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

"მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა:-აშშ-ის განცხადება საქართველოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:13

"რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ კომენტარს აკეთებს.

ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსთავი 2-ის საქმის ყველა პროცესს დააკვირდება.

"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით რუსთავი 2-ის საქმის განხილვას. ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ ყველა სასამართლო პროცესს. აშშ მიესალმება მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციებს ყველა მხარის მხრიდან სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. როგორც ძალიან ბევრჯერ აღგვინიშნავს და პირადად მე მითქვამს, მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უმნიშნელოვანესია ნებისმიერ დემოკრატიაში და გადამწყვეტია საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩვენ ამ თემაზე ხშირად ვისაუბრებთ", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 11:24

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
“მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა, ამერიკული მხარე კი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და სურს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს”, – ნათქვამია დოკუმენტში. ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, საზღვრების დაცვის და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და უფლებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური