თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 12:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვიქტორია ნულანდთან, კონგრესში - სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან გამართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგი საქართველოს მხარდამჭერი განცხადების სახით უკვე გვაქვს.

„საკმაოდ საინტერესო ვიზიტი გამოვიდა. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა კონგრესში ორივე მხარეს - წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს შევხვედროდით. რამდენიმე ათეულ კონგრესმენს, სენატორს ვესაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენ წინაშე არსებობს, საქართველოს როლზე, აუცილებლობაზე, საჭიროებაზე მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ველოდებით, რომ შემდეგი წელი დატვირთული იქნება კონგრესიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით, რეზოლუციით... დღეს უკვე იყო პირველი შედეგი, როდესაც საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელმა წარმომადგენელთა პალატაში გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ნატოში  გაწევრიანების მხარდამჭერის შესახებ. მასში აბსოლუტურად ადეკვატურად არის შეფასებული როგორც 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთის როლი მთელ ამ პროცესში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონგრესის მხრიდან მსგავსი პოლიტიკური მხარდაჭერის მთელი სერიალი გვექნება და ეს შეხვედრები ამ ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.      

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს  სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს, ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტსა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს შეხვდა. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა „ჰერიტიჯის ფონდისა“ და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS).

 

სტამბულში აშშ-ის საკონსულომ მუშაობა შეაჩერა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 18:05

სტამბულში აშშ-ის საკონსულომ მუშაობა შეაჩერა - მისიამ გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღო. 

,,მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, თავი აარიდონ ხალხმრავალ ღონისძიებებს და უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ნაბიჯები გადადგან”, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყოვედღიური მომსახურება შეჩერებულია, თუმცა საკონსულო გადაუდებელ საკითხებზე მუშაობას განაგრძობს.

აშშ-ში იანვარში "ალი და ნინოს" პრემიერა გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 17:43

მხატვრული ფილმის „ალი და ნინო“ პრეზენტაცია 2016 წლის იანვარში აშშ-ში გაიმართება. ~ფილმის სცენარი ყურბან საიდის ამავე სახელწოდების პოპულარულ აზერბაიჯანულ რომანზეა დაფუძნებული.

ფილმის პრემიერა პრესტიჟული ამერიკული ფესტივალის Sundance-ის ფარგლებში მოხდება, რომელიც აშშ-ში 21- 31 იანვარს ჩატარდება.

ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი, ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცეპრეზიდენტი ლეილა ალიევაა. სცენარი ყურბან საიდის რომანის მიხედვით, ბრიტანელმა მწერალმა, სცენარისტმა და კინორეჟისორმა კრისტოფერ ჰემპტონმა დაწერა. ფილმის რეჟისორი ასიფ კაპადიაა.

ქართველი თავადის ქალის ნინო ყიფიანის როლს ესპანელი მსახიობი მარია ვალვერდე ასრულებს, ალი ხან შირვანშირის როლის შემსრულებელი კი ადამ ბაკრია.

ამასთანავე ფილმში თამაშობს ხალიტ ერგენჩიც, რომელსაც ქართველი მაყურებელი „დიდებული საუკუნიდან“ სულთან სულეიმანის როლით იცნობს.

ოპოზიციის ვიზიტი აშშ-ში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 13:20

 დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიორგი კანდელაკი და ირმა ნადირაშვილი დღეს შეხვედრებს მართავდნენ სენატსა და კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში. დღეს ისინი სენატორებს კოტონს და მაკკეინს შეხვდნენ. შეერთებული შტატების დედაქალაქში საპარლამენტო ოპოზიციის ვიზიტი დაიწყო .მთავარი განსახილველი თემები ნატოსთან ურთიერთობა და ამერიკის როგორც სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში საქართველოს ინტერესების შენარჩუნებაა.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იყოს, რაც შეიძლება მაღლა. ჩვენი განხილვის საგანი იქნება, რა თქმა უნდა უსაფრთხოების თემები და ის გამოწვევები, რაც აქვს საქართველოს მთელ რეგიონს. საქართველოს შიგნით განვითარებული მოვლენები, რომლებიც, პრინციპში, ერთ საერთო კომპლექსურ სურათს ქმნის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მუდმივად ყურადღების ქვეშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის. ამ თვალსაზრისით ის ჩავარდნა, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, რაღაცნაირად ნაწილობრივ იქნეს დაკომპენსირებული. სრულად დაკომპენსირება ვერ მოხდება, სანამ ეს მთავრობა დემოკრატიული წესით არ შეიცვლება.

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და მომავლისთვის ის, რასაც აკეთებს ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმი, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და ასე თვლის ყველა ის, ვინც საქართველოოს მხარდამჭერია, მათ შორის ამ ქალაქშიც“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მისმა თანაპარტიელმა დავით ბაქრაძემ კი ვიზალიბერალიზაციასა და ნატოში გაწევრიანებაზე ისაუბრა.

„უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ დეკემბრის ბოლოს დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. და თუ საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა რაიმე ისეთ, რის გაკეთებასაც ის ცდილობდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით წინა თვეებში, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და უკვე გაზაფხულიდან ჩვენ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ ვიზა ლიბერალიზაციით.

შეერთებულ შტატებში ჩვენი მთავარი თემა გახლავთ ნატო, ვინაიდან ის ნატოს ერთერთი ლიდერი სახელმწიფოა და ამიტომ ჩვენ მომავალ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, ნატოში გაწევრიანებაში შეერთებულ შტატებს აქვს გადამწყვეტი როლი“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

თინათინ ხიდაშელის ვიზიტი აშშ-ში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 12:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის პირველი დღე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეთმო. თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა  სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS). საჯარო გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა   რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.  საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტერიალი იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში.  აუდიტორიას კი კითხვები, ძირითადად, ნატოში ინტეგრაციის, რუსეთთან ურთიერთობების, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარების შესახებ ჰქონდა.

„ამგვარი  საჯარო დისკუსიების მთავარი ამოცანაა, გამოვცადოთ ჩვენი არგუმენტები, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული როგორც მიღწევების, ასევე პრობლემებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ქვეყნის წინაშეა. შეგვიძლია ვიამაყოთ რეფორმებით, რომელსაც  საქართველო ატარებს და გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა პარტნიორმა იცოდეს ამის შესახებ, რათა ხვალ და ზეგ მათ ეს დისკუსიებში საქართველოს ლობირებისთვის გამოიყენონ. ჩვენი ამოცანაა, ვუპასუხოთ ყველა კითხვას, რაც შეიძლება არსებობდეს აუდიტორიაში, რათა  ჩვენს მეგობრებს ჰქონდეთ დამატებითი არგუმენტები და ზუსტად იცოდნენ ფაქტები, რომლებსაც დაეყრდნობიან  ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრებისა  და მოწინააღმდეგესთან დებატების დროს,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპის პროგრამის დირექტორის ჰეზერ კონლის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო: „მოხარულები ვართ, რომ თავდაცვის  მინისტრს ვუმასპინძლეთ. ერთი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ საქართველოს შიდა რეფორმებზე, რუსეთის გავლენაზე საქართველოში, რეგიონული უსაფრთხოების დინამიკასა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე ალიანსთან  ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე. მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა თუ რა ხდება რეგიონში, რა ურთიერთობები აქვს საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ძალიან საინტერესო პერსპექტივიდან დაანახა ვაშინგტონში შეკრებილ აუდიტორიას თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა და რუსეთის გავლენა საქართველოზე. საინტერესო დისკუსია შედგა და მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან მინისტრის გამოსვლით.“

ვიზიტის პირველ დღეს თავდაცვის მინისტრი ევრაზიის ებრაელთა მხარდამჭერი ეროვნული კოალიციის წარმომადგენლებს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სტეფენ ჰედლის და ინსტიტუტის პრეზიდენტს ნენსი ლინდბორგს შეხვდა. შეხვედრების ძირითადი თემები იყო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესი, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგები და საქართველოს გზა მინისტერიალიდან ვარშავის სამიტამდე.

 

აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების შორის თანამშრომლობას დააფინანსებს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 12:27
სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტმა.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის (საერთაშორისო ხელშეკრულება) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პრაქტიკის გაუმჯობესება, როგორც ფორმალურ, ასევე არა-ფორმალურ განათლების სისტემაში. დააფინანსდება პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, აღწერას, განვითარებას და გავრცელებას.

მცირე საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 250,000 აშშ დოლარი. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 10,000 აშშ დოლარამდე შეიძლება იყოს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, პროფესიულ ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომლის წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს გერმანული საკონსულტაციო კომპანია, PEM Con

ბრიფინგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში-განხილვის თემა ნატო საქართველოს ურთიერთობაც იყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 12:40

საქართველო და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პერსპექტივები იყო საუბრის  თემა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე აისახება თუ არა ნატო-ს დეკემბრის მინისტერიალზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და რა დამატებითი სამუშაო აქვს ნატო-ს წევრობისთვის საქართველოს ჩასატარებელი პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი და ალიანსის ოპერაციების ღირებული კონტრიბუტორია. 

შტატები განაგრძობს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას საქართველოსთან მიმართებაში.

აშშ-ში პარიზში მომხდარი ტერაქტების გამო, უვიზოდ შესვლის პროგრამა მკაცრდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 11:00

შეერთებული შტატები, პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, ქვეყანაში უვიზოდ შესვლის პროგრამას ამკაცრებს. განცხადებას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“პარიზში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, ასევე, იმის გამო, რომ ტერორისტების მხრიდან მუქარები გრძელდება, ამერიკის შეერთებული შტატები ამკაცრებს უვიზო პროგრამას”- ნათქვამია განცხადებაში. 

აღნიშნული პროგრამა კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, შეერთებული შტატები, ტურისტული და საქმიანი მიზნებით, სამ თვემდე ვადით, ვიზის გარეშე მოინახულონ. 

“აშშ–სთვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია“-გია ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 11:50

აშშ-სთვის „ისლამურ სახელმწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია- აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი . მისი თქმით „აშშ–ს განცხადება "ისლამური სახელმწიფოს" სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურების დაწყების შესახებ, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ამერიკა რუსეთის დღის წესრიგს მისდევს და მისთვის „ისლამურ სახელწიფოზე“ დიდი პრობლემა რუსეთია“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“  გია ხუხაშვილმა.ექსპერტი განადგურებული ნავთობის პრობლემასაც შეეხო ,მისი თქმით  განადგურებული ნავთთობის, იმდენად მცირე რაოდენობაზეა საუბარი, რომ ნავთობის ბაზარზე ის რადიკალურად ვერ აისახება,თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე გავლენა, ექნება.აშშ–ს თავდაცვის მინისტრის ეშტონ კარტერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად, მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 12:02

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობისას მზარდი ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. დეპარტამენტის თქმით, ISIL, ალ-ქაიდა, ბოკო ჰარამი და სხვა ტერორისტული ჯგუფები, ტერაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფრთხილება 2016 წლის 24 თებერვლამდე იქნება ძალაში.

დეპრტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ იმ ქვეყნებში მოგზაურობის დროს, რომელებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ტერორისტების სამიზნედ იქცნენ.

მათ ჩამონათვალშია რუსეთი, ეგვიპტე, თურქეთი, საფრანგეთი და მალი.

გაფრთხილება შეეხება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, დიდ სპორტულ ღონისძიებებს, თეატრებს, ღია ბაზრებს, საავიაციო სერვისებსა და ტრანსპორტს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქეებმა განსკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ საკურორტო სეზონის დროს სადღესასწაულო ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისას.

დეპარტამენტი მოქალაქეებს გამკაცრებულ უსაფრთხოების ზომების დამორჩილებისა და სდიგფლობრივი საინფორმაციო წყაროების კონტროლისკენაც მოუწოდებს. ამერიკის მთავრობა მოქალაქეებს, როგორც წესი კონკრეტულ ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით აფრთხილებს ხოლმე. მსოფლიო მასშტაბით მსგავსი გაფრთხილების გამოცემა იშვიათია. ბოლოს მსგავსი გაფრთხილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, როდესაც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში თავდასხმების სერია განხორციელდა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური