აშშ-ის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 11:46

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა – ბარაქ ობამამ იარაღის კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე საუბრისას იტირა. ამერიკის პრეზიდენტმა სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა. 

“ყოველთვის, როდესაც ვფიქრობ ამ ბავშვებზე, საკუთარ თავს აღარ ვგავარ. ყოველ წელს 30 ათასი ამერიკელი ეწირება იარაღს”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს ობამამ. 

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შტატებში იარაღის შეძენაზე კონტროლი მკაცრდება. იარაღის მაღაზიებს შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მოუწევთ საკუთარი კლიენტების ბიოგრაფიის გადამოწმებაც. 

გამოძიების ფედერალურ ბიუროს კი 200-კაციანი შტატი დაემატება, რომლებიც დილერების საქმიანობას კონტროლს გაუწევენ. ობამამ იარაღზე კონტროლის გამკაცრების ინციატივა კონგრესის გვერდის ავლით მიიღო. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 2015 წელი შეაჯამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 17:14

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა 2015 წელი შეაჯამა და მნიშვნელოვანი მოვლენები დაასახელა.   

პუბლიკაციაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ჯონ ქერი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, სირიაში სამშვიდობო პროცესის დაწყებას, ასევე ექსტრემიზმთან ბრძოლას ასახელებს

ქარიშხალი აშშ-ში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015 13:50

შეერთებულ შტატებში ერთდროულად რამდენიმე ქარიშხალი მძვინვარებს. სტიქიამ 6 ადამიანის, მათ შორის ორი მცირეწლოვნის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავებულია 40-მდე მოქალაქე და დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის ოთხ სხვადასხვა შტატში, ლოკალურად, სულ მცირე 21 ქარბორბალა დააფიქსირა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოებული სია გამოაქვეყნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2015 13:30

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, უკრაინის კრიზისის გამო, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაფართოებული სია გამოაქვეყნა. 

სიაში 34 ფიზიკური და იურიდიული პირი ფიგურირებს. მათ შორის ,,სბერბანკის’’ შვილობილი კომპანიები უკრაინასა და შვეიცარიაში, ბანკი ,,ვითიბი 24”. ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ. ასევე, ის კომპანიები და ბანკები, რომლებიც ყირიმში ფუნქციონირებენ. 

ვაშინგტონის სანქციებს უკვე გამოეხმაურა კრემლი და საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, შეერთებული შტატების ქმედება ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 10:50

შეერთებულ შტატებში ჯორჯიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის თვითმფრინავის პილოტია, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

თვითმხილველთა თქმით, მათ დაინახეს როგორ დაეშვა თვითმფრინავი სიმაღლიდან და საბოლოოდ ტყის პირას კატასტროფა განიცადა.

ინციდენტის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის, რომელშიც ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო უკვე ჩაერთო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვს სტუმრობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:47

 "ბიბისი" -ს ცნობით ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა.ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 
მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაა. აშშ-ის სურს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბედი "სირიელი ხალხის ხელშია".
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.

ჩინეთის საზღვაო ძალების გემები მეგობრული ვიზიტის ფარგლებში ჰავაის საზღვაო პორტში შევიდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 15:11

ჩინეთის საზღვაო ძალების 152-ე ბრიგადის გემები ჰავაის საზღვაო პორტში შევიდნენ, რის შედეგადაც მათ დაიწყეს 5 დღიანი მეგობრული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის სამხედრო გემების ეს ვიზიტი ამერიკაში უკვე მეორედ ხორციელდება. ნოემბრის პირველ ნახევარში ჩინეთის სამხედრო გემების ესკადრილია მეგობრული ვიზიტით ამერიკის ჯეკსონვილში იმყოფებოდა.

ამერიკაში ყოფნის დრო ჩინეთის სამხედრო გემების ეკიპაჟის წევრები დაესწრებიან საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის მხარის მიერ არის ორგანიოზებული. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაათვალიერებენ სამხედრო გემებს და მონაწილეობას მიიღებენ სხადასხვა სახის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.

 

თამარ სანიკიძე აშშ-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 11:35

თამარ სანიკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და თანამშრომლობა სტარტეგიულ პარტნიორთან ახალ ფაზაში გადავა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს პირველ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ. შეხვედრას ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კატერი კლემენტი ესწრებოდა. როგორც სამინისტროსი აცხადებენ, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თითქმის ყველა მიმდინარე ერთობლივი პროექტი შეფასდა. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისკენაა მიმართული. "უმაღლესი განათლების სფეროში, 30 მლნ. აშშ დოლარი მიმართულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტების კონსორციუმის დასაფუძნებლად, საერთაშორისო სტანდარტის მქონე უმაღლესი განათლების პროგრამების შესაქმნელად საბუნებისმეტყველო მეცინიერების, ტექნლოგიებისა და ინჟინერიის (Science, Technology, Engineering, Math - STEM) დარგში. პროგრამის ფარგლებში, 2014 წელს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი და 2015 წელს აღნიშნულმა უნივერსიტეტმა ამერიკულ ბაკალავრიატის პროგრამებზე კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომებს მიიღებენ", _ განაცხადეს სამინისტროში.მათივე თქმით, ზოგადი განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობის 75 მილ. აშშ დოლარის ოდენობის გრანტი სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენაა მიმართული; კომპაქტის 16 მილ. აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიმართულია ტექნიკური და პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის.
 

აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 10:20

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და თანამშრომლობა სტარტეგიულ პარტნიორთან ახალ ფაზაში გადავა. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაიმართა საუბარი პირველ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძესა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კატერი კლემენტი.

აშშ საქართველოს ორ სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 12 დეკემბერი 2015 13:37

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ორ სამხედრო ვერტმფრენს გადასცემს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისი განმარტებით, მთავრობამ აღნიშნული საკითხი მოიწონა. ებრალიძის თქმით, საქართველო ვერტმფრენებს 50 -მილიონიანი გრანტის ფარგლებში მიიღებს. ვერტმფრენების ღირებულება 18 მლნ 500 ათასი დოლარია. აღნიშნულ ფასში მფრინავების გადამზადების პროცესიც შედის.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური