აშშ-ში სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 15:44

ამერიკის შეერთებულ შტატებში სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა - 5 მათგანი ჩიკაგოში დაიღუპა, სადაც დაუდგენელმა პირებმა ქალაქის სხვადასხვა რაიონში გახსნეს ცეცხლი. დაჭრილია 11 ადამიანი. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს და ქუჩებში დაცვას აძლიერებს.

2 ადამიანი დაიღუპა სიეტლშიც - ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი უსახლკაროების თავშესაფართან გახსნა.

თავდასხმის დროს სამი ადამიანი დაიჭრა. მომხდარს სიეტლის მერი გამოეხმაურა და ტრაგედია უწოდა.

 

აშშ დიდთოვლობამ სამი მილიარდი დოლარით დააზარალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 11:20

ამერიკის შეერთებული შტატები დიდთოვლობამ სამი მილიარდი დოლარით დააზარალა. ქვეყნის მასშტაბით უკვე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ვაშინგტონში კვლავ დაკეტილია გზები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად ქალაქს რამდენიმე დღე დასჭირდება.

ნიუ იოკრში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, თუმცა ამ დრომდე პარალიზებული რჩება აეროპორტი.

ძლიერ ქარბუქს ამერიკის შეერთებულ შტატებში 29 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქია აშშ-ში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 10:46

აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა პარალიზებულია. გადაიდო ასობით ავიარეისი. 
ვაშინგტონში მდებარე სამთავრობო შენობები და სკოლების ნაწილი კი დროებით დაიხურა. პარასკევის შემდეგ ქარბუქის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. 
უამინდობის გამო 300 000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მილიონობით ადამიანი სახლების სახურავებს და ქუჩებს თოვლისგან წმენდს. რამდენიმე შტატში თოვლის საფარმა 91 სანტიმეტრს მიაღწია

დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს რეიდერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 15:25

18 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს ბენ პერსერს და ჯონ რეიდერს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა. პოზიტიურად შეფასდა 2015 წელს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში ოთხივე ძირითადი მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და იმედი გამოითქვა, რომ წელს კვლავ გაგრძელდება ქარტიის კომისიის ფარგლებში ასეთივე ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის კონგრესთან თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხებს.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამინდელი ვითარება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე. ამ თვალსაზრისით აღინიშნა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზანშეწონილობა. აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ესტუმრნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 14:54

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს - ჯონ რეიდერსა და ბენ ფარსერს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკიც დაესწრო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს. კონგრესის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. შოთა ღვინერიამ სტუმრებს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები გააცნო. კონგრესის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ამ მიმართულებით ხელს შეუწყობენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კონგრესი ნატოში ინტეგრაციასა და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით საქართველოს მხარს კვლავ დაუჭერს.

შოთა ღვინერიამ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის პოლიტიკის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ამერიკულმა მხარემ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრის მრჩეველმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი საშუალება, კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ეს ვიზიტი, სწორედ, ამის დადასტურებაა. საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ხელმძღვანელობასთან ჩაიტანენ იმ გზავნილებს, რომლებიც თბილისში მიიღეს და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კონგრესი კიდევ უფრო აქტიური მხარდამჭერი იყოს.“

 

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაში დახმარებისკენ ევროპას და აშშ-ს მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 იანვარი 2016 17:41

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაში დახმარებისკენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მოუწოდებს. პეტრო პოროშენკომ ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებისა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების სტანდარტების შექმნის სურვილი გამოხატა და დახმარებისთვის მსოფლიო ლიდერებს მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ 2016 წელს უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოკქებზე, ხოლო დონბასის დაბრუნება პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მოხდება. პეტრო პოროშენკო გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმი ყირიმის ნახევარკუნძულის დე-პოლიტიზაციისთვის. მისი თქმით, ასეთი მექანიზმის დანერგვისთვის ოპტიმალური ფორმატია ჟენევა პლიუსი, რომელშიც ამერიკასთან ერთად, ევროპული ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ.

ირაკლი ალასანია შეერთებულ შტატებში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 15:43

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. სამუსაო ვიზიტის მეორე დღეს იაკლი ალასანია თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკლ კარპენტერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებშორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ირაკლი ალასანიამ და მაიკელ კარპენტერმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე და ქართველი სამხედროების წარმატებულ მონაწილეობაზე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის გადმოცემის აუცილებლობას.

საქართველოს პრემიერი აშშ-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 13:55

საქართველოს პრემიერი აშშ-ს ელჩს შეხვდა .

შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს  . ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.

საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

აშშ-ის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 11:46

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა – ბარაქ ობამამ იარაღის კონტროლის გამკაცრების მნიშვნელობაზე საუბრისას იტირა. ამერიკის პრეზიდენტმა სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედია გაიხსენა. 

“ყოველთვის, როდესაც ვფიქრობ ამ ბავშვებზე, საკუთარ თავს აღარ ვგავარ. ყოველ წელს 30 ათასი ამერიკელი ეწირება იარაღს”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს ობამამ. 

ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შტატებში იარაღის შეძენაზე კონტროლი მკაცრდება. იარაღის მაღაზიებს შესაბამისი ლიცენზია უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, მოუწევთ საკუთარი კლიენტების ბიოგრაფიის გადამოწმებაც. 

გამოძიების ფედერალურ ბიუროს კი 200-კაციანი შტატი დაემატება, რომლებიც დილერების საქმიანობას კონტროლს გაუწევენ. ობამამ იარაღზე კონტროლის გამკაცრების ინციატივა კონგრესის გვერდის ავლით მიიღო. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 2015 წელი შეაჯამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 17:14

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა 2015 წელი შეაჯამა და მნიშვნელოვანი მოვლენები დაასახელა.   

პუბლიკაციაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ჯონ ქერი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, სირიაში სამშვიდობო პროცესის დაწყებას, ასევე ექსტრემიზმთან ბრძოლას ასახელებს

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური