აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:42

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია “საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, და ასევე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს “ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.

დავით უსუფაშვილი ჯონ კერის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 11:00

პარლამენტის თავმჯდომარის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ასპექტებს და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ გუშინ ხელმოწერილ დოკუმენტზე და წინასაარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის სასახლეში უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 10:04

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისათვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ბატონ კერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ.

საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუნებრივია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე და აქ იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს.

საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს დელეგაციის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

 

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 18:22

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

ამერიკა აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს და მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას. დღეს ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის და თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობის ამაღლებისთვის.

დღესვე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს; მხარეები გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს.

მადლიერნი ვართ ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, - გიორგი კვირიკაშვილ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:36

ეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში, ძალიან მიხარია თქვენი აქ ნახვა და ვაფასებ თქვენს ვიზიტსა და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის შეფასებით, NATO-ს სამიტის წინ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ჩვენ მადლიერნი ვართ ამერიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისადმი. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვატარებთ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას. ამ სესიისთვის ჩვენ მზად გვაქვს ხელშესახები შედეგები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ხელს ვაწერთ თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს, სასიხარულოა, ასევე, USAID-ის ფარგლებში გათვალისწინებული ახალი პროგრამებიც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამ პროცესში ამერიკის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

"პრეზიდენტ ობამას სახელით მინდა გამოვხატო, რაოდენ მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად ვართ იმ გზაზე, რომელზეც დგახართ დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე - ვითარდებით სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ განახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები და თავისთავად, როგორც ქვეყანა, უდიდეს პატივისცემას იმსახურებთ იმის გამო, რომ ინარჩუნებთ სურვილს, თქვენი მზერა დასავლეთს მიაპყროთ. თქვენი ქმედებები არაა მიმართული დამსჯელობითი, შურისმაძიებლური მიზნებისაკენ და მოქმედებთ თქვენი მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ამისთვის ნამდვილად პატივისცემას იმსახურებთ. თქვენ გაატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ელოდებით არჩევნებს ოქტომბრის თვეში. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომლის მნიშვნელობაც იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოახდენს უდიდეს გავლენას საზოგადოების აზრზე იმის შესხებ, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო. ვიცი, რომ ამჟამად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგახართ. ამჟამად, ამ პრობლემის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას. ამდენად, ჩვენთვის უაღრესად სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობის შესაძლებლობა - შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების ფარგლებში, რომლებსაც დღეს მოეწერება ხელი და ასევე გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ დამატებითი ღონისძიებების შესახებაც", - აღნიშნა ჯონ კერიმ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომაზე შეაჯამეს ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით. 

დაისახა თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები.

მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა წარმატებულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სხდომის პლენარული სესიის ყოველწლიურად ჩატარება, სტრატეგიული პარტნიორობის საკვანძო მიმართულებების უმაღლეს დონეზე განხილვის საშუალებას იძლევა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე და დემოკრატიის ხელშეწყობაზე. 

ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომლებსაც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ეწერება ხელი, მათ შორისაა მემორანდუმი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ; საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების შესახებ; ასევე, განიხილეს USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა", რომელიც საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

 

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, - ჯონ კერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:35

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენ მიერ განხორციელებულ რეფორმებს და იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია არჩევნების სამართლიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფისკენ," - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით და კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის 25 წლიანი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტისგან ელოდება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის აღიარებას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა რეფორმების პროცესში აშშ-ის ჩართულობის როლს.
საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მისი თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასა.

ჯონ კერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:25

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა. ოფიციალური დახვედრის შემდეგ კი სახელმწიფო მდივანსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის შეხვედრა გაიმართება. 

 

8 ოქტომბერი იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის, - ჯონ კერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 17:11

"8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მეტი სტაბილურობის და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის,” - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აქ პრეზიდენტ ობამას მესიჯით ჩამოვედი, - ჯონ კერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 16:39

"საქართველო არის შესანიშნავი, დემოკრატიული ქვეყანა რთული სამეზობლოთი. აქ  პრეზიდენტ ობამას მესიჯით  ჩამოვედი - აშშ ოფიციალურად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი პარტნიორობა ღრმავდება და ეს ორხმრივი პროცესია“, - განაცხადა  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 16:27

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს," - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით და კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის 25 წლიანი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტისგან ელოდება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის აღიარებას.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა რეფორმების პროცესში აშშ-ის ჩართულობის როლს.
საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მისი თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური