აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 2015 წელი შეაჯამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 17:14

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა 2015 წელი შეაჯამა და მნიშვნელოვანი მოვლენები დაასახელა.   

პუბლიკაციაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ჯონ ქერი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად ირანთან ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმების მიღწევას, სირიაში სამშვიდობო პროცესის დაწყებას, ასევე ექსტრემიზმთან ბრძოლას ასახელებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2015 13:13

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში,  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის შეხვდა. საუბარი შეეხო ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის ოფიციალურ ვიზიტს ამერიკაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეებისთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხის გადაჭრა: სტარტეგიული ურთიერთნდობის და ურთიერთთანამსრომლობის საკითხები აზია-წყნარი ოკიანის რეგიონის (აწორ) ფარგლებში და მეორე მსოფლიო ომში ჩინეთისა და ამერიკის მიერ დამყარებული წესრიგის და საერთაშორისო სისტემის (რომლის სათავეში გაერო დგას) დახვეწა და განვითარება.

ვან იმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არ აპირებს აწორ-ის შემადგენლობიდან ამერიკის გაყვანას, მაგრამ სურს იხილოს მისი პოზიტიური როლი ამ რეგიონში. „ჩინეთისა და ამერიკის თანამშრომლობის გარეშე ამ რეგიონში შეუძლებელია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შექმნას ყველა პირობა ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - დასძინა ჩინეთის საგარეო უწყების მეთაურმა.

თავის მხრივ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტმა ამერიკაში წარმატებით ჩაიაროს.  „ამერიკა აპირებს განავითაროს სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან აწორ-ის ფარგლებში და არასდროს არ აპირებს შექმნას რაიმე კონფრონტაცია ამ მიმართულებით. ამერიკა მხარს უჭერს ძლიერ და განვითარებულ ჩინეთს და სურვილი აქვს იხილოს მსი შემდგომი წინსვლა“, - ხაზი გაუსვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

ჯონ ქერიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა თვალს ადევნებს სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ არ ერევა არსებულ სადაო საკითხებში. „ამერიკის შერთებული შტატები მხარს უჭერს ჩინეთის ძალისხმევას სადაო საკითხების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე“, - დაამატა ჯონ ქერიმ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური