შინაგან საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეთ რუდს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019 17:58
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან გამართა.
 
ვახტანგ გომელაურმა ელიზაბეთ რუდთან შეხვედრა აშშ-ში 18 წლის წინ, 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტზე საუბრით და ამერიკელი ხალხის მიმართ სამძიმრით დაიწყო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
 
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც აშშ-ის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის პრევენციისა და საზღვრის დაცვის სფეროებში ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას.
 
მხარეებმა განიხილეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

 

 

"ჩვენ გვაღელვებს ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებული ტენდენციები" - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:48

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგანაც დემოკრატიული საზოგადოებები ერთმანეთს არ ებრძვიან. ჩვენ გვაღელვებს ამ რეგიონში, ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არსებული ტენდენციები». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’


Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA»:«Демократическое общество– это важно в смысле безопасности, потому что демократические общества не воюют между собой. Мы беспокоимся о тенденциях в этом регионе.
В регионе бывшего Советского Союза».
Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9. 

რაზე ისაუბრებს ბაია გადაბაძე აშშ-ის ელჩთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 14:36

ბაია გადაბაძე, ტელეკომპანია "მაესტროს" ტექნიკურ დირექტორთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების  ელჩს ხვდება. 

მისი განცხადებით, ის დიპლომატს ინფორმაციას მიაწვდის ტელეკომპანიის გარშემო განვითარებიულ მოვლენებზე, ასევე მოითხოვს რომ   დიპლომატიურმა  კორპუსმა მედიატორის როლი შეასრულოს და სამართლებრივი დავის დასრულების შემდეგ "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარჩეს. 

ბაია გადაბაძე ასევე ადასტურებს, რომ  "მაესტროში" უსაფრთხოების ზომები მისი განკარგულებით გამკაცრდა და   დაცვა გაძლიერდა.  

აშშ-ს ელჩი ლუგარის ლაბორატორიას ეწვია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 11:02

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერებინა.
დავით სერგეენკომ ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მიმოიხილა და ამერიკულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აშშ-ის ელჩი იან კელი ცენტრის სტრუქტურას გაეცნო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული, საერთაშორისო ქსელებში ჩართული ლაბორატორიები დაათვალიერა.
ცენტრის დათვალიერების შემდეგ, სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართა. განხილვაში მონაწილეობა აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის (CDC), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და ვოლტერ რიდის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლაბორატორიის არარსებობის შემთხვევაში, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში ვერ განხორციელდებოდა.

საქართველოს პრემიერის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 14:26

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ვითარება და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის ელჩ იან კელის შეხვედრის მთავარი თემები.
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გამართული საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას. ამავე კონტექსტში აღინიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის მნიშვნელობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" შესახებ. აშშ-ის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის ფორუმის წარმატებით ჩატარება მიულოცა.
ამერიკელ დიპლომატს საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ჩემი ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო-ამბობს არჩილ გეგეშიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 10:20

ამერიკაში საქართველოს ელჩმა პრეზინდეტის ბრალდებებზე კომენტარი გააკეთა. "ნიუსდეისთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ პროტოკოლი არ დარღვეულა და რომ არსად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ელჩი ქვეყანაში ორი უმაღლესი დონის პირის ვიზიტის დროს.

მისივე თქმით, ელჩის ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო. 

"ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება ერთის მხრივ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ იორკში ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა. ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა. პრეზიდენტი თავისი ვიზიტით კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან. მართალი გითხრათ, ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში ასეთმა ტონმა,“ - განაცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ.

შეგახსენებთ,რომ ამერიკაში საქართველოს ელჩის არაკორექტულ ქმედებაზე საქართველოს პრეზინდეტმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ამერიკაში მისი ვიზიტის დროს მას არჩილ გეგეშიძე არც უნახავს და ურჩია საგარეო საქმეთა სამინისტროს - იმ დიპლომატებს, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ, ეტიკეტის დაცვა მოსთხოვონ.

 

დავით სერგეენკო პრემიერისა და პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2015 10:19

პრეზინდეტისა და პრემიერის ამერიკაში ვიზიტები კიდევ ერთხელ შეფასდა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიაში, სადაც ამჟამად მინისტთა კაბინეტის წევრები მთავრობის სხდომაზე იკრიბებიან.

ჯანდაცვის მინისტრმა სხდომის დაწყებამდე განმარტება გიორგი მარგველაშვილის ვიზიტისას ელჩის არყოფნის საკითხზე გააკეთა. სერგეენკოს თქმით, ამ პერიოდში აშშ-ში ორი დელეგაცია იმყოფებოდა და ელჩს საქართველოს პრემიერის დელეგაციაში ყოფნა მოუწია.

„ორი დელეგაციის ერთდროულად ყოფნის პირობებში საელჩოს თანამშრომლები გადანაწილდნენ და იყვნენ ორივე დელეგაციასთან. ამჯერად ასე მოხდა, რომ უშუალოდ ელჩი იყო პრემიერთან, ხოლო საელჩოს სხვა მაღალი თანამდებობის პირები პრეზიდენტთან. ცხადია, ორივე დელეგაციაში ერთდროულად ელჩი ვერ იქნებოდა,“ - განმარტა დავით სერგეენკომ.

როგორც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ამერიკაში ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე არც უნახავს და არც მისალმებია. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური