ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross (DDG 71) შემოვიდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 16:58

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურს 21 აპრილს ესტუმრება. ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეებისა მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. ისინი გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ – განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Ross-ის მეთაურია კაპიტანი David Coles. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი,
სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9.4 მეტრი.

ელჩ ნორლანდის განცხადება პრესისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ივნისი 2015 16:05

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ "ლაბუნის" დახვედრის ცერემონიაზე განცხადება გააკეთა პრესისთვის. მასში კერძოდ აღნიშნულია:

"მადლობა, რომ აქ ხართ. უპირველეს ყოვლისა, აშშ-ისა და აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ "ლაბუნის" სახელით, გისამძიმრებთ გუშინ, სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშომლის თემურ კონცელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვიცით, რომ მისი მეუღლე თბილისის საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძვის. ვიმედოვნებთ, რომ გამოჯანმრთელდება.
დიდი სიამოვნება და პატივია "ლაბუნის" მეთაურ, კაპიტან მაკალუმთან ერთად აქ ყოფნა. ამ გემის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს აშშ-ის სურვილს, იმუშაოს საქართველოსთან ერთად, რათა გაძლიერდეს საქართველოს შემაკავებელი შესაძლებლობები, მისი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი და უნარჩვევები. გემის ვიზიტი იმის ნიშანია, რომ შეერთებული შტატები და საქართველო, ნატო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას რეგიონში უსაფრთხოების გამტკიცებისათვის. ვიცი, რომ გემი და მისი ეკიპაჟი მოუთმენლად ელიან სტუმრობას შესანიშნავ ბათუმში, რომელიც ყოველთვის გამორჩეულად სტუმართმოყვარეა ამერიკული საზღვაო ხომალდების მიმართ. ყოველთვის მადლობელნი ვართ ბათუმის მერისა და აჭარის მთავრობის მიმართ", - ნათქვამია აშშ-ის ელჩის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური