ევროკომისრები ჰანი და გაბრიელი ბელარუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში იღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივნისი 2018 00:08

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს მინსკში, ბელარუსში, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში. ისინი განიხილავენ თანამშრომლობას ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ; გარდა ამისა, განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად.  21 ივნისს ევროკომისრები ხვდებიან ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს და იხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.

პარასკევს ევროკომისარი ჰანი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ვიზიტის განმავლობაში მას ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან. ვიზიტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EbS.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშროლობის ახალი სტრუქტურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 13 მარტი 2018 05:52

2018 წლის 12 მარტს ბრიუსელში საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ახალ ინსტიტუციურ სტრუქტურას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების თანდასწრებით. ახალი სტრუქტურა ოფიციალურად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაციით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასული წლის ნოემბერში.

რა შეიცვალა?

1. მეტი ორიენტაცია შედეგზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ახალი სტრუქტურა უფრო კომპაქტურია და უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია იმ რეფორმების ეფექტიან განხორციელებაზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის რეალური ცვლილებების მომტანია.

ახალი მიდგომა მეტ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნების სათანადო დონეზე მონაწილეობას, მათ უნარს და სურვილს წარმატებით განაგრძონ საქმიანობა იმ 20 შედეგის მისაღწევად, რომელებიც შეთანხმების მიხედვით 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს. დაგეგმილი შედეგების მიღწევა უმეტესწილად დამოკიდებულია რეფორმის პროცესების წარმატებაზე ამ ქვეყნებში. 

2. უფრო სისტემატური

განახლებული სტრუქტურის ძირითადი ელემენტები, პლატფორმები და პანელები, ახლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ პრიორიტეტს შეესაბამება: უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება. პლატფორმების და პანელების მუშაობას ხელმძღვანელობენ მინისტრები მაღალი რანგის ოფიციალური პირების საშუალებით. 

სტრუქტურის ცენტრალურ ნაწილს კვლავ წარმოადგენს გაცვლები ყველა დონეზე, მათ შორის საპარლამენტო გაცვლები „ევრონესტის“ საშუალებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების გაცვლები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებების კონფერენციის (CORLEAP) საშუალებით და სამოქალაქო საზოგადოების გაცვლები სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საშუალებით. პლატფორმები უფრო მეტ პოლიტიკურ რეკომენდაციებს მისცემენ პანელებს და ამავე დროს აწარმოებენ ანგარიშგებას მაღალი რანგის ოფიციალური პირების წინაშე ზოგადად პანელების საქმიანობის შესახებ კონკრეტული პრიორიტეტის ფარგლებში. პანელები შეასრულებენ ფორუმის ფუნქციას კონკრეტული საკითხების უფრო ღრმად განხილვის მიზნით.

3. უფრო თვალსაჩინო

ახალი სტრუქტურა ასახულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ ვიზუალურ კორპორატიულ სტილში, რომელიც შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საკომუნიკაციო კამპანიისთვის. ბრენდის კონცეფცია ემყარება თანამშრომლობის იმავე ოთხ პრიორიტეტს და თემატურ სფეროს ხდის ვიზუალურად ცნობადს.

თანმიმდევრული საკომუნიკაციო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ვიზუალური ხაზი ხელმისაწვდომია ყველა მხარისა და პარტნიორისთვის. მასალების უფასოდ გამოყენება შეუძლია ყველას, თუკი იხელმძღვანელებენ შესაბამისი ინსტრუქციებით. ოფიციალური ინსტრუქციების და ყველაზე პოპულარული პროდუქტების ფაილების ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ: https://goo.gl/UcuscN.

ამ წუთებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 10:53

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა დაიწყო ამ წუთებში თბილისში. 

ცნობილია, რომ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა, ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში გაკეთდება აქცენტი. შეხვედრას ესწრება ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განმარტებები გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, მთავარი თემები იქნება ჯანდაცვის საკითხები და ის, თუ როგორ სრულდება საერთაშორისო რეგულაციები და ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხები საქართველოში.

„შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ ის გამოცდილება, რაც აქვთ რეგიონის ქვეყნებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ის გამოწვევები, რაც ყველა ქვეყნისთვის ერთიანია, ერთმანეთს გავუზიაროთ. არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია 2005 წელს, რომლის სახელწოდებაა - ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები, შინაარსობრივად ეს მოიცავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებზეც უნდა იმუშაოს ყველა ქვეყანამ,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

სტიქიისგან მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთავრობა აანაზღაურებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 18:32
სტიქიის შედეგად მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს მთლიანად მთავრობა აანაზღაურებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, სტიქიისგან მიყნებული ზარალის დათვლა ისევ მიმდინარეობს. 
"მქონდა კომუნიკაცია აჭარის ავტონომური რესპუბლიკის ხელმძღვანელებთან. სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში არის პრობლემები სტიქიისგან. მოხდება ზარალის დათვლა და ინფრასტრუქტურულ ზარალს სრულად აანაზრაურებს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

სტიქიის შედეგები - რა ვითარებაა აღმოსავლეთ საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 12:25

დასავლეთ საქართველოს მსგავსად, უამინდობაა აღმოსავლეთ რეგიონებში. ხაშურში დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურებულია ტექნიკა.

თოვს დუშეთის რაიონში, ბაკურიანსა და გუდაურში. ქარბუქია ნინოწმინდაში, სადაც ჩაკეტილია სოფლებისკენ მიმავალი გზა. უამინდობისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია ,საქართველოს ყველა მაღალ მთლიან რეგიონში ამ წუთებში თოვს. 

საქართველოში 29 აგვისტოდან გამოიდარებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 13:45

საქართველოში 29 აგვისტოდან აგვისტოდან გამოიდარებს. როგორც "ნიუსდეის"  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, საქართველოში 4 სექტემბრამდე უნალექო ამინდი იქნება, ხოლო დღეს აგვისტოს ყველაზე ცივი და წვიმიანი დღეა. 

ხვალ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, წვიმის ნალექი შემცირდება.
28 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს. 
29 აგვისტოდან მთელს საქართველოში გამოიდარებს. ტემპერატურა თანდათან, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 34 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 29 აგვისტოს 26 გრადუსი იქნება. 
30 აგვისტოს მცირე ნალექი იქნება ბათუმში. შემდეგ კი 4 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური