შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 ივლისი 2019 16:29

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
 
როგორც ერთი, ასევე, მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური აქციები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 17:39

PSP-ში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით 14 თებერვლის ჩათვლით ფრანგულ და ევროპულ კოსმეტიკურ ბრენდებზე ფასდაკლება გამოცხადდა.  ყველა მომხარებელი, ვინც აქციის ფარგლებში უმაღლესი ხარისხის ევროპულ კოსმეტიკას შეიძენს, სპეციალურ ფასს და ცალკეულ შემთხვევებში საჩუქრებსაც მიიღებს.

ფასდაკლებები 20-დან 40%-ის ფარგლებში მერყეობს. 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება „ბიოდერმას“, „ლე პეტიტ ოლივერის“, „ნუქსის“, „სოსკინის“ ფრანგულ კოსმეტიკაზე. 40%-მდე ფასდაკლება შეუძლია მიიღონ „ესტედერმისა“ და „კოდალის“ მომხმარებლებმა. „ტოპიკრემის“ მომხმარებელი საყვარელ ბრენდს 25%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.

ფასდაკლება ვრცელდება გერმანული ბრენდის „სებამედის“ პროდუქტებზეც. მომხმარებელი 20-დან 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებს და პარალელურად გათამაშებაში ჩაერთვება. „სებამედის“ პროდუქტების 20 ლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი გაიცემა. გათამაშებაში 10 000-მდე პრიზია. მათ შორის, საოჯახო ტექნიკა, „სებამედის“ პროდუქტები და სრულად დაფინანსებული მოგზაურობა ბერლინში.

ფრანგულ ბრენდებზე - „ვიში“, „ლა როშ პოზე“ და „ავენი“ - 20%-იანი ფასდაკლებაა. მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებულ ბრენდ „ბიო რომსაც“ 20% დააკლდება.

პოლონური „ზიაიას“ სასაჩუქრე ნაკრებებზე სპეციალური ფასდაკლებები ვრცელდება. გარდა ამისა, 25 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი საჩუქრად მამაკაცის შხაპის გელს იღებს. საჩუქარს იღებს 100 ლარიან შენაძენზე ფრანგული „კოდალის“ მომხმარებელიც. ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს ტუჩის ბალზამი „ფრანგული კოცნა“ გადაეცემა. „ბიოდერმას“ ხელის კრემზე საჩუქრად ბიოდერმას მიცერალური წყალი „სენსიბიოა“.

ასე რომ, ვალენტინობისთვის საყვარელი ადამიანისათვის საჩუქრის შერჩევა PSP-ში მარტივი და მომგებიანია.  

გრიგოლ ვაშაძე - ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, რომლებიც არ შეწყდება არც ერთი დღე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 16:15

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სიით, მთლიანად შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, დაბრუნდეს ხელისუფლება პოლიტიკური პროცესში, დაისაჯოს გაყალბებაში და ძალადობაში ბრალდებული პირები, მათ შორის ის სამართალდამცავები რომლებსაც 16 დეკემბრის სადამსჯელო ღონისძიება ქონდათ ჩაბარებული. გრიგოლ ვაშაძის თქმით ოპოზიცია აქციების რეჟიმში გადადის

„ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს. მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებში“- განაცხადა ვაშაძემ, მისი თქმით აქციების შესახებ დამატებით ინფორმაციას ოპოზიცია მოსახლეობას დღეს საღამოს გააცნობს.

„მინდა გამოვეხმაურო გახარიას განცხადებას, ჯერ იმაზე, რომ ვითომ ყვარელზე გზა გახსნილი იყო, ეს აბსოლუტურად ტყუილი იყო. როდესაც მივედით და ველისციხეში გაგვაჩერეს ადა ეს გვითხრეს, ნაწილი ჩვენი მანიფესტაციის მონაწილეები წავიდნენ და გაეჩხირნენ გრემთან, სადაც ისევე იყო გზა გადაკეტილი როგორც ყველგან. უტიფარი სიცრუეა ეს. მობილიზებული იყო არნახული რაოდენობა პოლიციის, ვისი მუნდირიც შეურაცხყო ამ ხელისუფლება, გაოგნებული პოლიციელები იდგნენ და იყურებოდნენ გარშემო და ზონდერ ბრიგადები, რომელბმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი. ამისთანა ე.წ. ხელისუფლების ხელში ვიმყოფები. ყველა მეთოდი გადმოღებულია პუტინის რუსეთიდან. როდესაც ისტერიულად კივიან დემოკრატიაზე მათ მხედველობაში პუტინის სუვერენული დემოკრატია აქვს. აქედან გამომდინარე გაერთიანებული ოპოზიცია ადასტურებს ყველა მოთხოვნას, რომელიც გვქონდა წამოყენებული, კატეგორიულად მოვითხოვთ უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით. ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და შევიდეს პოლიტიკურ პროცესში და დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესებში. მოვითხოვთ ყველას დასჯას, ვინც ბღუჯა-ბღუჯა ყრიდა ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში, იმ პიროვნების დასჯას, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორი, ყველა იმ პირის დასჯას ვინც გუშინ მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ. ხვალიდან ვიწყებთ აქციებს, აქციები არ შეწყდება არცერთი დღე."- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

PSP 1 ივნისს განსაკუთრებული აქციებით და საინტერესო კონკურსებით ხვდება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 29 მაისი 2017 15:07

ბავშვთა დღეები PSP-ში ყოველდღე დამატებითი ფასდაკლებებითა და საჩუქრებით დაიწყო. დღეიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში საბავშვო პროდუქტებზე განსაკუთრებული ფასდაკლებებია. მომხმარებელს, ვინც ლიბეროსა და ქანბებეს ბავშვის საფენებს შეიძენს, 30-მდე ფასდაკლებები მიიღებს, ხოლო პამპერსის ბავშვის საფენის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად პატარა შეფუთვა გადაეცემა. ფასდაკლება და საჩუქრებია ბავშვთა კვებაზეც. ვინის ორი ფაფის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი საჩუქრად მესამეს იღებს. ასევე 30-მდე ფასდაკლებებია ჰეინცისა და ნესტლეს ფაფებზე, გერბერის პიურეებსა და სუპერბებიბის ორცხობილებზე.

30%-მდე ფასდაკლება სილვერ ქეას საბავშვო ჯაგრისებზე, სებამედის, ჟიაიას, ბიოდერმას, ნოიტრედერმის საბავშო კოსმეტიკაზე და დალინის, ნოლკენის, ჯონსონის, ნუბის სრულ ასორტიმენტზე! სებამედის საბავშვო 3 ნებისმიერ პროდუქტზე - პირსახოცი და საბავშვო კბილის ჯაგრისი - პიავეს საბავშვო კბილის პასტაზე;

„მომხმარებელი ყოვეთვის დიდი ინტერესით ელოდება PSP -ს აქციებს და ღონისძიებებს. რადგან PSP -ს ყოველწლიურად განსხვავებული პროექტები და  მიმზიდველი შემოთავაზებები აქვს, დღეიდან გამოვაცხადეთ ხატვის კონკურსი ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებში 1 ივნისს მშობლები ჩვენს აფთიაქებში მიიტანენ „ბედნიერი ზაფხულის“ თემაზე ბავშვების ნახატებს, რომელთაგან საუკეთესოებს ჩვენს ფეისბუქის გვერდზე დავდებთ. ყველაზე ბევრი მოწონების მქონე ნახატები მოანცვლეობით PSP -ს „ქავერის“ ფოტო იქნება. ასევე დასაჩუქრდება ყველა მომხმარებელი, რომელიც 1 ივნისს ჩაერთვება ჩვენს ფეისბუქ-ვიქტორინაში და დასმულ კითხვებს სწორ პასუხებს გასცემს“ - აცხადებენ PSP-ში. 

1 ივნისს PSP -ს ათეულობით აფთიაქში პირველიდან 4 სთ-მდე ბავშვებს უმასპინძლებენ და სახეს ზღაპრის გმირებისნაირად მოუხატავენ. 

„კოსმო+“-ის ფილიალი „“ისანი მოლშიც“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 22:55

„კოსმო+“-ის ფილიალი „“ისანი მოლშიც“ გაიხსნა. კოსმეტიკურ-პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „კოსმო+“-ის ახალი - რიგით მეოთხე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „ისანი მოლში“ გაიხსნა. სავაჭრო ობიექტში თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ქსელის ფილიალებში საახალწლო აქციები და ფასდაკლებები მოქმედებს.

„კოსმო+“ მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქციასა და მომსახურებას სთავაზობს. ქსელის მაღაზიებში წარმოდგენილია პოლონური და უკრაინული წარმოების, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი კოსმეტიკური საშუალებები, რომელიც ქალბატონებს (და არა მხოლოდ მათ) სილამაზის შენარჩუნებასა და თავის მოვლაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ „კოსმო+“-ში წარმოდგენილი პრეპარატები უმთავრესად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, არ შეიცავს პარაბენებს და ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს მისთვის საინტერესო პრეპარატის მოსინჯვის საშუალებაც აქვს, რაც კოსმეტიკური საშუალების სწორად შერჩევას საგრძნობლად აადვილებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაღაზიებში წარმოდგენილი პრეპარატები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, თუმცა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებელს ქსელის სავაჭრო ობიექტებში პროფესიონალური კოსმეტიკის შეძენაც შეუძლია. ერთი სიტყვით, ქსელი ყველანაირი შემოსავლის მქონე მომხმარებელს შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.

„კოსმო+“-ში მუდმივად ზრუნავენ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კონსულტანტებს სისტემატურად უტარდება ტრეინინგები, ცოდნის დონე და ხარისხი კი ტესტირების მეშვეობით მოწმდება. შესაბამისად, მომხმარებელი კოსმეტიკურ პრეპარატზე ამომწურავ ინფორმაციას იღებს, სახის, ტანისა თუ თმის მოვლის კუთხით კი - ინდივიდუალურ კონსულტაციას.
საგულისხმოა, რომ საახალწლოდ „ვარკეთილის“ მეტროს სადგურთან მდებარე სავაჭრო ცენტრში ამოქმედდება კომპლექსი, რომელიც კოსმეტიკურ-პარფიუმერულ სუპერმარკეტს, სილამაზის სალონს, კოსმეტიკურ კაბინეტს და სილამაზის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების ობიექტებს მოიცავს.

კომპანია საქართველოში პოლონური მარკების „Bielenda”-ს, “Farmona”-ს, “Lirene”-სა და უკრაინული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოკონის“ ოფიციალური დისტრიბუტორია.

,,აუცილებლად დავიწყებთ აქციებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ეს აქციები იქნება მასშტაბური'' - სანდრო ბრეგაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 17:29

 „გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი“ ამ მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პერმანენტული აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა სანდრო ბრეგაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციები მას შემდეგ დაიწყება,რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეფერენდუმის არ ჩატარებასთან დაკავშირებით არგუმენტირებულ წერილობით შეტყობინებას მიიღებს.
 სანდრო ბრეგაძის განცხადებით - ,,აუცილებლად დავიწყებთ აქციებს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ეს აქციები იქნება მასშტაბური, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიისა“. ასევე შეთავაზება გაეგზავნება „ქართულ ოცნებას.“

"თავისუფალი დემოკრატები" განაჩენს აქციებით გააპროტესტებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 მაისი 2016 10:59

"თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. "კაბელების საქმეზე" გამოტალინ განაჩენს, რომლის თანახმადაც ე.წ. "კაბელების საქმეზე" ხუთივე ბრალდებულს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა,  აქციებით გააპროტესტებენ. ამის შესახებ პარტიის ოფისში დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდება. "თავისუფალი დემოკრატები" აცხადებენ,  მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.

ე.წ. "კაბელების საქმეზე" ბრალდებულებს, გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 

 

საპროტესტო აქცია ბათუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 13:13

ბათუმში დილიდან გაიფიცნენ ანბანის კოშკის მიმდებარედ 40-სართულიანი სახლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები. 

„პორტა ბათუმი თაუერის“ მშენებლებს პრეტენზიები დამსაქმებელ კომპანიასთან აქვთ. მათი განცხადებით, 11-საათიანი სამუშაო დღის სანაცვლოდ, მინიმალურ ანაზღაურებას იღებენ, დამსაქმებელი სოლიდურად აჯარიმებს მინიმალური მიზეზების გამო და ხშირად არ ითვალისწინებს მშენებლების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. ისინი არ იცნობენ სამუშაო კონტრაქტის შინაარსსაც. 

გაფიცულები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ. 

დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენლები გაფიცულებს ჯერჯერობით არ შეხვედრიან.

 
 

ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ერევანში აქციები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 15:10

კონსტიტუციური რეფორმებისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. 

მოძრაობა „ახალი სომხეთი“, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას აერთიანებს, ქალაქის ცენტრში, მერიის აკრძალვის მიუხედავად, კარვების გაშლას გეგმავს. 

ქალაქში მობილიზებულია პოლიცია. მსვლელობის პირველივე დღეს, სამართალდამცველებთან შეტაკებების გამო, პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი გაათავისუფლა. 

აქციის მონაწილეები 6 დეკემბერს დაგეგმილი კონსტიტუციური რეფორმების შესახებ რეფერენდუმის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის შედეგებზეცაა დამოკიდებული, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში წყობა საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკაზე.

თბილისში მოვაჭრეები აქციებს მართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 12:56

მოვაჭრეების აქცია თბილისში გრძელდება. უკვე მეორე დღეა ისინი თამარ მეფის გამზირზე, ვაგზლის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში იკრიბებიან.

მათი პროტესტის მიზეზია ყოველდღიური გადასახადის მატება. ამ გადასახადს მერიის მოიჯარე კომპანია აძვირებს. მოვაჭრეები მერიას შუამდგომლობას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების პრეტენზიები ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ნიკა მელიამ და სევდია უგრეხელიძემ მოისმინეს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური